x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508845
ბედნიერების მათემატიკა, ჯანმრთელობის, სიმდიდრის, მიზნის მიღწევის კოდები და მათი მოზიდვის ტექნიკა დეტალურად. კოდები , რომლებიც რეალურად მუშაობს

image


ეს არის პრაქტიკა, რომლის დახმარებითაც თქვენ ძირფესვიანად შეცვლით თქვენს ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ფინანსებს და პირად ბედნიერებას.შეცვლით თქვენს სულიერ და ფიზიკურ ვიბრაციის სიხშირეს, რაზეცაა დამოკიდებული თუ რა სიგნალებს იჭერს ჩვენი “რადარი'' და რას ვიზიდავთ ცხოვრებაში.

სტატიაში წარმოდგენილი კოდები არის მაესტრო ხოსე გაბრიელ ურიბეს წიგნიდან “წმინდა კოდები''. აქ თავმოყრილია ყველა ის ტექნიკა, რომელიც მიმოფანტულად შეიძლება იპოვოთ სხვადასხვა წყაროში.

წმინდა კოდების პრაქტიკა არის ძალიან ეფექტური და ამავდროულად არის ძალიან მარტივი შესასრულებელი. არ მოითხოვს სპეციფიკურ რიტუალს ან რაიმე დამატებით ატრიბუტიკის ჩართვას პრაქტიკის პროცესში. თითო კოდი მეორდება 45-ჯერ, შეგვიძლია სასურველი კოდი ავარჩიოთ და დავითვალოთ თითებით. მაგრამ პრაქტიკა რომ უფრო გაგვიადვილდეს, შეგვიძლია მინერალური ქვებით ან ლამაზი მძივებით ავაცვათ კრიალოსანი 45 მარცვლით, სპეციალურად წმინდა კოდების პრაქტიკებისთვის.
მასზე ხშირი დაპრაქტიკებით დროთა განმავლობაში იმუხტება კოსმიური და თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით და ნივთი იძენს პოზიტიურ ენერგიას, რომელუც დაგეხმარებათ ჩაფიქრებული სურვილების ასრულებაში, რაზეც ჩაიფიქრებთ წმინდა კოდების დაპრაქტიკებისას.

წმინდა კოდების პრაქტიკისას თეთრ სანთელი აანთეთ დალავანდერის სურნელოვან ჩხირი. თქვენ შეგიძლიათ რა თემატიკაზეც დააპრაქტიკებთ, იმ ფერის სანთელი აანთოთ. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ატრიბუტები არაა აუცილებელი და შეგიძლიათ თითებზე დაითვალოთ. კოდები სამყაროსთან, ანგელოზებთან, სულიერ გიდებთან, ღმერთთან, მფარველ ანგელოზთან, ჩვენს უმაღლეს მე-სთან გვიხსნის კონტაქტის საშუალებას. ესაა ღვთიური მათემატიკა და დანერგეთ თქვენს ცხოვრებაში.

image


ვიდრე სხვა სასურველი კოდების გააქტიურებას დაიწყებთ, უნდა გააკეთოთ 9-დღიანი წმენდა:

9 დღიანი წმენდა წმინდა კოდებით

წმენდის ტექნიკა არის ძალიან ძლიერი და აუცილებლად უნდა გააკეთოთ ბოლომდე. კეთდება 9 დღის მანძილზე, დღეში ერთხელ. ყველა ჩამოთვლილი კოდი სათითაოდ აქტიურდება 45-ჯერ.
ვიმეორებ ს ა თ ი თ ა ო დ!

მაგალითად:
“ვააქტიურებ კოდს (იტყვი კოდს)''
მერე ამ კოდს გაიმეორებ 45-ჯერ. როცა დაამთავრებ იტყვი:
“კოდი გააქტიურებულია, ასრულებულია!
მადლობა, მადლობა, მადლობა! ''

ასე ააქტიურებთ თითოეულ კოდს.
დაგეხმარებათ 45 მარცვლიანი კრიალოსანის გამოყენება.

გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ:
შეიძლება წმენდას მოყვეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, უძილობა, ქავილი, თავბრუსხვევები, ღებინების შეგრძნება, გაცნობიერებული სიზმრები, კოშმარები. ეს ნორმალურია, ყველა სხეული დევნის დალექილ ნეგატივს და ფიზიკურ და ფსიქიკურ დონეზე აისახება მათგან განთავისუფლება. მთელი 9 დღის განმავლობაში და მერეც სვით ბევრი წყალი, წყალი წმენდს და აახლებს უჯრედებში ინფორმაციას. კარგია პრაქტიკის დროსაც თუ მოსვამთ ხოლმე წყალს.
წმენდა არ კეთდება სხვის სახელზე. ყველამ თავისთვის უნდა გააკეთოს.

image


წმენდის კოდების შემდეგ კეთდება დამცავი კოდების გააქტიურება.
დამცავი კოდები
დამცავი კოდები ტექნიკა 21 დღის განმავლობაში კეთდება

პრაქტიკის წესები:

1) ყველა კოდი მეორდება 45-ჯერ ზუსტად იგივე წესით.
2) ლოცვა, აფირმაცია, დეკრეტი და მანტრა წარმოითქმის ერთხელ, კოდები 45-ჯერ.
3) ეს ტექნიკა მხოლოდ კეთდება 9 დღიანი წმენდის შემდეგ. გაწმენდის მერე გამოტოვებთ ერთ დღეს და მერე აკეთებთ დაცვის ტექნიკას 21 დღის განმავლობაში, საათს არ აქვს მნიშვნელობა. ამ პრაქტიკისას შეგიძლიათ სხვა კოდებზე ან სხვა სულიერ ტექნიკებზე მუშაობაც.
4) 9 დღიანი წმენდის სიმპტომები შესაძლოა აქაც განმეორდეს.
5) დაცვა არ კეთდება სხვის სახელზე. ყველამ თავისთვის უნდა გააკეთოს.

ტექნიკა:

ლოცვა:
“ მივმართავ ჩემში არსებულ ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც მ ე ვ ა რ, წარმართოს წმინდა კოდების გააქტიურების პრიცესი, რათა ყველაფერი იყოს ღვთიურ ნებასთან შეთანხმებულად და სრულყოფილ ჰარმონიაში.
ყველაფერი ასრულებულია აქ და ახლა! მადლობა''.

აფირმაცია:
“ ვხურავ ჩემს აურას ყველა და ყველაფრისთვის, რაც არ მიეკუთვნება ჩემს უმაღლეს მე-ს''.

დეკრეტი:
“ მთელი ჩემი თავისუფალი ნების ძალით და მთელს სამყაროში არსებული სინათლის არსებების დახმარებით, ვწყვეტ ახლა ყველა ნეგატიურ კავშირს რაც კი მიმაჯაჭვავს ხილულ თუ უხილავ არსებებზე, რომლებიც ხელს მიშლიან სიმშვიდის, კეთილდღეობის, ბედნიერების მიღწევაში, რომლის სრული უფლებაც მაქვს ''.

მანტრა:
“ ომ ტარე ტუტარე ტურე სოჰა''.

