x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„შეყვარებული ვარ, თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ“... - გელა დაიაური
image


2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - „ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. მათ შორის იყო პოეტ გელა დაიაურის ოჯახიც. ტრაგედიის შედეგად დაიაურმა ოჯახის წევრები დაკარგა.

.

და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.



.

პოეტის ცხოვრებაში მუცოს ტრაგედიამ, მეუღლისა და შვილების დაკარგვამ უკვალოდ არ ჩაიარა – მეთერთმეტე წელი გავიდა იმ დღიდან. ამბობს, რომ არის მიზეზები, რაც აძლებინებს ამ ცხოვრებაში.


გადაცემაში „ყვითელი ყუთი“ ხუთშაბათს სტუმრად გელა დაიაური ჰყავთ, სადაც ის ცხოვრების მძიმე თემებზე საუბრობს. ის პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა პირველად ალაპარაკდება. როგორც გადაცემის სატელევიზიო ანონსიდან ირკვევა, მუსიკოსი გელა დაიაური მარტოობამ დაღალა. უმძიმესი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ გელა დაიაური ღიად, კამერებისა და საზოგადოების წინაშე აცხადებს, რომ შეყვარებულია და ამ კუთხით სერიოზულად ფიქრობს.


თუმცა, გელა დაიაური იქვე იმასაც დასძენს, რომ თეონას ვერავინ შეცვლის და შეუძლებელია მის მიერ დატოვებული სიცარიელე მის გულსა და ცხოვრებაში ვინმემ ამოავსოს. თუმცა, ის გულწრფელად საუბრობს იმაზეც, რომ აუტანელი და რთული იყო ამ ტრაგედიის შემდეგ მარტოობის ათწლეული.

,

.

„რაც შეეხება ტრაგედიას: ვფიქრობ, აღარ ვარ ის, ვინც ვიყავი. სიცოცხლის ხალისი დავკარგე. თითქოს გაუთენებელი ღამე ჩამოდგა სულში. ყველაფერი მიხაროდა და მახალისებდა… იმედიანად ვუყურებდი ცხოვრებას. ეს ყველაფერი ჩაკვდა ჩემში. ახლა თუ წავიღიღინებ ან თუ ლექსს წავიკითხავ, მეგობრების ხათრით და უხალისოდ. აი, ეს შეიცვალა ჩემში. - ამბობს დაიაური.

0
306
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0