x
ცისტიტი. ცისტიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
image
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა-ეს არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. ცისტიტით ძირითადად ქალები ავადდებიან, რადგან მათი საშარდე მილი მოკლეა და ფართო, რაც საშოდან ან სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრას აადვილებს. ძირითადი გამომწვევია გრამ-უარყოფითი ბაქტერია-ნაწლავის ჩხირი.შარდის ბუშტში ბაქტერიების მოხვედრის და ინტენსიური გამრავლების შემდგომ იმუნური სიატემა ვეღარ ეწინააღმდეგება ამგვარ ბაქტერიებს და ისინი ინფექციის და ანთების გამომწვევებად გვევლინებიან.

image

მაგრამ ცისტიტი ყოველთვის ინფექციის შედეგად არ წარმოიშობა.ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს და ჰიგიენურ საშუალებას შეუძლია გამოიწვიოს შარდის ბუშტის ანთება.

დაავადება ხასიათდება მწვავე ან ქრონიკული ხასიათის მიმდინარეობით. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე. ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ გამოვლინდება. ძირითადად ახასიათებს გახშირებული და მტკივნეული შარდვა, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში. მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და სისხლი შარდში. სიმპტომები და მკურნალობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე:


*პროცესის ხასიათზე;

*ლიკალიზაციაზე;

*ინფექციის გამომწვევზე.

ცისტიტის გამომწვევი ფაქტორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში განსხვავდება. ახალგაზრდა ქალებისთვის დამახასიათებელი მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

*სქესობრივი კავშირი;

*კონტრაცეპტივების გამოყენება;
*ახალი სქესობრივი პარტნიორი;
*დედის ანამნეზშიხ საშარდე გზების ინფექციები;
*საშარდე გზების ინფექციები ბავშვობაში.

ქრონიკული-რეციდიული ცისტიტი უფრო პოსტ-მენოპაუზურ ასაკში მყოფ ქალებში გვხვდება და მის გამომწვევ მიზეზებს მიკუთვნება:
*საშარდე გზების ინფექციები მენოპაუზამდე;
*შარდის შეუკავებლობლობა;
*ატროფიული ვაგინიტი, რომელიც გამოწვეულია ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონი) დეფიციტით;
*საშარდე გზების ფუნქციონალური დარღვევები ნარჩენი შარდის მომატებით;
*გარეთა საშარდე გზების ანატომიური ცვლილებები.

თუ ინფექცია შარდის ბუშტიდან თირკმელზე გავრცელდა, შეიძლება მოხდეს ამ ორგანოს ფუნქციონირების დარღვევა.და ვითარდება შემდეგი სიმპტომები:

* გულისრევა;

*პირღებინება;

*ზურგისა და წელის ტკივილი;

*მაღალი ტემპერატურა;

*ციება.

საყირადღებოა ის ფაქტი, რომ ციებ-ცხელება და შარდის ბუშტში სისხლის არსებობა არ წარმოადგენს ცისტიტის სიმპტომებს, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს თირკმლის ინფექციის სხვა სიმპტომებთან ერთად.

ცისტიტის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია ანამნეზის შეგროვება და კლინიკური სიმპტომების შეფასება. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა შარდის საერთო ანალიზისა და შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგებს ემყარება. ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდებიდან აღსანიშნავია შარდის ბუშტისა და თირკმელების ექოსკოპია. ასევე მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდია ცისტოსკოპია, რომლის დროსაც ხდება შარდის ბუშტის ლორწოვანის დათვალიერება.

ცისტიტის მკურნალობა ემყარება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებას, გამომწვევი ბაქტერიების მგრძნობელობის მიხედვით. მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია შემდგომი მედიკამენტოზური ან არამედიკამენტოზური პროფილაქტიკა. არამედიკამენტოზური პროფილაქტიკა მოიცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. მაღალეფექტურია შტოშის ნაყენის მიღება.


0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0