1) გზების გახსნა, დაბრკოლებების გადალახვა - 75139.
2) ნებისმიერი შიშისგან განთავისუფლება - 680.
3) ნებისმიერი წარმოშობის გამოსხივებისგან დაცვა - 333444.
4) გადამდები დაავადებებისგან დაცვა - 25300.
5) პატერნების გაუქმება - 575, 26, 104, 1679. (შეგიძლიათ აირჩიოთ 4 კოდიდან ერთი).
6) მოულოდნელობებისგან დაცვა - 593.
7) დიდი უბედურებებისგან დაცვა - 339.
8)შურისგან დაცვა - 615.
9) ნებისმიერი სახის თავდასხმებისგან დაცვა - 697.
10) ნებისმიერი უბედური შემთხვევისგან დაცვა - 748.
11) ქურდებისგან დაცვა - 781.
12) ნებისმიერი სახის მოტყუებისგან და ხაფანგებისგან დაცვა - 816.
13) ნებისმიერი წარმოშობის მქონე აგრესიისგან დაცვა - 1025.
14) ყველაფრის, რაც გეკუთვნის დაცვა - 1198.
15) მემკვიდრეობის დაცვა - 899751.
16) “ავი თვალისგან'' დაცვა - 69900.
17) ბოროტი სულებისგან დაცვა - 12900.
18)დაბალასტრალური გავლენებისგან დაცვა - 237.
19) განკურნება - 44.
20) დაცვა - 000.000.0 ( შეგიძლია თქვა 7 ნული).
21) მიწისძვრებისას დაცვა - 10894.
22) აურის დახურვა - 19-9-1913.
23) შავი მაგიისგან დაცვა - 1617.
24) საბოლოოდ განთავისუფლება ხელისშემშლელი ტელეპატიური კავშირებისგან - 151515.
25) ენერგო-ვამპირების შეხვედრებისგან განთავისუფლება - 441.
26) ენერგეტიკული ან ფსიქოლიგიური ვამპირებისგან განთავისუფლება - 7000.
27) ჩვენი ენერგეტიკული ველიდან მოწინააღმდეგეთა განდევნა - 694.
28) ტელეპატიური მიჯაჭვულობების გაწყვეტა - 1577.
29) დიდი დამცველი წმინდა გიორგი - 118.
30) სულიერი შეთანხმებების გაწყვეტა - 5721.
31) სინათლის არსებებისთვის დახმარების თხოვნა გაგანთავისუფლოს იმ ადამიანისგან, ვისთანაც შეთანხმება გაკავშირებს, მაგრამ ის არ ასრულებს პირობას. ასევე, სხვა განზომილების არსებების გავლენისგან განთავისუფლება - 401.
32)ნერგო- ვამპირებისგან დაცვა- შესაძლოა სიზმრებში გაგიცხადდეთ ვინ არიან ეს აგრესორები - 7, 2033.
33)დუალურობაში ნათელი ამარცხებს ბნელს - 52574.
34) მადლიერება - 3333.

ბოლოში ვიმეორებთ ლოცვას:

ლოცვა:
“ მივმართავ ჩემში არსებულ ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც მ ე ვ ა რ, წარმართოს წმინდა კოდების გააქტიურების პრიცესი, რათა ყველაფერი იყოს ღვთიურ ნებასთან შეთანხმებულად და სრულყოფილ ჰარმონიაში.
ყველაფერი ასრულებულია აქ და ახლა! მადლობა''.

მადლობა ყველა ღვთიურ არსებას, რადგან ეს წმინდა კოდები მოხვდა ადამიანების ცხოვრებაში ჩვენი შინაგანი, სულიერი ზრდისთვის.
მადლობა, მადლობა, მადლობა!

image


მას
ემდეგ, რაც 9დღიანი წმენდა ჩაიტარეთ და 21 დღიანი დამცავი კოდები გაააქტიურეთ, შგიძლიათ სხვადასხვა კოდები შიძლება აირჩიოთ და გააკეთოთ:
ყურადღება!
სხვადასხვა კოდების პირდაპირ დაწყება 9დღიანი წმენდისა და 21 დღიანი დამცავი კოდის გარეშე არ იძლევა შედეგს.

