x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
დედმამიშვილური ურთიერთობები
ცხ

როცა მე და ჩემს და-ძმებს წითელა გვქონდა, ჩემი და, სოფია, ძალიან ცუდად იყო, მაღალი სიცხე და ჰალუცინაიები აწუხებდა. იგი მუდმივად იმეორებდა: „დედა მინდა, არა, შენი არა, დედაჩემი“- ანა ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი დედმამიშვილების ურთიერთობას მეტოქეობრივს უწოდებდა. იგი დედმამიშვილობის სისტემას „ბოქსის რინგს“ ადარებდა, სადაც დები და ძმები დედობრივი სიყვარულის მოსაპოვებლად იბრძვიან.

თანამედროვე მკვლევრები დედმამიშვილურ სიყვარულზე (Edward, 2003) (Rustin, 2007) და სოლიდარობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ასევე მას განიხილავენ აღზრდის კონტექსტში.


თანამედროვე კვლევები გვიჩვენებენ, რომ დედმამიშვილების ურთიერთობები თამაშობს მნიშვნელოვან როლს სოციოკოგნიტურ განვითარებაში (Dunn, Brown, Slomkowski, Tesla, & Youngblade, 1991; Howe, 1991), სოციალურ განვითარებაში (Kramer & Kowal, 2005; McElwain & Volling, 2005), იდენტობისა და მიჯაჭულობის ჩამოყალიბებაში (White, 2001), და ბავშვის ემოციურ განვითარებაში (Brown & Dunn, 1996; Tucker, Updegraff, McHale, & Crouter, 1999). ასევე, დედმამიშვილური ურთიერთობები მნიშვნელოვანად ზემოქმედებს ინდივიდის უნარზე, დაამყაროს ახლო ურთიერთობები ადამიანებთან (Dunn, 2005; Lockwood, Kitzmann, & Cohen, 2001). დედმამიშვილური კავშირების მნიშვნელოვნების ხასგასასმელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიროვნების მიერ აღქმული დედმამიშვილური სითბო უფრო ძლიერი პრედიქტორია თვითშეფასებისა, ვიდრე აჭქმული დედობრივი სითბო და ყურადღება (Barnes & Austin, 1995); ერთ-ერთ ლონგიტუდურ კვლევაში (Vaillant & Vaillant, 1990), დედმამიშვილებთან ახლო ურთიერთობა, მთელი ცხოვრების მანძილზე ადაპტაციის დონეს წინასწარმეტყველებდა. Dunn-ის მტკიცებით (2007) უნარები, რომლებსაც ბავშვები და-ძმისგან სწავლობენ უფრო გამოსადეგია თანატოლებთან ურთიერთობისას, ვიდრე მშორლებისგან ნასწავლი უნარები.

დედმამიშვლობის განვითარება ჩვილობასა და ადრეულ ბავშვობაში

დედმამიშვილური ურთიერთობების უნიკალური მახასიათებლები შემდეგია: დიდ ხანს გრძელდება, ემოციურია, და თავსდება მშობელი-შვილის ურთიერთობის ვერტიკალურსა და მეგობრული ურთიერთობების ჰორიზონტალურ ღერძებს შორის სადღაც შუაში. ეს მახასიათებლები დედმამიშვილურ ურთიერთობას მნიშვნელოვანსა და თავისებურს ხდის.

დებისა და ძმების ურთიერთობები მანამ იწყება, სანამ ისინი ერთმანეთს პირსპირ შეხვდებიან. მშობლების დახმარებით, ბავშვები იაზრებენ, რას ნიშნავს გყავდეს უმცროსი და, ან ძმა. მათ ფანრაზიაში პატარასთან საერთო ინტერესები აკავშირებთ, წარმოიდგენენ როგორ უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ თამაშობენ ერთად და თავს გრძნობენ ძლევამოსილად, ვინაიდან ოჯახში ყველაზე პატარა აღარ არიან. თუმცა უფროსი დედმამიშვილების უმრავლესობა ეჭვობს, რომ მას მშობლები ყურადღებას აღარ დაუთმობენ. მათ შეიძლება არასასურველად იგრძნონ თავი, რადგან დედ-მამას სხვა ბავშვის ყოლა მოუნდა, ან ოჯახში მათი ახალი როლის გარკვევა ჭირდებოდეთ. მათ შეიძლება გაუჭირდეთ და-ძისთვის საკუთარი ნივთების გაზიარება, ან მათზე ზრუნვა არ ისურვონ.

