x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134629
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ნარატიული თერაპია
image
პირადი ნარატივი არის კონკრეტული სახის მონათხრობი/ისტორია/ამბავი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი საკუთარი მე-ს განსხვავებული ნაწილების ერთ სტრუქტურაში გასაერთიანებლად აგებს. ადამიანის მოქმედებებსთვის და გამოცდილებისთვის ყურადღების მიპყრობით ნარატივი მისი ხასიათის კვლევა-ძიებას წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ ზემოქმედებენ მასში ასახული მოვლენები პროტაგონისტზე და რა მნიშვნელობის (შინაარსის) მატარებლები არიან ისინი მისთვის. ნარატივი გვიჩვენებს ხასიათს, რომელიც ერთდროულად ვლინდება და აიგება მასში გადმოცემული მოვლენების მეშვეობით.

ნარატიული თერაპია ეხმარება ადამიანებს გახდნენ თავიანთი ცხოვრების ექსპერტები. თერაპია აქცენტს აკეთებს ისტორიებზე, რომლებსაც კლიენტი ჰყვება. გამოყოფენ ნარატიული თერაპიის სამ პრინციპს. პირველი-ნარატიული თერაპია პატივს სცემს თითოეულ კლიენტს, ისინი არ მოაზრებიან როგორც არასრულყოფილნი. მეორე- ნარატიული თერაპია არ მიიჩნევს კლიენტებს დამნაშავეებად. იგი აცალკავებს პრობლემას და პიროვნებას. მესამე-ნარატიული თერაპია კლიენტს მიიჩნევს საკუთარი ცხოვრების ექსპერტად. თერაპევტის შეხედულების მიხედვით, კლიენტს აქვს შესაძლებლობები, უნარები და საჭირო ცოდნა, იმისთის რომ თავი დააღწიოს პრობლემებს.

ნარატიული თერაპევტის მიზანია იმუშაოს ინდივიდებთან, რათა იპოვნონ ალტერნატიული ისტორიები, რომლებიც უკეთსად აღწერენ იმას თუ რა უნდა ინდივიდს ცხოვრებისგან. შემოგთავაზებთ რამდენიმე ტექნიკას, რომლებსაც ნარატიული თერაპევტები იყენებენ.

ნარატივის კონსტრუირება


თერაპევტი და კლიენტი ერთად მუშაობენ, რათა კლიენტმა თავისი სიტყვებით მოჰყვეს ისტორია. ამ პროცესში კლიენტი და თერაპევტი ერთად ეძებენ ახალ მნიშვნელობებს, რაც ეხმარება მათ რომ შეცვალონ კლიენტის ისტორიები, ან შექმნან ახალი ნარატივები. ეს პროცესი ზოგჯერ მოიხენიება, როგორც „ხელახლი თხრობა“, რომელიც ეფუძნება იდეას, რომ ერთ მოვლენას შეიძლება ჰქონდეს ბევრი განსხვავებული მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია.

ექსტერნალიზაცია-გარეთ გამოტანა

ამ ტექნიკის მიზანია, კლიენტებმა თავისი თავი დაინახონ, როგორც პიროვნება რომელსაც აქვს პრობლემები და არა ისე ვითომ თავად იყოს პრობლემა. პრობლემების ექსტერნალიზაცია ამცირებს მათ გავლენას ინდივიდის ცხოვრებაზე. ეს ტექნიკა დგას დაშებაზე, რომ თუკი ეს პრობლემები აღიქმება როგორც უბრალოდ რაღაც რასაც ინდივიდი სჩადის და ამას გამოადიფერენცირებს უშუალოდ პიროვნებისგან, პრობლემა აღარ იქნება გადაულახავი.

დეკონსტრუქცია

პირობითად, თუ კლიენტი ამბობს, რომ თავს გრძნობს ფრუსტრირებულად, რადგან მისი კოლეგები არ აფასებენ მის შრომას. ეს ძალიან ზოგადი განსაზღვრებაა, რომელიც ართულებს კონკრეტული გამოსავლის პოვნას. ამიტომ, თერაპევტი მუშაობს კლიენტთან, რათა დაშალოს კონსტუქცია და გამოყოს ის საკითხები, რომლებმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ეს მეთოდი შეიძლება დაეხმაროს ინდივიდს უფრო კარგად იურთიერთოს კოლეგებთან და გამოასწოროს ის კონკრეტული საკითხები, რომლებმაც უბიძგეს მას ამ ნარატივის შექმნისკენ.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე კუპრაშვილი
ელენე კუპრაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0