x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა - როგორ უნდა გავატაროთ წელიწადის ყველაზე გრძელი დღე, რომ იღბალი და ბედნიერება მოვიზიდოთ
image


21 ივნისს - წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს და ყველაზე მოკლე ღამეს - მზებუდობას აღვნიშნავთ. ასტრონომიულად ამ დღეს იწყება ზაფხული. წელს ეს დღე მზარდი მთვარის პერიოდში, სავსემთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე დგება (სავსემთვარეობას ველოდებით 24 ივნისს). მთვარე ამ თვეშიც კვლავ ახლოსაა დედამიწასთან და მისი გავლენაც მაქსიმალურად იგრძნობა. გარშემო მყოფებს აღენიშნებათ: ემოციურობა, ბუტიაობა, ბავშვური ჯიუტობა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, არ იჩხუბოთ და იყვიროთ. პოზიტიური განწყობა რომ მიიზიდოთ, ჩაიცვით ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი სამოსი. გაუმასპინძლდით მეგობრებს გემრიელობებით, თუ გსურთ, ბარაქა მოიზიდოთ, რაფაზე დადეთ საფულე, მთელი დღით დაიმუხტოს მზის ენერგიით. ბედნიერების მოსაპოვებლად, მზის ენერგიით დამუხტეთ თილისმა, ოქროს სამკაული.


ყოველ წელს, როცა მზე კირჩხიბის პირველ გრადუსში გადადის, ზაფხულის მზებუდობა დგება, წელს ეს მოვლენა 7:32-ზე დაიწყება. მთვარე ამ დღეს მორიელის ნიშანში იქნება, აქტიური წყლის სტიქია. იმატებს ინტუიცია, ადამიანებს უადვილდებათ დაფარულისა და საიდუმლოს ამოხსნა. მორიელს ვერავინ მოატყუებს. თუმცა, ემოციურობაც პიკზეა და ადამიანებს მისი მოთოკვა გაუჭირდებათ. მოერიდეთ ახლობლებისთვის გულისტკენას, სარკასტულ ხუმრობას. არ მიიღოთ მათრობელა საშუალებები.


ძველად, ზაფხულის მზებუდობაზე აგროვებდნენ სასარგებლო, სამკურნალო მცენარეებს, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მაქსიმალურად სავსენი იყვნენ დადებითი ენერგიით. ამ დღეს წყლით მოწმინდეთ იატაკი, გაწმინდეთ ფანჯრები, რათა მზის ენერგია უწყვეტად შემოვიდეს თქვენს ბინაში.



გირჩევთ, მზის ამოსვლას მიეგებოთ (მზე ამ დღეს 5:46-ზე ამოვა). შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილი, ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიყვარული უსურვეთ საკუთარ თავს და ახლობლებს. იყავით სამყაროს მადლიერი, იმისთვის, რაც გაქვთ. ამ დღეს კარგი იქნება წყლის პროცედურები.


21 ივნისს მზეც და მთვარეც წყლის ნიშნებში - კირჩხიბსა და მორიელშია. ასტროლოგიაში კირჩხიბი ჩვენს ფესვებს, წინაპრებს, მშობლებს და მათდამი ჩვენს დამოკიდებულებას აღნიშნავს. ნუ გაკიცხავთ მშობლებს, პირიქით, იყავით მათი მადლიერი. აპატიეთ, თუ მათზე ნაწყენი ხართ. მოეფერეთ, გაანებივრეთ ტკბილი სიტყვით. იზრუნეთ, ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე, თუ საჭიროა, დაიწყეთ სახლის შელამაზება, რემონტი. აღადგინეთ ოჯახური ტრადიცია. მთვარე მორიელში მოგვიწოდებს, ვიმუშაოთ, საკუთარ თავთან, შეიძლება საჭირო გახდეს შინაგანი ტრანსფორმაცია.


ასროლოგიური კონფიგურაციის გათვალისწინებით მოგინდებათ ფინანსური კეთილდღეობა, პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება. ეცადეთ, ფული პატიოსანი გზით გამოიმუშაოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ხელოვნებასთან კავშირი. ნუ დაძაბავთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, არ გირჩევთ, მის კონტროლს, ეჭვიანობას. იყავით ჰარმონიული, ისწავლეთ უსიამოვნებების კონფლიქტის გარეშე, დიპლომატიურად მოგვარება.


ბედნიერ მზებუდობას გისურვებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ



6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს

0
748
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0