x
image
თამილა გურაშვილი
მეცნიერებმა იუპიტერის რენტგენული ციალის საიდუმლო ახსნეს

image




მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რატომ ხდება რენტგენული ნათება იუპიტერის გარშემო. Independent.- ის ინფორმაციის თანახმად, ეს კითხვა 40 წლის განმავლობაში აწუხებდა სამეცნიერო საზოგადოებას.






ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის და პეკინის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ რენტგენული ნათება წარმოადგენს გაზის გიგანტზე ხილული და უხილავი სინათლის აფეთქებების ნაწილს, რაც გამოწვეულია დამუხტული იონური ნაწილაკების ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებით.






აღინიშნა, რომ მსგავსი ფენომენი დედამიწაზეც ხდება, რის შედეგადაც ცაზე ჩრდილოეთის ნათება ჩანს. ამავე დროს, იუპიტერის ნათება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი პლანეტის, რადგან, იქ ასობით გიგავატი ენერგია გამოიყოფა.







მეცნიერთა დაკვირვების თანახმად, რენტგენული გამოსხივება ხდება ყოველ 27 წუთში. დამუხტული იონის ნაწილაკები, რომლებიც ეჯახება იუპიტერის ატმოსფეროს, შედგება ვულკანური გაზისაგან, რომელიც კოსმოსურ სივრცეში ხვდება იუპიტერის თანამგზავრ იოზე მომხდარი გიგანტური ვულკანებიდან.






"ჩვენ ვაკვრდებით იუპიტერის მიერ რენტგენის სხივების წარმოქმნის პროცესს ოთხი ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ ახსნა არ გვქონდა, როგორ ხდებოდა ეს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ნათება წარმოიქმნებოდა იონების პლანეტის ატმოსფეროსთან შეჯახებით." - თქვა პროფესორმა უილიამ დანმა UCL Mullard-ის კოსმოსური კვლევების ლაბორატორიიდან.







"ჩვენ ახლა ვიცით, რომ იონები გადააქვთ პლაზმურ ტალღებს - ეს ახსნა ადრე არ ყოფილა შემოთავაზებული. მსგავსი პროცესი იწვევს ჩრდილოეთის ციალს დედამიწაზე. ამიტომ, ეს შეიძლება იყოს უნივერსალური ფენომენი, რომელიც კოსმოსში არსებულ მრავალ გარემოში ხდება." - თქვა მან.






აღმოჩენა მოხდა ნასას თანამგზავრ Juno-დან იუპიტერზე დაკვირვების შედეგად, რომელიც პლანეტის ორბიტაზე 2016 წლიდან ტრიალებს. ასევე, ევროპის კოსმოსური სააგენტოს XMM – Newton– ის ობსერვატორიის მიერ რენტგენული გაზომვების შედეგად.






0
44
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0