x
რა არის ართრიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?
image
რა არის ართრიტი? -ართრიტი არის სახსრების ანთება.ამ დაავადებას ახასიათებს ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდება მოძრაობისას, ასევე ახასიათებს მოძრაობის შეზღუდვაც, შესიება სახსართან და დეფორმაცია.სახსრის ზემოთ კანი შეწითლებულია და ცხელება ვითარდება.ართრიტის ნიშნები ბევრად უფრო აშკარად არის გამოხატული დილით.

ანთება შეიძლება ერთ სახსარსაც მოიცავდეს-მონოართრიტი და რამდენიმესაც -პოლიართრიტი. ზოგ შემთხვევაში ართრიტი უეცრად, სახსრის ძლიერი ტკივილით იწყება -მწვავე ართრიტი, ზოგჯერ კი თანდათანობით ვითარდება -ქრონიკული ართრიტი. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია, ტრავმა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული სისტემის პათოლოგია, ვიტამინების უკმარისობა.

ართრიტი სახსრის უამრავ პათოლოგიას აერთიანებს და მათ შორის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა - ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

ოსტეოართრიტი.


ართრიტის ეს ფარმაცევტიკა ყველაზე ხშირად ემართებათ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს და ასევე უფრო ხშირია ქალებში და ამ დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებში. თუმცა, ეს პათოლოგია ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება განვითარდეს.თავდაპირველად, ოსტეოართრიტი სახსრის გლუვი ხრტილის შრეს აზიანებს, რის შედეგადაც მოძრაობა რთულდება. ეს იწვევს ტკივილსა და სახსრის დაჭიმულობას.ამის შემდეგ, სახსრის ხრტილი თხელდება, უხეშდება და მყესებზე და იოგებზე იზრდება დატვირთვა, რაც იწვევს შეშუპებას და წანაზარდებს ძვალზე, რომლებსაც ოსტეოფიტებს უწოდებენ.

ოსტეოართრიტის დროს, ძვლებს შორის არსებული შემაერთებელი ქსოვილის (ხრტილის)დაშლა იწვევს ძვლების ერთმანეთზე ხახუნს და ცვლის ძვლების ნორმალურ განლაგებას.ყველაზე ხშირად ვითარდება ხელებზე, ზურგზე, მუხლებზე და ბარძაღის სახსრებზე.

რევმატოიდული ართრიტი.

ჩვეულებრივ ართრიტის ეს ფარმა 40-50 წლის ასაკში იწყება. ქალებში რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი 3-ჯერ უფრო მაღალია.რევმატოიდული ართრიტი და ოსტეოართრიტი ორი სხვადასხვა პათოლოგიაა. რევმატოიდული ოსტეოართრიტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს სახსრებს, რაც იწვევს მათ ტკივილსა და შეშუპებას.

პირველად ზიანდება სინოვიუმი(სახსრების გარეთა საფარველი), ამის შემდეგ პროცესი მთელ სახსარში ვრცელდება, რაც კიდევ უფრო მეტ შეშუპებას და სახსრის ფორმის შეცვლას იწვევს. ეს პროცესები საბოლოო ჯამში ძვლებისა და ხრტილის დაშლას იწვევენ.თუ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა არ მოხდება დროულად, დაავადება იწვევს სახსრების დეფორმაციას.

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებს ხშირად სხვა ქსოვილებთან და ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემებიც უვითარდებათ.

დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს ინფექცია, ტრავმა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული სისტემის პათოლოგია, ვიტამინების უკმარისობა.

სიმპტომები.

ართრიტის სიმპტომები დამოკიდებულია ართრიტის კონკრეტულ ფორმაზე.ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა, როდესაც შემდეგი სიმპტომები აღინიშნება:სახსრის ტკივილი, გაზრდილი მგრძნობელობა დადაჭიმულობა;სახსრების შიგნით და მის ირგვლივ არსებული ანთება;სახსრების შეზღუდული მოძრაობის უნარი;სახსრების მიდამოებში აღინიშნება ტემპერატურის მომატება და სიწითლე;სისუსტე და კუნთების განლევა.

მკურნალობა.

ართრიტის მკურნალობის მიზანია დაავადების გამოვლინებათა შემცირება, ხრტილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენა და დაზიანებული სახსრის ფუნქციის მაქსიმალურ შენარჩუნება. თერაპია გულისხმობს ანთების ძირითადი მიზეზის - გამომწვევი დაავადების აღმოფხვრას. მკურნალობა კომპლექსური (ფარმაკოლოგიური, არაფარმაკოლოგიური და ქირურგიული მეთოდები), ხანგრძლივი და სისტემატურია.

მკურნალობის არაფარმაკოლოგიურ მეთოდებს მიეკუთვნება:

სახსრის დატვირთვის შემცირება: ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევა, სუპინატორის, მუხლის სახვევის, სიარულისას - ხელჯოხის გამოყენება;
სამკურნალო ფიზკულტურა, რომელიც მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში ან წყალში უნდა შესრულდეს, თანაც ისე, რომ სახსრის ტკივილი არ გამოიწვიოს. იკრძალება ვარჯიში, რომელიც მუხლების მოხრას მოითხოვს და ბუქვნა. რეკომენდებულია ცურვა;
ფიზიოთერაპია: სითბური პროცედურები, ულტრაბგერა, მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია, წყლით მკურნალობა, მასაჟი, კუნთების ელექტროიმპულსური სტიმულაცია. ნებისმიერი ფიზიოთერაპიული პროცედურა ექიმმა უნდა შეარჩიოს. აქვე მოიაზრება მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება: თამბაქოს მიტოვება, კოფეინიან სასმელებზე უარის თქმა.

მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდებია:ადგილობრივი თერაპია: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამოების გამოყენება, სახსარში გლუკოკორტიკოსტეროიდების შეყვანა;
სახსრის ტკივილის შესამცირებლად - ტკივილგამაყუჩებლების, არასათანადო ეფექტის შემთხვევაში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება;
ქონდროპროტექტორების გამოყენება.

ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ხდება დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლება.


0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0