x
ორივე მხარემ იცოდეთ, რომ დანარჩენი საქართველოც ვართ, ვისაც არ მოგვწონხართ
თუ პატივისცემა გსურთ იცოდეთ, რომ საქართველოში სიამოვნებით ვიცვამთ კრისტიან დიორისა და პიერ კარდენის შექმნილ საოცრებებს, გემოვნებიანად ვუსმენთ ელტონ ჯონისა და პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკებს, ვტკბებით ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელო ბუონაროტის შედევრებით, ვკითხულობთ და ვდგავთ სპექტაკლებს უილიამ შექსპირის მიხედვით, ძეგლებს ვუდგამთ ამერიკის ჰომოსექსუალ პრეზიდენტებს, იმიტომ რომ განსაკუთრებული პოლიტიკა ჰქონდათ, ფხეზე ვიდექით ვახტანგ ჭაბუკიანის გამოსვლისას და აპლოდისმენტებს არ ვაჩერებდით.

ლაშა ბოდაველი / lasha bodaveli CICD

ლაშა ბოდაველი; ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე


აღარაფერს ვამბობ ჩვენში პროფესიული თვალსაზრისით გაპოპულარებულ სპოტსმენებზე, მსახიობებზე, მხატვრებზე, მომღერლებზე და ა.შ.


თუ პატივისცემა გსურთ იცოდეთ, რომ საქართველოში არ ვლოცულობთ მოძალადე მღვდელ-მონაზვნებზე, არ ვაღიარებთ მჩაგვრელ სპორტსმენებს, არ ვეგუებით არავის, ვინც სცდება ტრადიციულ-დემოკრატიულ ღირებულებებს.


ორივე მხარემ იცოდეთ, რომ დანარჩენი საქართველოც ვართ, ვისაც არ მოგვწონხართ სახედაკარგულები. არ გჩაგრავთ, არ გირტყავთ, არ გავიწროვებთ, არ გიყურებთ საძინებლებში და საერთოდ ერთმანეთს თქვენი დემონსტრაციული ქმედებებით რომ არ კვებავდეთ მეხსიერებაშიც საძებნელები იქნებოდით ის საზოგადოება, ვისი გაკეთებული საქმეებიც ძალადობას ან ხელოვნურ პრაიდს ვერ სცდება



P.S. ფიზიკურია თუ მორალური - მოძალადე მაინც მოძალადეა

0
323
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0