1.აურის დაცვა - 19-9-1913
2. ნებისმიერი ბლოკის ტრანსმუტაცია იისფერი ალით - 860907.
3.სულიწმინდის კოდი. იმ კარმული ჯაჭვებისგან განთავისუფლება, რომლებიც ამ და ახვა წინა ცხოვრებებში ხელს გიშლის განვითარებაში - 443355.
4.კოდი, რომელიც ცნობიერში ამოიტანს და გარდაქმნის წინა ცხოვრებების დამაზიანებელ ბლოკებს - 442.
5. გზების გახსნის, გაწმენდის, კარმული ჯაჭვებისგან განთავისუფლება - 791.
6.პატერნების გაუქმება - 575, 26, 104, 1679.
7. წინა ინკარნაციების იდენტობების მოსმენა და ე.წ. გადმოყოლილი ვალების გაცნობიერება/გაშვება - 000
8. კარმული “კონტრაქტები'' -სგან განთავისუფლება - 1118.
9. გენეალოგიური ხის განკურნება - 553.
10. გენეტიკური მემკვიდრეობის ნეგატიური ასპექტებისგან განკურნება - 314.
11. მტკივნეული მეხსიერებიდან განკურნება 9 თვე დედის მუცელში ყიფნის დროს - 52.
12. დესტრუქციული მოგონებების და ტრავმების განკურნება დაბადებიდან 7 წლუს ასაკამდე - 919.
13. ნეგატიური მოგონებებისა და ტრავმების განკურნება 7 წლის ასაკიდან 18 წლის ასაკამდე - 59.
14. ქვეცნობიერში ნეგატიური მეხსიერების წაშლა - 45600.
15.განმაკურნებელი კოდი, რომელუც მოქმედებს ეფექტურად და ძლიერად ყველა სხეულის განკურნებისთვის. ძირიანად აღმოფხვრის შავი მაგიის გავლენას წინა ცხოვრებებშიც და ახლანდელშიც - 44.
16. ტელეპატიური კავშირების გაწყვეტა, რომლებიც მიგვაჯაჭვავენ ტოქსიკურ პირივნებებს და სიტუაციებს, საჭიროა მათგან განთავისუფლება - 577.
17. შინაგანი ბავშვის განკურნება - 89.
18. მთავარანგელოზი შამუელი, რომელიც კურნავს და პატიობს წარსულის და აწმყოს დაუბალანსებელ ურთიერთობებს - 725.
19. საგნების, ადამიანების, ადგილების, სხვა არსებების ნეგატიური ვიბრაციების გავლენებისგან გაწმენდა - 0927.
20. დაბალასტრალური არსებების ჩამოშორება და მათგან გაწმენდა - 237.
21. შინაგანი ხმის გამოღვიძება(განთავისუფლება) - 563.
22. აურის გაწმენდა - 26700.
23. მინიშნებების გამრავლება - 62413.
24. ღვთიური წყალობა - 7, 2033.
25. ღვთიური წყალობის გახანგრძლივება - 18.
26. უმაღლესი “მე'' - 864.
27. რწმენა - 32, 414.
28. მადლიერება - 3333.

ხშირად ისმება კითხვა - რას ნიშნავს პატერნების გაუქმება?
პატერნების გაუქმება ნიშნავს იმ რწმუნებულებების და ინფორმაციული რესურსის წაშლას ქვეცნობიერში, რომელიც ჩვენი არაა და რომელიც ოჯახში, სოციუმში ჩაგვინერგეს, ან წინა ინკარნაციებიდანაა გადმოყოლილი და ხელს გვიშლის განვითარებაში.
წმინდა კოდები საქმიანობაში, ბიზნესში, გაყიდვებში წარმატების მისაღწევად. :



1) კლიენტების მოზიდვა 71588.
2) გაყიდვების ანგელოზი 726.
3) იღბლის ანგელოზი 204.
4) საქმიანობის ანგელოზი 494.
5) ანგელოზი ალაგილი ( სამსახურში წარმატება) 52511.
6) ანგელოზი ნეგანი ( შესაძლებლობების გახსნა) 28500.
7) ახალი შანსის ანგელოზი 286.
8)მადლიერება ( რაც მაქვს და რასაც მივაღწევ) 3333.



ამოარჩიეთ თქვენთვის საჭირო კოდი, ან გაააქტიურეთ ყველა.
სამსახურის თემაზე აგესტას კოდები, გთავაზობთ რამდენიმე კოდის ნაკრებს, რომელთა გააქტიურებაც დაგეხმარებათ ბედნიერად მოძებნოთ სასურველი სამსახური. მთავარია რწმენით და პოზიტივით გაააქტიუროთ კოდები და აუცილებლად იმუშავებს ეს ტექნიკა.