ის, თუ როგორ უპასუხებს ბავშვის რეაქციებს მშობელი, დედმამიშვილური ურთიერთობის ბაზას ქმნის. უკეთ ფუნქციონირებად ოჯახებში, მშობლები დედმამიშვილურ კავშირს ბავშვის ორსულობის პროცესში ჩართვით წაახალისებენ. მშობლებს შეუძიათ უფროს შვილებს ნება მისცენ ნაყოფის მოძრაობა იგრძნოს, კონსულტაციებზე დედასთან ერთად იაროს და პატარას გულისცემა გაიგოს. ასევე, მშობლებს შეუძლიათ ნაყოფი მოიხსენიონ, როგორც პატარა პიროვნება, რომელსაც გრძნობები და მოთხოვნილებები აქვს. მათ დრო უნდა გამოყონ იმისათვის, რომ განიხილონ უფროსი ბავშის გრძნობები, აზრები და უპასუხონ კითხვებს, განვითარებისთვის მიზანშეწონილი ფორმით, რა თქმა უნდა. ასე, ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ უფროსი ბავშვი კვლავაც მნიშნელოვანია ოჯახისთვის. მშობლები იწყებენ ბავშვისთვის უფროსი დის ან ძმის ახალი და მნიშვნელოვანი როლის ფორმირებას. ბავშვის დაბადების შემდეგაც მშობლებმა ისეთი გავლენა უნდა იქონიონ დედმამიშვილურ ურთიერთობაზე, რომ უფროს შვილს პოზიტიური იდენტობა განუვითარონ. მაგალითად, უფროსი ბავშვები თუ პატარებთან მოუხერხებლები არიან და ამას მშობლები, როგორც ბავშვის არაკეთილმოსურნეობას აღიქვამენ, მაშინ კიცხავენ ბავშვს, შედეგად, მას უვითარდება სირცხვილის გრძნობა, მისი ბრაზი და სიძულვილი ახალშობილისადმი იმატებს. ამის საწინააღმდეგოდ, თუ მშობლები მიხვლებიან, რომ მათი შილი, უბრალოდ, გამოუცდელია, მათ ექნებათ შანსი ასწავლონ ბავშვს და ხელი შეუწყონ მისი და ახალშობილის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. უფროსი ბავშვები, შეიძლება, არ იყვნენ უმცროსებთან ურთიერთობით დაინტერესებული, ამ დროს მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ განმტკიცება უფროსი შილის ისეთი ქცევებისა, რომლებსაც პატარასთვის სიამოვნება და სიხარული მოაქვს. რაც უფრო იზრდებიან ბავშვები მათთან თამაშიც მეტად სასიამოვნო ხდება. ამავდროულად, მშობლების გავლენა შვილების ურთიერთობაზე იკლებს. 4 წლისთვის ნაბოლარა უფრო მეტ დროს ატარებს უფროს და-ძასთან საუბარსა და თამაშიში, ვიდრე მშობლებთან (Dunn, 1993). თუმცა, კვლავაც, მშობლები შვილებს ეხმარებიან კონფლიქტის მოგვარების უნარის განვითარებაში, ასწავლიან გაზიარების ღირებულებას, ემპათიას, კომუნიკაციას, ურთიერთობაში ზღვარის დაცვას. ჯანსაღი დედმამიშვილური ურთიერთობის განვითარებისას, ოჯახის სისტემებს შორის საზღვრები უნდა იყოს დაცული (Corsaro, 2005). დედმამიშვილურ კავშირის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მშობლებბის ნაკლები ჩარევა ამ სუბსისტემაში. მშობლები პატივს უნდა სცემდნენ დედმამიშვილური სუბსისტემის საზღვრებს და, ამასთანავე, ბავშვების ცხოვრებაში ჩართვაც უნდა მოახერხონ. მშობლები მხარს უნდა უჭერდნენ ბავშვის, როგორც ცალკე ინდივიდის, ასევე საერთო, და-ძმური ინტერესებისა და მახასიათებლების აქტუალიზაციას. ბავშვებს იარლიყს ყველა თუ არა, ოჯახების უმეტესობაში მაინც აწებებენ. ისინი ამბობენ: ერთი „ყველაზე ჭკვიანია“, მეორეს „მუსიკის ნიჭი აქვს“ და ასე შემდეგ. პრობლემაა, როცა როლები რიგიდულია, ეს ზღუდავს ბავშვის უნარების რაოდენობას და იდენტობას, შედეგად, ქცევების რაოდენობა, რომელთა გამოვლენაც ბავშვს შეუძლია, იზღუდება. მშობლები თითოეულ შვილს უნდა დაეხმარონ აღმოაჩინოს პირადი ინტერესები, რომელიც დედმამიშვილებისგან საკუთარი თავის გამოყოფაში დაეხმარება და ძლიერ და-ძმურ კავშირს უზრუნველყოფს. დედმამიშვილები უნდა იზიარებდნენ საეთო ინტერესებს და პატივს სცემდნენ განსხვავებულებს.

