x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
პანდემია და ოჯახები
კოვიდ-19 საფრთხის წინაშე აყენებს ოჯახების კარგად ყოფნას, რადგან პანდემია უკავშირდება, ფინანსურ პრობლემებს, შეზღუდვებთან დაკავშირებულ სტრესს, როგორიცაა შეკრების შეზღუდვა, რუტინის ცვლილება და სხვ. გარდა ამისა, ამ პერიოდშ ბავშვებზე მზრუნველობა მთლიანად მშობლებს ეკისრებათ და ესეც სტრესორია. ასეთი კონტექსტუალური რისკები ზემოქმედებს ოჯახის სტრუქტურასა და ფუნქციონირების პროცესზე (Prime et al., 2020).

პანდემიამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვების კარგადყოფნაზე, რაშიც მენტალურ ჯანმრთელობაზე სკოლების დახურვის პოტენციური ეფექტიც მოიაზრება (Golberstein, Wen, & Miller, 2020, ციტირებულია Prime et al., 2020). კანადური ოჯახების 1/3-ზე მეტი აღნიშნავს რომ ააქვს ძლიერი შფოთვა პანდემიის შეზღუდვებისმიერ გამოწვეულ ოჯახურ სტრესთან დაკავშირებით (Statistics Canada, 2020, ციტირებულია Prime et al., 2020). პანდემიით გამოწვეული სოციალრი შეზღუდვებს მოყვება მშბლების გაზრდილი ფსიქოლოგიური სტრესი, რაც ცოლ-ქმრულ ურთიერთობს, მოშბელი-შვილის კავშრებს და არაპირდაპირ- დედმამიშვილურ ურთიერთობებზე. ეს რისკს შეუქმნის ბავშვის განვითარებას. სირთულეებს, მშობლების კარგად ყოფნას, ბავშვების ადაპტაციას შორის კავშირები სისტემურია. კონტექსტუალური რისკი ოჯახის ინტერპერსონალური ურთიერთობების შეცვლის გზით, „აღწევს ოჯახში“ (Browne et al., 2015, p. 398). ოჯახი კი ბავშვზე ზემოქმედებს (Hertzman & Boyce, 2010, p. 330, ციტირებულია Prime et al., 2020). ბავშვის აღზრდა კი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. როგორც ოჯახის სისტემურ თეორიაშია, (Carr, 2015;Fiese et al., 2019, ციტირებულია Prime et al., 2020), ოჯახური კავშირები უზრუნველყოფს პანდემიის მიერ გამოწვეული სტრესორები თუ ერთი ოჯახის წევრის ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას, ამან ყველა ოჯახის წევრი ფუნქციონირების ცვლილებამდე შეიძლება მიიყვანოს.

ზოგი ოჯახი მეტად მოწყვლადი იქნება პანდემიის რისკებისადმი, როგორიცაა ოჯახები დაბალი შემოსავლით, ცუდი მენტალური ჯანმრთელობით ან სპეციალური საჭიროებებით თუ რასიზმის მსხვერპლი. სხვა ოჯახები კი შეიძლება გაძლიერდნენ პოსტრავმატული ზრდის საშუალებით, ეს არის უნარი იმისა, რომ არა მარტო გადარჩენისთვის, არამედ წინსვლისკენ იღწვოდე (Calhoun & Tedes-chi, 2014;Masten & Narayan, 2012, ციტირებულია Prime et al., 2020).

