x
ეგზემა

image

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს.ტერმინი«ეგზემა» აერთიანებს იმ

დაავადებებს რომლებიც კანის გაღიზიანებას ან ანთებას იწვევს. ეგზემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ატოპიური დერმატიტი. სიტყვა «ატოპიური» გულისხმობს ისეთ ალერგიულ დაავადებს, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვან როლსასრულებს გენეტიკური მიდრეკილება (მაგალითად, ალერგიული ასთმა, ალერგიული რინიტი). «დერმატიტი» კი კანის ანთებას ნიშნავს.

ᲔᲒᲖᲔᲛᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲝᲑᲔᲑᲘ:

არსებობს ეგზემის ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული.

გამოყოფენ ეგზემის ისეთ სახეობებს, როგორიცაა:

იდიოპათიური (ჭეშმარიტი) ფორმა. მას ახასიათებს დაავადების მწვავე დასაწყისი. დაზიანებაგამოირჩევა სიმეტრიით ( უმეტეს შემთხვევაში ზიანდება ხელები, მაგრამ პრინციპშილოკალიზაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი ), შეიმჩნევა კანის სიწითლე, რომლის ფონზეჩნდება ბუშტუკები(ვეზიკულები), კვანძები (პაპულები), კანის შეშუპება. გარკვეული დროისშემდეგ ეს ბუშტუკები სკდება და მის ადგილას წარმოიქმნება კანის დეფექტიეროზია დახდება სეროზული შიგთავსის გამოყოფა, რის შემდეგ ხდება არსებულის გახმობა და ჩნდებაქერქი.

მიკრობული ეგზემა ჩნდება ქრონიკული ინფექციური კერის ადგილას, სხვა ინფექციის შეჭრისდროს. გამოიყოფა შემდეგი ქვესახეობები:

მიკოტიური ფორმა ჩნდება სოკოვანი კომპონენტების მიერთების დროს, როცა ადგილი აქვსკანის სიმშრალეს.

პარატრავმატული ფორმა: გამონაყარი ჩნდება ტრავმის ადგილას.

ვარიკოზული ფორმა: ჩნდება ტროფიული დარღვევების დროს. უმეტეს შემთხვევაშიგავრცელებული კერები გვხდება მუხლებზე, გამონაყარი არის ასიმეტრიული, ფერიმოლურჯო-იისფერი.

ნუმულარული ფორმა: წარმოიქმნება გამონაყარი მოლურჯო-მოვარდისფრო ფერის, პაპულებით, ვეზიკულებით, გამონაყარის დიამეტრი შეადგენს 0, 5 – 3 სმ.

დისჰიდროზული ეგზემა: ლოკალიზაციაფეხის გულები, ხელის გულები. ეს სახეობახასიათდება სისველით, შეშუპებით, ბუშტუკებით და კვანძებით.

სებორიული ეგზემაუჩნდებათ სებორიით დაავადებულებს კანის იმ ადგილებზე, სადაც ხდებაცხიმის დიდი რაოდენობით გამოყოფა (ყურის ნიჟარები, თავის თმიანი ადგილები, გულმკერდის არე, ჭიპი), ამის დროს კანის საფარის გაწითლების ფონზე ჩნდება აქერცლილილაქები.

პროფესიული ეგზემაუმეტეს წილად ჩნდება კანის ღია ადგილებზე, როგორც რეაქცია მავნეფაქტორების ზემოქმედებაზე, ავადმყოფის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე.

ბავშთა ეგზემახასიათდება გამოკვეთილი ექსუდატიური კომპონენტებით, მრავლობითიგამონაყარით, ზიანდება მხოლოდ სახის კანი. არსებობს ინფექციით გამოწვეული გართულებისსაფრთხე.

რა იწვევს ეგზემას?

ეგზემის ზუსტი გამომწვევი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ის ორგანიზმში გამღიზიანებლისმიმართ ჭარბი იმუნური რეაქციით არის გამოწვეული. სწორედ ეს რეაქცია იწვევს ეგზემისსიმტომებს. ეს დაავადება უმეტესად გვხვდება ალერგიების ან ასთმის ისტორიის მქონეოჯახებში.

გარკვეულმა ნივთიერებებმა და პირობებმა შესაძლებელია გამოიწვიოს გამონაყარისგაღიზიანება, რაც ძირითადად ქავილით ვლინდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს უხეშსაგნებთან კონტაქტი, სიცივე ან სითბო, გარკვეული საოჯახო პროდუქტებისაპონი და სარეცხიფხვნილი, ან კანზე ცხოველის ქერტლის მოხვედრა. ასევე, ასეთი რეაქციის განვითარებაშეიძლება განაპირობოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებმა ან გაციებამ. შესაძლებელიამდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს სტრესმა.

მიუხედავად იმისა, რომ მისგან სრული განკურნება ვერ ხერხდება, პაციენტთა უმეტესობასშეუძლია ამ დაავადების ეფექტურად მართვა მკურნალობისა და გამღიზიანებლებისგან თავისარიდების მეშვეობით. ეგზემა გადამდები არ არის და შეუძლებელია ამ დაავადების სხვაადამიანისთვის გადაცემა.ბიორეგულაციურ მედიცინის თვალსაზრისით, ეგზემის მკურნალობის დროს არანაკლებიყურადღება უნდა გამახვილდეს კანის უჯრედებს შორის არსებულ სივრცეზე(ექსტრაცელულარული მატრიქსი), როგორც ანთებით მიმდინარე დაავადებებისგანმაპირობებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლზე.