როდესაც მშობლები შვილებს უპირობოდ არ იღებენ და მათ აღზრდაში არ ერთვებიან, ბავშვებს ფსიქიკა უმახინჯდებათ. ერთ-ერთ კვლევაში (Stocker & McHale, 1992), კონფლიქტი ნაკლები იყო დედმამიშვილებს შორის, რომლებსაც მამასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და მისგან ბავშვები თანაბარ სითბოს იღებდნენ.

დედმამიშვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობა ძალაინ მნიშვნელოვანია, ვინაიდან და-ძმის მხარდაჭერა და მათთან ემოციური ინტიმურობამ, შეიძლება, ბავშვი სხვადასხვა რისკისგან დაიცვას. მაგალითად, Jenkins-ისა და Smith-ის (1990) კროსკულტურული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ პოზიტიურმა დედმამიშილურმა ურთიერთობებმა შეიძლება ბავშვები დაიცვას ოჯახებში, სადაც ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობს. ამ სახის კონფლიქტების შედეგად ბავშვების ფსიქიკური დარღვევები აღარ შეინიშნებოდა, როცა ბავშვს, და-ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ასევე, პოზიტიური დედმამიშვილური ურთიერთობები უზრუნველყოფს ჯანსაღ ადაპტაციას, პოზიტიურ „მე“ კონცეფციასა და თვითეფექტურობას. პოზიტიურმა ინტერაქციებმა დედმამიშვილებს შორის, თანატოლებთან ურთიერთობაში კომპეტენტურობა შეიძლება გამოიწვიოს. Downey-სა და Condron-ის მიხედვით (2004), ბავშვებს სოციალური უნარჩვევები მეტად აქვთ განვითერებული, როდესაც ერთ დედმამიშვილთან მაინც იზრდებიან. საინტერესოა, რომ ეს ინტერპერსონალური სარგებელი იკლებს დედმამიშვილების რაოდენობის ზრდასთენ ერთად.

