x
ნევროზი და მისი ფორმები.

image
რა არის ნევროზი?-ნევროზი არის ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება, რომელიც ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრამვის ან ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის ფონზე.ანუ ეს არის პასუხი დროში გახანგრძლივებულ სტრესზე, როცა შეუსაბამობაა ჩვენს მოთხოვნილებებს, ჩვენს შესაძლებლობებსა და გარემოს მიერ წაყენებულ მოთხოვნილებებს შორის.

ნევროზის მიზეზი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის წონასწორობის დარღვევაა. ბავშვობაში გადატანილი ძლიერი სტრესი, რომელიც კომპლექსებს ქმნის ქვეცნობიერში, 30 წელს გადაცილებულ პირებში, ნევროზის მიზეზი ხდება.მიზეზად შეიძლება იქცეს პჯახური კონფლიქტიც.

ყველაზე ხშირად გვხვდება ნევროზის შემდეგი ფორმები: ასთენია; ისტერიული ნევროზი; აკვიატების მდგომარება, ობსესიურ კომპულსიური ნევროზი; იპოქონდრია. ყველა ფორმას თავისი სიმპტომატიკა ახასიათებს. სიმტომები ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ასევე სომატურ დონეზე.

ნევრასთენია-ნევროზის ერთ-ერთი გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა და ახასიათებს გამოფიტვის, გადაღლის შეგრძნება, მუდმივი გადაღლის შეგრძნება როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქიკურად. ასთენიის დროს აღინიშნება:ემოციური და ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა და გაღიზიანებადობა. ადვილად უვითარდება ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვეგეტატიური რეაქციები: გულისცემის შეგრძნება, ოფლიანობა, კიდურების გაციება, ძილის დარვევები, თავის ტკივილი, თავში პულსაციისა და ხმაურის შეგრძნება, რაც ართულებს გონებრივ მუშაობას. თანდათანობით გაღიზიანებას ცვლის გამოფიტვა, ძლიერი სისუსტე და დაღლილობა. ადამიანს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, გულს ვერ უდებს სამუშაოს, უჩნდება საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა, ხდება გულჩათხრობილი, ხშირად ტირის. თუ თავს საქმის კეთება აიძულა, უჩნდება სისუსტის და ცუდად ყოფნის შეგრძნება. გამოხატული ვეგეტატიური სიმპტომების შემთხვევაში იწყებენ საკუთარი ორგანოების ფუნქციობისთვის ზედმეტ მეთვალყურეობას, ყურადღებას ამახვილებენ უსიამოვნო შეგრძნებებზე და ფიქრობენ, რომ მძიმე დაავადება აქვთ.

ისტერიული ნევროზი ვლინდება ფუნქციურ-სომატური, ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით. ეს დარღვევები ავადმყოფის შთაგონებასა და თვითშთაგონებას უკავშირდება, ამიტომ ისტერიკის სიმპტომები სხვადასხვა დაავადების გამოვლინებას ჰგავდეს. დაავადების კლინიკურ სურათში წამყვანია ემოციის დემონსტრაციული ხასიათი: აფექტური რეაქცია ვლინდება ხალხში, ერთბაშად და უმიზეზოდ. ისტერიული პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიტუაციური მოვლენების დამძიმება, ფაქტების არაადეკვატური აღქმა, თვითკრიტიკის უქონლობა. ხშირია ისტერიული ეგოიზმის გამოვლენა, ტირილი და გულის წასვლა. ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს -მცირე ისტერიაა.ისტერიული ნევროზისთვის დამახასიათებელია გულყრა: თავდაპირველად ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი ამას მოყვება კრუნჩხვა. კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება – დაბინდული. ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გულყრები შესაძლოა კრუნჩხვების გარეშე, ჰიპერტონიული ან გულისმიერი კრიზის, მოხრჩობის შეტევის, კანკალის, ხანგრძლივი ტირილის თანხლებით მიმდინარეობდეს. საკმაოდ ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კიდურების დამბლა, სიარულის მანერის შეცვლა. რამდენადმე იშვიათია ისტერიული სიბრმავე, სიყრუე და სიმუნჯე: როცა კითხვას უსვამენ, ავადმყოფი დუმს, მაგრამ შეუძლია კითხვას წერილობით უპასუხოს.

ობსესიური კომპულსიის დროს უნებლიეთ ჩნდება აკვიატებული აზრები, შიში, მოძრაობა. ავადმყოფები მტკივნეულად იღებენ, ებრძვიან მათ, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. უმეტესად გვხვდება აკვიატებული შიშები ანუ ფობიები, რის გამოც ფობიურ ნევროზებს ცალკე გამოყოფენ. ფსიქიკური ტრავმის გავლენით თავდაპირველად აღმოცენდება ვეგეტატიური რეაქციები გულსა და მუცელში უსიამოვნო შეგრძნების სახით, რასაც თან ახლავს შფოთვა. აკვიატებული მოძრაობები უნებლიეა. ისინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ, მაგრამ აზრს მოკლებულ ჟესტებსა და მოძრაობებს. აკვიატებული შეიძლება შეიძლება იყოს თავის ქნევა, თავსაბურავის, თმის, ტანსაცმლის ნაკეცის გასწორების მსგავსი მოძრაობა და სხვა.

პანუკური შეტევა-ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ძლიერი აუხსნელი შიშის შეგრძნება უჩნდება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. პანიკას ახასიათებს ხელების გაოფლიანება, კანკალის შეგრძნება, თავბრუ, მოხრჩობის შეგრძნება, შემცივნება ან შეხურება და ა. შ.

ნევროზული დეპრესია-არის ფსიქოგენური დეპრესიული მდგომარეობა, რომლის დროსაც უგუნებობა ფუნქციურ სომატურ დარღვევებს ერწყმის. ნევროზული დეპრესია უმეტესად ემართებათ უკომპრომისო ადამიანებს, რომლებსაც მძაფრად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. ამ დროს ფსიქიკური ტრავმა, ჩვეულებრივ ღრმავდება ან თავად ავადმყოფი იწვევს მას.

ჰიპოქონდრიული ნევროზის დროს ადამიანს ჰგონია, რომ უკურნებელი დაავადება სჭირს და საკუთარ ჯანმრთელობას გადამეტებულად ადევნებს თვალყურს.

დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება ფსიქოლოგიური ტეატები, პაციენტის გამოკითხვა, პათოფსიქოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა. მკურნალობის დროს მნიშვნელობანია დადგინდეს დაავადების ბუმება.თუ ნევროზი გამოწვეულია იმავე გენებით, რომლებიც დეპრესიის მიზეზს წარმოადგენს, მაშინ ინიშნება ანტიდეპრესანტები;თუ ნევროზის მიზეზია გადაღლა, ინიშნება ვიტამიმები და ისეთი პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლმომარაგებას და მის ფუნქციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვან მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს ფსიქოთერაპია.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0