კოდები კარგი სამსახურის მისაღებად

1 სასურველი სამსახურის პოვნა - 454545, 16700, 5600.
2.პოზიტიური ემოციების განვითარება - 578.
3 გზების გახსნა - 691.
4 ბარაქა, სიუხვე და კეთილდღეობა - 79.
5.სან ხუდას ტადეო ( ეხმარება სამუშაოს, ოჯახურ, ფინანსურ, პირად საკითხებში ) - 16700.
6. თვითშეფასება - 877.
7. რწმენის გაძლიერება - 32.
8. სამყაროსგან საჩუქრების მიღება..- 545.
9 (გარიგებებში)მოტყუებისგან, ღალატისგან დაცვა/განთავისუფლება - 3351.
10 ცუდი ენერგიების განულება - 618.
11. მადლიერება - 3333.


კოდი სხვისთვისაც შეგიძლიათ გაააქტიუროთ. ოღონდ ამ წესით:

“ ვააქტიურებ კოდს (წარმოთქვამ ჯერ კოდს და მერე იმ პიროვნების სახელს ვისთვისაც ააქტიურებ მაგალითად: შორენასთვის). ამის შემდეგ გაიმეორებ ამ კოდს (მხოლოდ კოდს) 45-ჯერ.
ბოლოს:
“კოდი გააქტიურებულია!
ასრულებულია!
მადლობა, მადლობა, მადლობა! ''

პრაქტიკა სრულდება შედეგის მიღებამდე.

.
მინდა ყველა დამწყებს ვურჩიო, რომ სანამ რამეს დააპრაქტიკებთ, ჯერ კარგად გაეცანით ნებისმიერ ტექნიკას, შეიმეცნეთ, გაიაზრეთ, კარგად გაიგეთ, ირწმუნეთ და ამის შემდეგ დააპრაქტიკეთ. დამიჯერეთ გაუაზრებლად გაკეთებულ ტექნიკებს არანაირი ძალა არ აქვს და მერე ნურავის დაწყდება გული თუ რომელიმე ტექნიკამ მასთან არ იმუშავა

ადიქციები და მენტალური პრობლემები.

ლუდოპათია - 272
მოწევაზე თავის დანებება - 25543 ან 811
ნიკოტინის ორგანიიზმიდან გამოდევნა - 1613
ტაბაკიზმი ( თამბაქოზე დამოკიდებულება) - 25543
ნარკომანია - 122714
ალკოჰოლიზმი - 71566
პანიკური აშლილობა (კრიზისი) - 1113
საკვებზე დამოკიდებულება - 724 ან 69
გადაჭარბებული მადა - 551
ბულიმია - 615
ანორექსია - 27600
ავტობოიკოტი - 593
თვითშეფასება -877
დესტრუქციულ ურთიერთობებზე დამოკიდებულება - 852
საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება ( დანაშაულის გრძნობის გამოსყიდვა ქვეცნობიერად) - 202
ფრჩხილების კვნეტა - 67120
შოპინგით ადიქცია - 25
დეპრესია - 9
სტრესი - 52579
შიზოფრენია - 2913
ფობიები - 66 ან 32
ინსომნია - 531
მანიები - 1119
მანქანის მართვის შიში - 88
სიკვდილის შიში ( ამ შიშისგან განთავისუფლება) - 928
მიტოვების შიში - 427
პარანოია - 1559
ნერვები - 827
სხვებზე და სხვადასხვა მოოვლენებზე ზედმეტად ნერვიულობა - 215633
ჰიპოქონდრია - 26300
პერფექციონიზმი - 2710
კოშმარები - 57721
დაუნის სინდრომი - 418
ბიპოლარული აშლილობა - 721
ფსიქიკური აშლილობა - 488
ნერვიული ტიკები - 829

კოდები სიმდიდრისთვის

image


1) კლიენტების მოზიდვა 71588.
2) გაყიდვების ანგელოზი 726.
3) იღბლის ანგელოზი 204.
4) საქმიანობის ანგელოზი 494.
5) ანგელოზი ალაგილი ( სამსახურში წარმატება) 52511.
6) ანგელოზი ნეგანი ( შესაძლებლობების გახსნა) 28500.
7) ახალი შანსის ანგელოზი 286.
მადლიერება ( რაც მაქვს და რასაც მივაღწევ) 3333.


