x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134599
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
კარიბის (კუბის) კრიზისი - კონფლიქტის ანალიზი

image

კარიბის კრიზისი 20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდია.
კარიბის კრიზისი იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც აშშ და სსრკ ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული.

კუბაში სსრკს მიერ რაკეტების შეტანის მიზეზი და კონფლიქტის ესკალაციის პირველი ნაბიჯი გამოიწვია იმიჯის შელახვის მუქარამ, რომელიც ესკალაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყაროა. თურქეთში განთავსებული ამერიკის რაკეტები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა სსრკს როგორც უსაფრთხოების ასევე იმიჯის თვალსაზრისით.

კონფლიქტში მყოფი ჯგუფების წარმატება უკავშირდება გარედან მიღებულ დახმარებას. კენედის ქმედება კარიბის კუნძული მოექცია საჰაერო და საზღაო კარანტინსი შეიძლება ჩაითვალოს ტაქტიკად, რომ მას სურდა ამ ქმედებით, გარეგანი დახმარების ბლოკირებით, გარემოება შეეცვალა, რაც გამოიწვევდა კონფლიქტის შემცირებას.


კარიბის კრიზისის დროს ესკალაციის შიში აღმოცენდა, რადგან საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები უფრო ახლოს აღმოჩნდნენ შეიარაღებულ კონფლიქტთან, ვიდრე ოდესმე „ცივი ომის“ დროს. ამის შემდეგ მალევე დაიწყო განმუხტვის პერიოდი, როდესაც ორივე მხარე ძალისხმევას არ იშურებდა მათ შორის არსებული წინააღმდეგობების დეესკალაციისთვის. ორივე სახელმწიფომ დაინახა უფსკრული და უკან დაიხია კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ესკალაციის შიშმა გამოიწვია სტაბილურობის გაძლიერება. ორივე მხარემ მოახლოებული უბედურების აშკარა ნიშნების დანახვის შემდეგ გააორმაგა ძალისხმევა რომ კონფლიქტი ესკალაციის საწინააღმდეგო მხარეს წარემართათ.

კარიბის კრიზისი შეიძლება ჩაითვალოს ცივი ომის ესკალაციის უმაღლეს წერტილად, კარიბის კრიზისისას მოხდა კონფლიქტის მზარდი ესკალაცია. ერთი მხარის ტრანსფორმაცია სარკისებურად აისახა მეორე მხარეზე. თურქეთში განთავსებულმა რაკეტებმა განაპირობა სსრკს მოქმედება და კუბაში საჰაერო და საზღვაო კარანტინი გამოიწვია. ამ გარდაქმნების შედეგად დაძაბულობამ პიკს მიაღწია. თუ კუბის კრიზისის ესკალაციის ტრანსფორმაციის ტიპზე ვისაუბრებთ ამ მაგალითისთვის შესაბამისი იქნება მცირედან- უფრო დიდისკენ ტაქტიკა, რაგდან ორივ მხარე სულ უფრო და უფრო ერთვება ბრძოლაში და ახალ-ახალ რესურსებს იყენებს მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.


კარიბის კრიზისს კარგად ერგება კონფლიქტის სპირალური მოდელი. ესკალაციის ჩაკეტილი წრე გამოიწვია ქმედებებმა და უკუქმედებებმა. ერთი მხარის მოქმედებამ გამოიწვია მეორის მოქმედება, შეიკრა წრე და კუბის მიერ ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებამ ესკალაციის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. სწორედ ამ უმაღლესი წერტილის დროს მიაღწია ორივე მხარემ მკვდარ წერტილს.


რა გახდა დეესკალაციის მიზეზი? - მკვდარი წერტილი. ორივე მხარე მივიდა იმ დასკვნამდე რომ მათთვის კონფიქტი აუტანელია და უნდათ რომ ის რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, რადგან უკვე მიღწეულია კონფლიქტის მაქსიმალური წერტილი.

კარიბის კრიზისის დროს მკვდარი წერტილის გაჩენის მიზეზი მიუღებელი დანახარჯებია. კონფიქტის გაგრძელება უამრავი ადამიანის სიკვდილს და დაზარალებას გამოიწვევდა, რაც ორივე მხარემ მშვენივრად იცოდა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა და რესურსი, რომ კუბის ნაპირებიდან შორს გაეგრძელებინათ დაპირისპირება. მაგრამ მისი სავარაუდო საფასური ორივე მხარეს ისე დიდად მოეჩვენა, რომ ამან შემდგომი ბრძოლა შეუძლებელი გახადა. ასეთი მდგომარეობის შედეგი გახდა კლასიკური მკვდარი წერტილი, სადაც თითოეულმა მხარემ ესკალაცია წაიყვანა ისე შორს, რამდენადაც გაბედა.

0
434
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0