ᲔᲒᲖᲔᲛᲘᲡ ᲡᲘᲛᲞᲢᲝᲛᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ.

ყველა ტიპის ეგზემას ახასიათებს მთელი რიგი საერთო მახასიატებლები, როგორიცა:

კანზე ჩნდება განსაზღვრული ანთებითი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლით.

ანთებით მონაკვეთზე ჩნდება გამონაყარი, ეგზემის სახეობიდან გამომდინარე გამონაყარიშეიძლება იყოს სხვადასხვანაირი.

ახასიათებს კანის ქავილი, რომელიც ატარებს მიუდმივ ხასიათს და რომელიც მოქმედებსადამიანის ყოველდრიურ ცხოვრებაზე და ძილზე.

ბუშტუკების გასკდომის ადგილას ჩნდება მტკივნეული იარები და ნახეთქები.

ეგზემის გამწვავების პერიოდში აღინიშნება ტემპერატურის მატება.

ანთებითი პროცესის ჩაცხრომის შემდეგ კანი ხდება მშრალი და კარგავს თავის ელასტიურობასდა იწყებს სკდომას.

ეგზემის მაპროვოცირებელი ფაქტორები

პროცესის საწყისი გამომდინარეობს იმუნური დარღვევებიდან, რომელიც იწვევს შენელებულიტიპის ალერგიულ ანთებით პროცესს. დიაგნოსტიკა.

ეგზემის დიაგნოზის დასმა ხდება ექიმი-დერმატოლოგის მიერ ჩატარებული დათვარიელებისშედეგად. თუ კი ექიმს უჩნდება მცირე ოდენი ეჭვიც კი, რომ ეს შეიძლება იყოს სხვა დაავადებამსგავსი მახასიათებლებით (მაგ. კანის სოკოვანი დაავადება, ფსორიაზი, მუნი და სხვა), მაშინშიეძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი გამოკვლევის მეთოდები.ეგზემაკანის ანთებითიქრონიკული დაავადებაა, იგი არ არის გადამდები, ახასიათებს ქავილი, გამონაყარი დასისველე, მდგომარეობის პერიოდული გამწვავება და გაუმჯობესება (შეღავათები).

დასახელებაეგზემაგამომდინარეობს სიტყვა ekzeo-დან, რაც ნიშნავსდუღილს”. ეს ასახავსბუშტუკების გასკდომის თავისებურებას ეგზემის დროს ანალოგიურად ბუშტუკებისა წყლისდუღილისას.

ეგზემაეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ჩვეულებრივ ეგზემა ჩნდება სახეზე, ხელებზე ასევე ფეხებზე, მაგრამ ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს კანის სხვამონაკვეთებში. არის ასევე ეგზემის რთული ფორმაერითროდერმია, რომლის დროსაცზიანდება მთელი კანი.

როგორ ხდება ეგზემის დიაგნოზის დასმა?

იმის გამო, რომ არ არსებობს ეგზემის დასადგენი ლაბორატორიული გამოკვლევები, ექიმიუმეტესად ეგზემის დიაგნოზს სვამს კანის დათვალიერების და პაციენტისთვის შეკითხვებისდასმის მეშვეობით.

იქედან გამომდინარე, რომ ეგზემის მქონე ადამიანების უმეტესობა ალერგიულია, შესაძლებელია ექიმმა გთხოვოთ ალერგიულობის ტესტის ჩატარება შესაძლოგამღიზიანებლების დასადგენად.

მკურნალობა

მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ნერვული, ენდოკრინული დარღვევებისლიკვიდაციას, ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას, ჰიპოალერგენულ დიეტას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკი და თანმხლები დაავადებანი შინაგანი ორგანოებისმდგომარეობა, პროფესია, ცხოვრებისა და კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები.

ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად ინიშნება სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, განგლიობლოკატორები (ვალერიანის ექსტრაქტი, სედუქსენი, ამინაზინი). ჰიპოსენსიბილიზაციისთვის ანუ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შესამცირებლადინიშნება კალციუმის ქლორიდისა და ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარები. ფართოდგამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები (როგორც საინექციოდ, ისე შინაგანად) დავიტამინები (უპირატესად - B ჯგუფისა).

დაავადების მყარი და მძიმე ფორმების შემთხვევაში სისტემური დანიშნულებისკორტიკოსტეროიდულ თერაპიასაც მიმართავენ.

განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ დიეტას. რეკომენდებულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსებისშეზღუდვა. უკუნაჩვენებია ალკოჰოლი და თამბაქო. ადგილობრივი მკურნალობადამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, კლინიკურ ფორმაზე, ამა თუ იმ სამკურნალოსაშუალების მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. სისველის სტადიაში ანთებითიმოვლენებისა და შეშუპების შესამცირებლად ინიშნება გამაგრილებელი (რეზორცინის, ბორისმჟავას, რივანოლის) საფენები, ზედაპირის შეშრობის შემდეგ - გოგირდისა და კუპრისმალამოები, კორტიკოსტეროიდული მალამოები. მიკრობული ეგზემის შემთხვევაში ინიშნებაიგივე მალამოები ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ადგილობრივი მკურნალობისთვისიყენებენ ფიზიოთერაპიულ საშუალებებსაც: ულტრაიისფერ სხივებს, ელექტროფორეზს, პარაფინის აპლიკაციებს და სხვა. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია კურორტულიმკურნალობა .

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0