x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ორი დაქალი 868 მეტრი სიმაღლის მთაზე ავიდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლებით ქველმოქმედების მიზნით. სტატია საინტერესო კოლაჟის თანხლებით

image ორი გლამურული დაქალი 868 მეტრი სიმაღლის ტბებიან მთაზე ავიდა მაღალქუსლიანი ფესცაცმელით ქველმოქმედების მიზნით.
ემა ვუდჰოლმა და კორინ მიურეიმ სამოგზაურო ტანსაცმელი გვერდზე გადადეს და ყოველდიური მოხმარების ტანსაცმლით და მაღალქუსლიანი (10, 5 სმ სიგრძის ქუსლებზეა საუბარი) ფეხსაცმელებით დაიწყეს 868, 7 მეტრი სიმაღლის მთის ბლენკატრუზე ასვლა, მთა კესვიკთან ახლოს მდებარეობს კამბრიაში.
35-წლის ემა და 42-წლის კორინი მთაზე ავიდნენ კვირას. ემა სპენიმურიდანაა, მან აღიარა: "მე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ცუდად იქნებოდა რადგან ჩვენ მთაზე ასვლა გაადავწყვიტეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მე ვატარებდი ფეხსაცმელს "რივერ-აილენდის" ქუსლებით რომელსაც რამდენიმე წელია რაც ვატარებ.
-ჩვენ შევძელით 868 მეტრის მთის დალაშქვრა 90 წუთის მანძილზე 5 წუთიანი შესვენებით.
ჩვენ სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავით როცა დასახული მიზანი შევასრულეთ, ეს იყო ენით აუწერელი სიხარული და ემოცია".
დაქალები მეგობრებმა მთაზე ასვლის დაწყებამდე გააფრთხილეს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მთაზე ასვლა მეტისმეტად დიდი საფრთხის შემცველი იყო, მიუხედავად ამისა წყვილმა გეგმაზე უარის თქმა არ ისურვა.
თუმცა უნდა ითქვას, რომ დაქალებს მთაზე ასვლისას მხარდამჭერების მთელი გუნდი მიჰყვებოდა და მთიდან დაშვება უკვე სპორტული, დაბალ ლანჩიანი ფეხსამელებით მოახდინეს.
ემამ, რომელიც სათავგადასავლო ჯგუფის "Wild Wanderers"-ის თანადამფუძნებელია კორინთან ერთად ამ ასვლით შესძლო შეეგროვებინა 500 ფუნტ სტერლინგი დახმარების საჭიროების მქონე ქალებისათვის.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს დაქალების მონაწილეობით, მათ მხარდამჭერ გუნდათ ერთად.
image imageimageimageimageimageimageimageimage







0
86
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
86