x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა... მოგვწონს თუ არა, ეს რეალობაა“ - გიორგი ფხაკაძე
image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, თუ ამ კვირაში ინფიცირებულთა 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს რიცხვი გაორმაგდება. მან რადიო „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, რომ აგვისტოში საქართველოში დომინანტი „დელტა“ შტამი იქნება.

.

„დელტა შტამი“ მუმბაიდან წამოვიდა. პერუში ამოყო თავი წინა კვირას კიდევ ერთმა ახალმა შტამმა. ზოგადად, რაც უფრო ბევრ მუტაციას გადის ვირუსი კარგავს თავის სიძლიერეს და ხდება ჩვეულებრივი გრიპი. მაგრამ, სამწუხაროდ, მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა.


.

საქართველოში ახლა სულ ბრიტანული შტამია. თუ ამ კვირაში ყველა ახალი ინფიცირებულის 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს იქნება მინიმუმ გაორმაგებული, 20-30%-ი. პრაქტიკულად, აგვისტოს თვეში ჩვენ უკვე გადავალთ „დელტა“ შტამზე. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კლინიკებმა მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ უნდა გამოიყენონ „ტოცილიზუმაბი“.


სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე და ცერცვაძეს დაუპირისპირდა.


„ბატონმა ცერცვაძემ ეს პოსტი დადო და თან „განიუსდა“. კარგია თუ ცუდი ეს წამალი, ახლა ამაზე არ ვსაუბრობ.


რას ვერ ვხვდები, იცით?! – მედიკამენტი გამოიყენეთ-ო, რომ წერს და „თაგავს“ კლინიკებსა და ექიმებს, მედიკამენტის დანიშვნაზე რეკომენდაციის ასე საჯაროდ გაცემა სწორია?! ხომ არსებობს „გაიდლაინი“, შეიტანონ მკურნალობის „გაიდლაინში“ და დაურიგონ კლინიკებს.


სამედიცინო ინფორმაციის და დანიშნულების ასე საჯაროდ გამოქვეყნება რა სტანდარტია?!


წამლის სააგენტო სად არის?! ბიოსამედიცინო ეთიკა სად არის?!


„რემდესივირის“ რეკლამა არ გეყოთ?! შეგახსენებთ, რემდესივირი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო კოვიდსაწინააღმდეგო წამლების სიიდან! ეს ქვეყანა როგორ იმართება?! … იმართება საერთოდ?! ყველაფერს აქვს საზღვარი, “ – წერს ფხაკაძე.

1
385
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
385
  
2021, 2 ივლისი, 17:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1