x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ედუარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“
image

აზროვნების პროცესი საკმაოდ ქაოტურია: ერთმანეთში ბევრი ურთიერთსაწინაამღდეგო გრძნობა და იდეები ირევა, აზრების ნაკადი მუდმივად იცვლის მიმართულებას. კიდევ უფრო რთულდება საქმე მაშინ, როდესაც ადამიანი პრობლემის წინაშე დგას და ცდილობს ისეთი გადაწყვეტილების პოვნას, რომელიც ამ პრობლემას საუკეთესოდ და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მოაგვარებს. თუკი მოხერხდება თავში არსებული ქაოსის დალაგება, იდეებისა და მოსაზრებების დაჯგუფება და მათი სწორი მიმართულებით და თანმიმდევრობით წარმართვა, გადაწყვეტილების ძიების პროცესი უნდა გამარტივდეს, დაჩქარდეს და, ამდენად, უფრო შედეგიანიც გახდეს.

ალბათ, დაახლოებით ასე ფიქრობდა ედუარდ დე ბონო, შემოქმედებითი აზროვნების მსოფლიოში განთქმული მეთოდოლოგიის ავტორი, როდესაც პირველად გადაწყვიტა, გარკვეულიყო აზროვნების პროცესში - მისი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით.

პრაქტიკული აზროვნებისას სამ ძირითად სირთულეს ვაწყდებით:


ემოციები. ძალიან ხშირად გვირჩევნია, საერთოდ არაფერზე ვიფიქროთ და მხოლოდ ინტუიციას, ემოციებსა და ალღოს დავეყრდნოთ.

უსუსურობა.ზოგჯერ არაადეკვატურობის განცდა გვეუფლება: „არაფერი ვიცი, არ ვიცი რა ვქნა».

აბნეულობა, გაურკვევლობა.ვცდილობთ, ყველაფერზე ერთდროულად ვიფიქროთ და, შედეგად, საბოლოოდ ვიბნევით.

„აზროვნების ექვსი ქუდი” ამ სიძნელეების გადალახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდია.

ემოციები აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ექვსი ქუდის მეთოდი აზროვნების სტრუქტურირებას გვთავაზობს. ამ მეთოდის გამოყენებისას ყოველთვის ვიცით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი შემდგომი „ნაბიჯები” აზროვნების პროცესში. ექვსი ქუდის მეთოდი გვთავაზობს, აზროვნება ექვს სხვადასხვა რეჟიმად დავყოთ. თითოეულ რეჟიმს დე ბონომ საკუთარი ფერის ქუდი შეუსაბამა. რატომ მაინცდამაინც ქუდი? დე ბონოს სურდა, მკვეთრი, ადვილად დახსომებადი მოდელი შეექმნა. ნგლისურ ენაში ქუდი, ჩვეულებრივ, საქმიანობის ტიპთან ასოცირდება – პოლიციელის და ა.შ. . დე ბონოს მეთოდიკა გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი გარკვეული ფერის ქუდს იხურავს, ამით აზროვნების იმ ტიპს ირჩევს, რომელიც ამ ქუდთან არის ასოცირებული. რა თქმა უნდა, რეალობაში არავითარი ქუდები არაა საჭირო - ქუდების გამოყენება მხოლოდ ადამიანის გონებაში ხდება. ახლა განვიხილოთ თითოეული ქუდი და მათი სიმბოლური გაგება. თეთრი ქუდი :
ამ ქუდის დახურვის დროს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ყველა იმ მონაცემზე, რაც გვაქვს. ვცდილობთ მივხვდეთ, რომელი ინფორმაცია გვაკლია, სად შეიძლება მისი პოვნა. როგორ გამოვიყენოთ უკვე ცნობილი ფაქტები და დასკვნები პრობლემის გადაწყვეტისთვის. წითელი ქუდი:
ჩვენ ვააქტიურებთ გრძნობას და ინტუიციას. რას გკარნახობს შინაგანი ხმა?
ინტუიციური აღმოჩენები და განცდები ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსჯა ემოციურ ფონზე, ადამიანური გრძნობების ჭრილში. თუ განხილვა კოლექტიურია, აუცილებელია შეეცადო გაიგო სხვა ადამიანის პასუხები, ამისთვის საჭიროა ყველა იყოს გულწრფელი, არ დამალოს საკუთარი გრძნობები და განცდები.