პანდემიის ზეწოლასთან გასამკლავებლად მშობელი უნდა იყოს ძლიერი ლიდერი შვილთან ურთიერთობისას, ხასითდებოდეს ემოციური და ფიზიკური მზრუნველობით, სწორი მიმართულების მიცემით და დაცვით (Walsh, 2015, ციტირებულია Prime et al., 2020). სამწუხაროდ, სტრესი მშბელთა ავტორიტეტული აღზრდის სტილის რყევას იწყებს. მაგალითად, 2008 წელს გლობალურმა ეკონომიკურმა სისუსტემ გამოიწვია დედობრივი სითბოს რყევა და უხეში მოქცევა (Brooks-Gunn, Schneider, & Waldfogel, 2013;Schneider et al., 2015, 2017, ციტირებულია Prime et al., 2020). ოჯახის სტრესის მოდელის მიხედვით (Conger &Elder, 1994, ციტირებულია Prime et al., 2020), როდესაც მშბლები მაღალი სტრესის ქვეში იმყოფებიან, მათი მენტალური და ემოციური რესურსები იწურება, რაც პოზიტიურ ლიდერობას ძალზედ ართულებს. რასაც, შემდგომ, ნაკლებად ეფექტურ აღზრდის სტილებზე დაყრდნობა მოსდევს. პანდემიის პერიოდშ კი სტერესორები მრავლადაა: ეკონომიკური არასტაბილურობა, რაც ოჯახის მარჩენლებს სამუშაოს აკარგვინებს (Schneider et al., 2015, 2017, ციტირებულია Prime et al., 2020). ეს სტრესორები მოქმედებენ პანდემიის ბიოსამედიცინო და სოციალურ შედეგებთან ერთად. საფრთხე ემუქრება თითოეულ ოჯახის წევრს, მათ საყვარელ ადამიანებს. ამ პერიოდშ სახლის გარეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღება შეუძებელია. ასევე, იცვლება სამუშაო რუტინა, როლები. იზრდება მშბლების ტვირთი, სკოლებისა და ბაღების დაკეტვის გამო, მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ბავშვის სოციალურ და საგანმანათლებლო საჭიროებებზე. ამან შეიძლება მშობლებისა, ასევე მათი და ბავშვების ერთობის კარგად ყოფნას საფრთხე შეუქმნას და უბედურების გრნობა გამოიწვიოს (Chemtob et al., 2010, ციტირებულია Prime et al., 2020).


როდესაც ბავშვის ცუდ ქცევაზე მშბელი ემოციურად რეაგირებს, ეს ბავშვისგან მეტ ნეგატივს იწვევს, ასე იგება ციკლი (Patterson, 2016, ციტირებულია Prime et al., 2020). 90-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური სიდუხჭირე გამოვლილი მშობლების მენტალური ჯანმრთელობა დაიღთვა, სიღარიბემ ოჯახში ცოლქმრული ურთიერთობის ხარისხის დადაბლება და ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია (Solantaus, Leinonen, & Punamäki, 2004, ციტირებულია Prime et al., 2020). თუმცა არის ინდივიდუალური განსხვავებებიც, მაგალითად, ფინანსური გაჭირვება რისკფაქტორი უფრო მწვავედ იმოქმედებს უკვე ღარიბ ოჯახზე. ამიტომაც, ფინანსური სტრესი და სამსახურის დაკარგვის საშიშროება შეიძლება ყველა ოჯახმა არ განიცადოს და ამას მშბლისა და შვილის პრობლემური ქცევაარ მოყვეს. ასევე, ფინანსური პრობლემები აღიარებულია, როგორც გაყრის წინაპირობა (Amato &Rogers, 1997, ციტირებულია Prime et al., 2020), ეს ცვლადი მოქმედებს პრობლემის გადაჭრის უნარებთან და ქორწინებით კმაყოფილებასტან ერთად (Dew, Britt, & Huston, 2012, ციტირებულია Prime et al., 2020). ამასთან, პარტნიორის ფიზიკური ავადმყოფობა მნიშვნელოვანი სტრესორია, რომელიც ზრდის ქორწინებით უკმაყოფილებას და განქორწინების ალბათობას (Daniel, Wolfe, Busch, & McKevitt, 2009;Yorgason, Booth, &Johnson, 2008, ციტირებულია Prime et al., 2020). ეს სტრესორები მოქმედებენ პანდემიის პერიოდში. ისინი ამწვავებენ უკვე არსებულ პრობლემებს ქორწინებაში და ახალ სირთულეებს ქმნიან. ეკონომიკური ზეწოლა დაკავშირებულია მეტ კონფლიქტტან და ნაკლებ მხარდაჭერასთან ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში (Neppl et al., 2016, ციტირებულია Prime et al., 2020). კონსტრუქციული კომუნიკაცია, კონფლიქტისა და პრობლემის გადაჭრის უნარები სტრესული მოვლენებისა და ქორწინების ხარისხისა და სტაბილურობის კავშირის მთავარი გამაშუალებელი გაქტორები შეიძება აღმოჩნდეს.

