x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134599
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში

image

ადრე ადამიანის რესურსების მართვა მნიშვნელოვნად მარტივი იყო, რადგან სამუშაო ძალა ძალიან ჰომოგენური იყო. ახლა კი ის ჰეტეროგენული გახდა და მრავალფეროვნებამ უამრავი დამატებითი ფაქტორი გამოავლინა, რასაც მართვა სწირდება. მრავალფეროვნების მართვა საჭიროა უსამართლო დისკრიმინაციის მოსაშორებლად და ამით შესაძლებელი გახდება რომ თანამშრომლები თანაბარ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს.


დისკრიმინაციის გავლენას შინაგან და გარეგან ფაქტორებზე უამრავი მკვლევარი იკვლევს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი სამეცნიერო ნაშრომი იკვლევს გენდერული დისკრიმინაციის საკითხს სამუშაოს დროს მის გავლენას სამუშაოთი კმაყოფილებაზე, მოტივაციაზე, ერთგულებაზე, ენთუზიაზმსა და სტრესის დონეზე. დახურული კითხვარი ჩატარდა 526 მამაკაცისა და ქალზე. სადაც გამოკითხული იყო დაბალი, საშუალო და უმაღლესი კატეგორიის ჯანდაცვისა და განათლების მქონე თანამშრომლები.

- კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ ორგანიზაციაში ქალი უფრო მეტად განიცდიდა დისკრიმინაციას, ვიდრე მამაკაცი.


- დასკვნებმა ასევე აჩვენა, რომ ქალი უფრო მეტად განიცდის დისკრიმინაციას, ვიდრე მამაკაცი კერძო სექტორში, ვიდრე სახელმწიფო სექტორში.

- რაც შეეხება გენდერული დისკრიმინაციის ზეგავლენას სხვა ფაქტორებზე, გენდერული დისკრიმინაცია ამცირებს თანამშრომლების კმაყოფილებას, მოტივაციას, ერთგულებასა და ენთუზიაზმს და ზრდის სტრესის დონეს.

image

სხვა ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, დისკრიმინაცია, რომელიც გამოვლინდა როგორც გენდერული ასევე - ასაკის კუთხითაც.სამუშაოსთან დაკავშირებული ჯარიმები უფრო დიდია ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალებისთვის და ნაკლებია საშუალო ასაკისთვის. ასეთი განსხვავება მამაკაცებს შორის არ გამოვლენილა და ამ კვლევაში არანაირი ემპირიული მხარდაჭერა არ ყოფილა რომ ქალებს კარიერული თვალსაზრისით ნაკლები მიღწევები ჰქონდათ კაცებზე.


კვლევის ფარგლებში სპეციალური აპლიკაცია შემუშავდა, რომელიც იკვლევდა job.ge-სა და hr.gov.ge-ზე განთავსებულ განცხადებებში სქესზე ორიენტირებულ ენას კონკრეტული საძიებო სიტყვების საშუალებით. კვლევამ მოიცვა 2010 წლიდან 2014 წლის პერიოდი. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10 პროცენტის შემთხვევაში ფიქსირდება, ხოლო მამაკაცზე ორიენტირებული ენა 24 პროცენტის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია, რომ jobs.ge-ზე უფრო ხშირია დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები ვიდრე hr.gov.ge-ზე. აღნიშნული კვლევა ექსპერიმენტულია, არ ასახავს ზუსტ სურათს, რადგანაც სიტყვების ძიება კონტექსტისგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, კვლევა გარკვეული ტენდეციების გამოკვეთის შესაძლებლობას იძლევა.



0
30
2-ს არ მოსწონს
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0