სიმდიდრის, ბარაქის ენერგიის გააქტიურება ჩვენს ცხოვრებაში წმინდა კოდებით.

18 დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ ყოველ დღე ამ 10 კოდის გააქტიურება, რათა მოიზიდოთ და გაუხსნათ ფულის ენერგიას გზა თქვენს ცხოვრებაში.

თითოეული კოდის გააქტიურება ხდება მისი განმეორებით 45-ჯერ. არ უნდა შეგეშალოთ და თუ ბოლომდე არ მიიყვანთ პრაქტიკას, არ დაიწყოთ საერთოდ.

1) ბარაქა 194.
2) სიმდიდრის ზრდა 133.
3) გზების გახსნა ფულის ენერგიისთვის 691.
4) ფულის შიშის განკურნება 300
5) სამყაროსგან საჩუქრების მიღება 545.
6) ბარაქის ანგელოზი აბუნდია 71269.
7) ანგელოზი პარასიელი 515.
8 ფულის შემოდინება დაბრკოლებების გარეშე 42170.
9) ფულის მიღება სასწრაფო საჭიროებებისთვის 897.


თუ რომელიმე თქვენგანმა ვერ გაიგო, როგორ დავაპრაქტიკოთ წმინდა კოდები, სხვაგვარად აგიხსნით.

გიზიარებთ ერთ-ერთ უმთავრეს წმინდა კოდს, რომელიც არის კარგი ჯანმრთელობისთვის - ესაა 60.
სწორედ ჯანმრთელობის წმინდა კოდის მაგალითზე გასწავლით როგორ ვაკეთებთ ამ პრაქტიკას.
წმინდა კოდი წარმოითქმის 45-ჯერ.
შეგიძლიათ წარმოთქვათ სათითაო ციფრებით( ექვსი, ნული), ან მთლიანად(სამოცი).როგორც გინდათ.
ვაპრაქტიკებთ დღეში ერთხელ (მეტჯერაც შეიძლება თუ ამის სურვილი და საჭიროება გაქვთ).ვაპრაქტიკებთ ყოველ დღე, შედეგის მიღებამდე.

თუ თქვენთვის აკეთებთ შემდეგი წესით სრულდება ტექნიკა:

“ვააქტიურებ კოდს 60 ''
ამ ხსენებულ კოდს იმეორებთ 45-ჯერ.რომ დაამთავრებთ, ამბობთ:
“ კოდი გააქტიურებულია!
ასრულებულია!
მადლობა, მადლობა, მადლობა''.

თუ სხვა პიროვნებაზე აკეთებთ, სრულდება ასე:

“ვააქტიურებ კოდს 60 (მაგალითად) მადონასთვის.''
მისი სახელის წარმოთქმისას წარმოიდგენთ ამ ადამიანს ვიზუალიზაციით
და ამ ხსენებულ კოდს იმეორებ 45-ჯერ.რომ მორჩები:
“ კოდი გააქტიურებულია!
ასრულებულია!მადლობა, მადლობა, მადლობა''.

სცადეთ და დარწმუნდებით, როგორ მოქმედებს ციფრებისა და რიცხვებისა მათემატიკა!
გაითვალისწინეთ, ციფრები სამყაროს შექმნისთანავე გაჩნდა!


1
379
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
379
  
2021, 11 ივლისი, 11:19
9 დღიანი წმენდის კოდები რომელია და 21 დღიანი დამცავი კოდები რომელია.რომ გამარკვიოთ თუ შეიძლება.მადლობა????
0 1 1