მოზარდი და-ძმები

მოზარდობის პერიოდში, და-ძმების ურთიერთობები იცვლება და მშობელი-შვილის მსგავსი ხება. უკვე მომწიფებული უმცროსების ურთიერთობა უფროს დედმამიშვილებთან უფრო ეგალიტარული ხდება. მოზარდებს და-ძასთან კვლავაც მნიშვნელოვანი მიჯაჭულობა აკავშირებთ, ისინი უფროს და-ძმას მეტად უზიარებენ აზრებს, ვიდრე უმცროსებს (Ross & Milgram, 1982). ამ პერიოდში ერთმანეთის საშუალებით დედმამიშვილები თვალსაწიერს იფართოებენ. უფროსი და-ძები სახლში მეგობრებს ეპატიჟებიან, ან უმცროსები წვეულებებზე მიყავთ. ასეთი შემთხვევები ბავშვებს არაფორმალურ სიტუაციებს აჩვევს. მართალია, ამ პერიოდში და-ძმების ურთიერთობა ნაკლებად ინტენსიური ხდება (Dunn, Slomkowski, Beardsall, & Rende, 1994), თუმცა დროის 13 პროცენტს ისინი ერთად ატარებენ (Csikszentmihalyi & Larson, 1984). მოზარდები შეიძება ერთმანეთისადმი აგრესიულები იყვნენ, ვინაიდან ამ ასაკში მშობლები მათგან კონფლიქტების დამოუკიდებლად მოგვარებას მოელიან (McHale, Updegraff, Jackson-Newsom, Tucker, & Crouter, 2000), მიუხედავად იმისა, არის თუ არა მათი კონფლიქტის გადაჭრის უნარები საკმარისად განვითარებული (Borbely, Graber, Nichols, Brooks-Gunn, & Botvin, 2005). კვლევები გვიჩვენებს, რომ და-ძმასთან კონფლიქტი და კონტროლის პრობლემები რისკ ფაქტორია შფოთვის, დეპრესიული სინპტომებისა და უხეში ქცევების განვითარებაში (East & Khoo, 2005; Kim & Sherman, 2007; McHale, Whiteman, Kim, & Crouter, 2007; Stocker, Burwell, & Briggs, 2002). თუმცა, მოზარდობაში, ახალგაზრდებს, ზოგადად, ნაკლები კონფლიქტი აქვთ და-ძებთან, ვიდრე ბავშვობაში ქონდათ, ასევე, ამ პერიოდში იზრდება გენდერზე დაფუძნებული განსხვავებები მხარდაჭერისა და ინტიმურობის მხრივ (Kim, McHale, Crouter, & Osgood, 2006).

ბავშობისა და მოზარდობის დედმამიშვილური პატერნები ნიადაგს უმზადებს შემდგომში თანატოლებთან და ზრდასრულებთან ურთიერთობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც, როგორც წესი, დედმამიშვილურ სისტემაში მოზარდობისას ყალიბლება, არის კონფლიქტის გადაჭრის უნარი. ნორმალური დედმამიშილური კონფლიქტები მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური საზღვრების ჩამოყალიბებაში, ოჯახური ურთიერთობების წესების განსაზღვრაში. რეგულირებული აგრესიული ურთიერთობა და-ძმებს შორის სოციალრი უნარების განვითარებაში ეხმარება, რადგან ასწავლის ახალგაზრდებს როგორ დათმონ პოზიციები ღირსეულად და როგორ მოიგონ კამათი სხვების დამცირების გარეშე.

თუმცა, დებსა და ძმებს შორის მწვავე კონფლიქტებმა უარყოფითი შედეგებიც შეიძლება გამოიღოს. ჯანსაღად ფუნქციონირებად ოჯახებშიც კი, ისინი ხშირად კამათობენ, არა აქვს მნიშვნელობა ისინი თბილად არიან თუ არა ერთმანეთისადმი განწყობილი. მოზარდებმა შეიძლება გამიზნულად გამოიყენონ ნეგატიური ქცევა და-ძმის გასაკონტროლებლად ან დასაშოშმინებლად. მათ შეიძლება ძლიერ დააზიანონ ერთმანეთი. მოზარდებს, ბავშვებთან შედარებით, მეტი ფიზიკური ძალა აქვთ, დიდ დროს ატარებენ ერთმანეთთან, მშობლების ზედამხედველობის გარეშე და იციან რა თქვან და გააკეთონ ერთმანეთის გამოსაწვევად და გასმწარებლად. მოზარდები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან საკუთარ გარეგნობაზე და მიღწევებზე დაცინვასა და სიტყვიერ შეურაცყოფაზე (Klagsbrun, 1992). ეს წანამძღვრები ხელს უწყოფს კონფლიქტებსა და ფიზიკურ ძალადობასაც კი (Hoffman, Kiecolt, & Edwards, 2005).