სტრესულმა ცხოვრებისეულ მოვლენებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან მხარდაჭერა ითხოვონ ან უზრუნველყონ (Cohan, 2010, ციტირებულია Prime et al., 2020). სტრესორებს შეუძლიათ ერთიანობის შეგრძნება შეასუსტონ, ემოციების გაზიარება შეამცირონ, გაზარდონ დისტანცია კომუნიკაციის ხარისხი დაადაბლონ (seeRandall & Bodenmann, 2017).

. დედმამიშვილურ ურთიერთობებს შეიძლება საფრთხე შეექმნას პანდემიის პერიოდში, რადგან ოჯახური კლიმატი დიდ გავლენას ახდენს დედმამიშვილურ ურთიერთობებზე (Jenkins, Ras-bash, Leckie, Gass, & Dunn, 2012, ციტირებულია Prime et al., 2020) სპრესულ პერიოდში ქორწინებაში იზრდება კონფლიქტები, რასაც შეიძლება შვილებმაც მიბაძონ და მტრული, ძალადობრივი ურთიერთობა ცამოუყალიბდეთ (Conger, Stocker, &McGuire, 2009, ციტირებულია Prime et al., 2020). ქაოსურ ოჯახებში მშობლები ნაკლებ სითბოსა და მეტ სიმკაცრეს გამოხატავენ ბავშვებისადმი, რაც დედმამიშვილურ ურთიერთობებზე ზემოქმედებს (Kretschmer &Pike, 2009, ციტირებულია Prime et al., 2020). ეს ეფექტი ორმხრივია, უარყოფითი დედმამიშვილური ურთიერთობები აწვება მთელს ოჯახურ სისტემას და სხვა ოჯახურ ურთიერთობებს (Feinberg etal., 2012, ციტირებულია Prime et al., 2020). ცუდი ცოლქმრული ურთიერთობა ბავშვებთან არათანაბარ მოპყრობასთანაა ასოცირებული (Deal, 1996, ციტირებულია Prime et al., 2020). ეს უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებზე და მათ ურთიერთობაზე (Jenkins et al., 2012;Meunier et al., 2013, ციტირებულია Prime et al., 2020). ეს ზემოქმედებს ოჯახის ფუნქციებზეც. იზოლაციაში მყოფი ბავშვები ძირითადად უფროსების გარემოცვაში არიან და და-ძმები სჭირდებათ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.

პანდემია არღვევს რუტინებს, რიტუალებსა და წესებს (Fiese etal., 2002;Ford, 1983, ციტირებულია Fraenkel & Cho, 2020). რუტინებს აკისრია პრაგმატული და უტილიტარული ფუნქციები, რიტუალებსა და სიმბოლოებს კი ემოციური მნიშვნელობა აქვთ და ემსახურებიან ოჯახის მთლიანობის გაძლიერებასა და გაზიარებულ ღირებულებებს (Fiese et al., 2002, ციტირებულია Fraenkel & Cho, 2020).

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებს ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუ როგორ იმოქმედებს კოვიდ პანდემიის შეზღუდვები ოჯახის სტრუქტურასა და მის ფუნქციებზე.

მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ კოვიდ პანდემია სხვადასხვა ოჯახზე მეტ-ნაკლებად, განსხვავებულად იმოქმედებს. მაგალითად, კანადის მონაცემებით, იმიგრანტები, დაბალშემსავლიანი ოჯახები და ბავშვებიაი ოჯახები ყველაზე მეტად განიცდიან შემოსავლის ნაკლებობას (VanierInstitute of the Family, 2020, ციტირებულია Fraenkel & Cho, 2020).

