x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შენ გაფ­რინ­დი ცაში ან­გე­ლო­ზად, მე კი დამ­ტო­ვე ცივ კლდე­ზე დაგ­დე­ბულ უსა­ხურ ლო­დად-ზურაბ ბაკურაძის მეუღლის ემოციური პოსტი
image

რა­ჭა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წევ­რის, ზურა ბა­კუ­რა­ძის მე­უღლე ნა­თია კო­ბა­ხი­ძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:




"მე მარ­ტო ჩემი მე­გო­ნე და თურ­მე რამ­დე­ნის­თვის გა­გი­ნა­წი­ლე­ბია შენი თბი­ლი გული, "ჩემი ბევ­რი" ხარ-თქო და "ჩემი ტკიბ­ლი" ხარ-თქო სულ გე­უბ­ნე­ბო­დი, ზურ, მაგ­რამ ამ­დე­ნი თუ იყა­ვი და ასე­თი ტკბი­ლი კი­დევ ვერ ვხვდე­ბო­დი. უამ­რა­ვი გან­საც­დე­ლი გა­მო­ვი­ა­რეთ. გვებ­რძო­და ეშ­მა­კი, ჩვენს სიყ­ვა­რულს ებ­რძო­და და ამი­ტო­მაც გა­გიყ­ვა­ნა უფალ­მა ასე მალე, რომ ამ არა­ამ­ქვეყ­ნი­ურ გრძნო­ბას არა­ფე­რი და­მუქ­რე­ბო­და. ბევ­რს ყვა­რე­ბი­ხარ, მაგ­რამ ჩემ­სა­ვით მა­ინც ვე­რა­ვინ შე­გიყ­ვა­რებ­და. ყვე­ლას თა­ვი­სი წილი ზურა და­აკ­ლდა, მაგ­რამ მარ­ტო მე ჩა­მო­მემ­ხო ცხოვ­რე­ბა თავ­ზე. შენ გაფ­რინ­დი ცაში ან­გე­ლო­ზად, მე კი დამ­ტო­ვე ცივ კლდე­ზე დაგ­დე­ბულ უსა­ხურ ლო­დად. ბოლო ძა­ლას მო­ვიკ­რებ და ვი­ლო­ცებ შენი ლა­მა­ზი სუ­ლის­თვის, რათა და­იმ­კვიდ­რო ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი. შეხ­ვედ­რამ­დე, ზურ, იქ უკვე ვე­რა­ვინ და ვე­ღა­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებს, მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, მად­ლო­ბა, რომ და­ი­ბა­დე ჩემ­თვის, ჩემო "ბუ­თუ­სა"-წერს ნათია კობახიძე.

image


შეგახსენებთ, მომღერალი ზურაბ ბაკურაძე გასული თვის 23 ივნისს ტრაგიკულად დაიღუპა რაჭაში. სოფელ შქმერის სიახლოვეს, ავტომობილისთვის მიუვალ ადგილზე იგი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მიწა ჩავარდა და ხევში გადაიჩეხა.მასთან ერთად იმ დროს კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა

"ქართული ხმების“ სოლისტი, რაჭაში სწორედ დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და შემდეგ რამდენიმე დღით რაჭაში დარჩენა გადაწყვიტა.

1
332
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
332
  
2021, 8 ივლისი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1