კონფლიქტები დედმამიშვილებს შორის, დამაზიანებელია, როდესაც ბავშვი დის ან ძმისაგან ნეგატიურ დამოკიდებულებას გრძნობს, ქცევითი პრობლემების რისკის ქვეშ დგება (Bank, Burraston, & Snyder, 2004). ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კვლევის მიხედვით, (Jeong Jin & Gamble, 2008) ბავშვების ურთიერთობები დაკავშირებულია აღზრდის სტილთან. კერძოდ კი, თუ დედმამიშვილური ურთიერთობა ანტაგონისტური და კონფლიქტურია, ამან შეიძლება მშობლებში შვილებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს, მათი ურთიერთობა დაამახინჯოს. ნეგატიური ინტერაქციის მქონე ბავშვების მშობლები შეიძლება სირცხვილის გრძნობით იტანჯებოდეს, საკუთარ თავს ადანაშაულებდეს, სტრესს განიცდიდეს ან მშობლის თვითეფექტურობა შეუმცირდეს. მათ შეიძლება აღზრდის სტილი შეიცვალონ, ნაკლებად სენსიტიურები, უპასუხისმგებლოები და არადემოკრატიულები გახდნენ.

სხვა მხრივ, დედმამიშილები ნეგატიურად ზემოქმედებენ ერთმანეთზე, როცა ერთმანეთის ანტისოციალურ ქცევის ახალისებენ (e.g., Slomkowski, Rende, Conger, Simons, & Conger, 2001). უფროსების ზღვარდგადასული ქცევები უმცროსების ასეთივე ქცევებს პროგნოზირებენ (Fagan & Najman, 2003). Jacob-ის დასკვნით (2002), დედამიშვილების ურთიერთობები მნიშნელოვნად პროგნოზირებს დევიანტურ ქცევებს, აღზრდის ეფექტისა და ქცევის ადრეული პრობლემების სტატისტიკური კონტროლითაც კი.

დედმამიშვილების ურთიერთობა და ოჯახური განვითარება

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოჯხური ურთიერთობები მნიშვნელოვნად და ხანგრძლივად ზემოქმედებს ინდივიდის განვითარებასა და ქცევაზე. ამ გავლენების უმეტესობა მომდინარეობს ბავშვობის გამოცდილებიდან, რომელიც უკავშირდება მშობლებთან ურთიერთობას, რაც შემდგომში, საკუთარ შვილებთან განვითარებულ ურთიერთობაზე ზემოქმედებს (Main, Kaplan, & Cassidy, 1985; Parke & Ladd, 1992; Ricks, 1985). ამ ინტერგენერაციული განგრძობითობის მექანიზმი მიჯაჭულობის თეორიით იხსნება (Ainsworth, 1985; Bowlby, 1969, 1973). მკვლევრებმა მშობელი- შვილის ურთიერთობის გარდა ინტერგენერაციული განგრძობითობის ცვლადად, დედმამიშვილური ურთიერთობაც აღიარეს. უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, ზოგიერთ კვლევაში (Lamb;1978) მეცნიერები მხოლოდ მშბელი-შვილის მიჯაჭულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა, ჯანსაღად ფუნქციონირებად ოჯახებში უმცროს ბავშვს უფროს დედამამიშილთან უსაფრთხო მეორეული მიჯაჭულობა ჰქონდეს. ბავშვებს შინაგან სამუშაო მოდელი, რომელსაც გარე სამყაროსთან ურთიერთობისას იყენებენ, უყალიბდებათ ოჯახში, მშობლებისა და და-ძმების გავლენით (Bowlby, 1973; MacDonald & Parke, 1984; Putallaz,

1987; Sroufe & Fleeson, 1988).

