x
რა არის პროსტატიტი? სიმპტომები,დიაგნოსტიკა,მკურნალობა.

image
რა არის პროსტატიტი?

პროსტატიტი - არის მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთება. პროსტატა(წინამდებარე ჯირკვალი) უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის პროცესში. პროსტატას აქვს ჰორმონული ფუნქციაც, რომელსაც ჯერჯერობით იკვლევენ.შეიძლება განუვითარდეს მამაკაცს ნებისმიერ ასაკში.

არსებობს მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი.

ქრონიკული პროსტატიტის დროს სიმპტომები პერიოდულად, რამდენიმე თვის მანძილზე ჩნდება და ქრება. ქრონიკულია პროსტატიტი, რომელიც გრძელდება 3 თვე და მეტი.

ქრონიკულ პროსტატიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:


-ტკივილი მცირე მენჯის არეში და წელის ქვედა ნაწილში;

-ტკივილი მოშარდვისას;

-შარდვის გაძნელება (შარდვამდე, შარდვისას ან შარდვის დასრულებისას);

-შარდის სუსტი ნაკადი ან შარდვა წვეთებით;

-უნებლიე შარდვა;

-ერექციული დისფუნქცია.

სიმპტომები უფრო ინტენსიური და მძიმეა. დაავადებული უჩივის:

-ტკივილს;

-ხშირ შარდვას მცირე პორციებით;

-სხეულის მომატებულ ტემპერატურას 38C˚ და მეტი.

ადექვატური მკურნალობის გარეშე მწვავე პროსტატიტი შეიძლება გადავიდეს ქრონიკულში.

პროსტატიტის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:

-სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე – ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა;

-მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი, სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;

-ხშირი გადაცივება (დაივინგი, სამთო-სათხილამურო სპორტი), შეკრულობა;

- სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული);

- შორისის ქრონიკული ტრავმა;

- იმუნური სისტემის დათრგუნულობა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, არაბალანსირებული კვება.

დიაგნოსტიკა.

დიაგნოსტიკისათვის ფართოდ გამოიყებება შარდის სეგმენტური ანალიზი.

მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მოკრო ექოსკოპიური გამოკვლევა, და ასევე მნიშვნელოვანია:გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე;რექტალური გამოკვლევა თითით;სისხლის ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტიგენზე და ბიოფსია პროსტატის სიმსივნის გამორიცხვის მიზნით და სხვა.

მკურნალობა.

პროსტატიტის მკურნალობა ანტიბაქტერიულ თერაპიას ეფუძნება. ანტიბიოტიკების არჩევა და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებსა და ანთებითი პროცესის ხანგრძლივობაზე.

ქირურგიული მკურნალობა განოიყენება გართულებების განვითარების შემთხვევაში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების სტილის შეცვლას, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ფაქტორები, რომლებიც უწყობენ ქრონიკული პროსტატიტის მიმდინარეობის გამწვავებას.

0
233
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0