შავი ქუდი- აზროვნების მიმართულება - განსჯა, კრიტიკა, შეფასება, სიფრთხილე. ლოგიკური -ნეგატიური. შავი ფერი პესიმიზმის, პირქუშობისა და არაკეთილმოსურნეობის სიმბოლოა. შავი ქუდის მატარებელი ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებს, ეძებს უარყოფითს, მცდარს, სუსტ ადგილებს, ნაკლოვანებებს. ყვითელი ქუდი:
ეს გახლავთ შავის საპირისპირო და ამ ქუდის ქვეშ იგულისხმება „ოპტიმისტურად აზროვნება“. პოზიტიური მიდგომა პრობლემური საკითხისადმი. გამოყოფა ძლიერ მხარეებისა, გადაწყვეტილების უპირატესობისა. მწვანე ქუდი- შემოქმედებითი აზროვნება, იდეები - ბევრი და მრავალფეროვანი. წინადადებები, ახალი გზები და გადაწყვეტილებები. ლურჯი ქუდი:
მას იხურავს ხელმძღვანელი. ის, ვინც სახავს მიზანს დასაწყისში და მიყავს სამუშაო ბოლომდე. იგი მართავს მთლიან პროცესს, ყველას აძლევს სიტყვას, აკვირდება თემატიკის დაცვას.


ქუდის დახურვა და მოხდა მარტივია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემაზე ფიქრის დროს აზროვნების რეჟიმების სწრაფი ცვლა უნდა შეგვეძლოს. ქუდი როლზე მიუთითებს., როდესაც გარკვეული ფერის ქუდს ვიხურავთ, ვინაცვლებთ იმ როლში, რომელზეც ეს ქუდი მიგვითითებს. აზროვნების ერთ-ერთი ძლიერი დამაბრკოლებელია ჩვენი საკუთარი ეგო, რომელიც სიტუაციის ობიექტურ შეფასებაში გვიშლის ხელს. როლური თამაში, რომელშიც ექვსი ქუდის მეშვეობით ვებმებით, განზე გადგომასა და აზროვნების ეგო-სგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება. ექვსი ქუდის მეთოდი უნივერსალურია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჯგუფური მუშაობის სტრუქტურირებისა და დროის ეკონომიის მიზნით, ასევე ინდივიდუალურად.

ფაქტობრივად, ამ მეთოდიკის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის ფორმატში, როდესაც საჭიროა ლოგიკისა და ემოციების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ახალი ორიგინალური იდეების მოფიქრება.

დისკუსიის დროს დაუშვებელია ერთდროულად ორი ფერის ქუდის დახურვა.

მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ საკუთარი თავი.

მაგალითად, მწვანე ქუდის დახურვისას მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამჟამად კონკრეტული გადაწყვეტილებების ძიების პროცესი მიმდინარეობს და ამ დროს მაგ: ყვითელი ქუდის დაფარება არ შეიძლება. ერთი ფერის, ლურჯი ქუდის, ტარება, მხოლოდ ხელმძღვანელს შეუძლია.

ქუდის დაფარების მთავარი წესი არ არსებობს. ყველაფერს კონკრეტული სიტუაცია განსაზღვრავს.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ- ფიგურულად ექვსი ქუდის გამოყენების ტექნიკა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნახატი სხვადასხვა ფერის ფანქრებით. ფერადი ნახატი გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფერია გამოყენებული, ასევეა დე ბონოს მეთოდის შემთხვევაშიც, სიტუაციის მთლიანი ხედვა მას შემდეგ მოდის, რაც ყველა „ქუდს დავიხურავთ.“

0
109
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0