დებისა და ძმების ურთიერთობებზეც ახდენს გავლენას ცვლილებები, რომლებიც ოჯახის სხვადასხვა განვითარების საფეხურზე გადასვლას მოსდევს. დედმამიშვილებმა უნდა გაუძლონ ოჯახური წყობის, საცხოვრებლის, ფინანსების ცვლილებებს და გაფართოებული ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს. ეს ცვლილებები თანხვდება ინდივიდუალური განვითარების ცვლილებებს, როგორიცაა სკოლაში შესვლა, ან სხვა სკოლში გადასვლა, თანატოლებთან ურთიერთობა, გარდატეხის ასაკი, რომანტიკული ინტერესები. თუ შვილებიდან ერთ-ერთია მშობლისთვის ფავორიტი, ამით იცვლება ბავშვის ნორმალური განვითარების საფეხურები და აქტივობა, ყურადღების მოსაპოვებლად.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, დედმამიშვილობა ძირეულად ამბივალენტურია. დედმამიშვილობის წრფეზე სიყვარულიც და სიძულვილიც თავსდება. ერთ მხარეს მოქიშპეობაა, რომელსაც მეორე მხრიდან ფსიქოლოგიური სიახლოვე, მხარდამჭერითი მზრუნველობა, რჩევების მიცემა და განვითარების საფეხურებზე ხელისშემწყობი მოდელირება აბალანსებს. ამიტომაც ეს ურთიერთობა მეტად სტრესული და ცვალებადი შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა ადამიანური ურთიერთობები, როგორიცაა, მაგალითად მეგობრობა, Cutting-ისა და Dunn-ის მიხედვით (2006), და-ძმური ურთიერთობა შეიძლება იყოს მტრული და ამბივალენტური, რაც იშვიათია მეგობრობაში. ასევე, ამ ორ ურთიერთობას განასხვავებს არჩევანის თავისეფლება, მეგობრებს ირჩევენ, და-ძმებთან უნდათ თუ არა კი უწევთ ცხოვრება. ასევე, სხვადასხვა ადამიანის და-ძმური ურთიერთობა შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთამნეთისგან, მეგობრობას ეს თვისებაც არ ახასიათებს (Dunn, 1996).

მოზრდილი დედმამიშვილების კავშრები

და-ძმები იშვიათად შორდებიან ან წყვეტენ ურთიერთობას. მათი უმეტესობა სიყვარულს გრძნობს ერთმანეთისადმი, „და-ძას შორის არის მიჯაჭულობა, რომელიც ისეთ დედმამიშვილურ კავშირს უზრუნველყოფს, რომელიც დროსა და სიშორეს უძლებს (Cicirelli, 1980, p. 14). მთელს მსოფლიოში, დედმამიშვილების ურთიერთობა, რა თქმა უნდა განსხვავდება, თუმცა ეს კავშირი ყველგან მნიშვნელოვანია. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ემოციური ჯანმრთელობის ყველაზე მეტად პროგნოზირება დედმამიშვილურ ურთიერთობას შეუძლია, არც მშობლებთან ახლო ურთიერთობას, არც ემოციურ პრობლემებს ბავშვობაში, ან მშობლების განქორწინებას შეუძლია უკეთ იწინასწარმეტყველოს ემოციურ ჯანმრთელობა, მეტიც, დედმამიშილური ურთიერთობა მეტად პროგნზოირებს მას, ვიდრე წარმატებული ქორწინება ან კარიერა (Vaillant & Vaillant, 1990).

დასკვნა: დედმამიშვილური ურთიერთობები ძლიერ განაპირობებს ინტრაფსიქიკულ და ინტერპერსონალურ განვითარებას, ამიტომ ეს ფაქტორი ოჯახის და, ზოგადად, ფსიქოლოგიაში და აღზრდისას, მშობლებმა, მეტად უნდა გაითვალისწინონ.


0
32
შეფასება არ არის
ავტორი:შელია მარი
შელია მარი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0