x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სულგაყიდული ძაღლიშვილები ხართ!!! აქამდე სად იყავით თუ ეს ყველაფერი იცოდით?! - გრინ ბარეტი

image


ჟურნალისტი, პოეტი და სოციალური აქტივისტი, რომელიც ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ სივრცეში "გრინ ბარეტის" ფსევდონიმით არის ცნობილი "ტელეიმედის" მიერ, საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, გიორგი გახარიას კორუფციული საქმიანობის შესახებ მომზადებულ სკანდალურ ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ტელეკომპანია "იმედს" სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, თუ მათ მსგავსი ინფორმაციის შესახებ იცოდნენ რატომ იყვნენ აქამდე ჩუმად. სწორედ ამიტომ "გრინ ბარეტის" აზრით, "ტელეიმედი", "მთავარ" არხს, "ფორმულასა" და "ტვ პირველს" არათუ რაიმეთი სჯობს, არამედ პირიქით, მათზე უარესიც კია: "ბიჯოო!... - გახარია კი არ მომწონს, -არც ადრე მომწონდა დიდად თქვენგან განსხვავებით, - "იმედი" მეზიზღება!..და მრცხვენია, რომ ამ ტელევიზიის სათავეებთან დგომით ვამაყობდი და იქ დაბრუნება მენატრებოდაიმ ტელევიზიის, - ბოლო რამდენიმე წელი ხოტბას რომ ასხამდა და დითირამბებს უგალობდა ჯერ სახელმწიფოს ხერხემალ შინაგან საქმეთა მინისტრსა და შემდგომში კი ამ სახელმწიფოს ჯერ არნახულ პრემიერ-მინისტრს, უძლიერეს კრიზის-მენეჯერს, რომელმაც ქვეყანა და მისი ეკონომიკა, მინიმუმ კორუფციის ჭაობისაა და პანდემიის მომაკვდინებელი ეფექტისაგან დაიხსნა...წუხელ კი დაჩქარებული წესით გვიცხობს ყოვლად სამარცხვინო ფილმს, წინასიტყვაობით, - "ახლა ჩვენ გიჩვენებთ ვინ იყო სინამდვილეში გიორგი გახარია..."და თურმე ამათ სულ დეტალებში ცოდნიათ, დღიდან სახელმწიფო სადავეებთან მისვლისა, თუ რა შავბნელ საქმეებს სჩადიოდა ბატონი გახარია ყველა მიმართულებით, ნაციონალებთან კოორდინირებული მოქმედებით დაწყებული, (?!) სენაკის სასაფლაოს დირექტორის დანიშვნით დამთავრებული... ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ე ბ ო ! . . (თქვენზე ზედგამოჭრილ სლენგს არ ვიხმარ ამჯერად) აქამდე სად იყავით თუ ეს ყველაფერი იცოდით?! და რით ჯობიხართ თქვენ მთავარს, ფორმულასა და ტვ პირველს?! არაფრით... - უბრალოდ იმათზე ასჯერ მეტად სულგაყიდული ძაღლიშვილები ხართ!!! ვსო, - მე მოვრჩი!!! - წერს "გრინ ბარეტი".














0
940
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
940