წყვილები, ოჯახები, საზოგადოება და ინდივიდები ამ ურთიერთობებში კოვიდ პანდემიის პერიოდში, ცდილობენ ებრძლონ დეპრესიას, შფოთვას, ტრამვას და გაზრდილ კონფლიქტებს. ოჯახი თავის ფუნქციებს, როგორიცაა, სიამოვნების, სიხალისის, ბედნიერებისა და სიმშვიდის მოტანა, თითქმის ვერ ასრულებს კარანტინის გამო (Fraenkel & Cho, 2020). ადამიანები სოციალურ დისტანციაში არიან და ვერ ახერხებენ სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებას გარე სამყაროსთან, ვერ ახერხებენ გასართობ სივრცეებში სიარულს, ირღვევა რუტინა, მეტად უწევთ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს კი ღლის ადამიანს და ვეღარ ახერხებს სულიერი, ემოციური მხარდაჭერა გაუწიოს ოჯახის წევრებს, მათაც იგივე პრობლემები აქვთ, მხარდაჭერის ნაკლებობა კი მეტ სტრესს იწვევს ოჯახის წევრებში. ასე გრძელდება ეს უარყოფითი წრე. რა შედეგები შეიძება მოიტანოს ამ უარყოფითმა ურთიერთობებმა მეცნიერებმა ზუსტად არ იციან. თუმა, წინარე კვლევებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ოჯახური სირთულეები გაყრით შეიძება დასრულდეს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებში, სადაც ეს საშიშროება უკვე არსებობდა. თუმცა, როგორც ვიცით, მედალს ორი მხარე აქვს, ასევე, არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები ოჯახებს შორის. ზოგოერთი ოჯახი ასეთმა სტრესმა შეიძლება გააძლიეროს, მათ შეიძლება პოსტტრავმატული ზრდა განიცადონ. ამოტომ, ესე, დარწმუნებით, ვერ ვიტყვით, რომ კოვიდ პანდემიის შეზღუდვები უარყოფითად ზემოქმედებს ყველა ოჯახზე, ყოვთვის არსებობენ გამონაკლისები.


პანდემიის პერიოდში ცოვრების ეფექტებია უკვე არსებული მენტალური დარღვევის გართულება, ახალი შფოთვითი აშლილობების გამოვლენა, შიში, დეპრესია, ძილისა დარღვევები, კვებითი აშლილობები, ავად გახდომის შიშ და არსებული მდგომარეობის გაუარესება. ვირუსით დაავადებულმა ადამიანს შეიძლება დანაშაულის გრძნობა ჰქონდეს, რადგან ვერ ფუნქციონირებდეს ისე, როგორც საჭიროა, ვერ ასრულებდეს საკუთარ როლებს, სჭირდებოდეს სხვების დახმარება. პაციენტი შეიძლება შიშობდეს, რომ ვერ მიიღეს შესაფერისი სამედიცინო დახმარება, ან მისი მდგომარეობა გაუარესდეს და მოკვდეს შფოთვა და დეპრესია დაავადებასთან მარტო ყოფნის გამო (APA, 2020; CDC, 2020, ციტირებულია Fraenkel & Cho, 2020). სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ წყვილები გაერთინადნენ, ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ, რათა სტრესორებთან გამკლავება წარმატებით შეძლონ, ბევრი წყვილი თვითდესტრუქციულ ქცევით პატერნებში გადაეშვება ხოლმე. სხვადასხვა წყაროების მონაცემებით (Bettinger-Lopez & Bro, 2020, Kluge, 2020, Sigal, Ramos Miranda, Martinez, & Machicao, 2020, Sigal, Ramos Miranda, Martinez, & Machicao, 2020, UN Women, ციტირებულია Fraenkel & Cho, 2020) ოჯახურმა ძალადობამ მთელს მშოფლიოში პიკს მიაღწია. განსაკუთრებით განკორწინების ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვისაა რთული პანდემიის შეზღუდვები, ვინაიდან, ისისნი შეიძლება იყვნენ გაზრდილი კონფლიქტების წინაშე, რადგან ერთგულების, კოოპერაციისა და კოლაბორაციის დონეები დაბალია, მათი კომუნიკაციის უნარები შეზღუდულია და ახლა მათ კარანტინში ერთად ყოფნაც უწევთ. ამ პერიოდში ისედაც ცუდად ფუნქციონირებადი ოჯახების სტაბილურება განსაკუთრებით ირღვევა (Fraenkel & Cho, 2020).

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:შელია მარი
შელია მარი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0