x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134599
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
პოზიტური ფსიქოლოგია

პოზიტური ფსიქოლოგია ეფუძნება რწმენას იმის შესახებ, რომ ადამიანებს სურთ სრულყოფილი და მნიშვნელოვნებით სავსე ცხოვრება. უნდათ თავი მოუყარონ იმას, რაც საუკეთესოა მათ გარშემო. სურთ მიიღონ გამოცდილება სიყვარულში, საქმიანობაში, ურთიერთობებში, კარიერაში... პოზიტიური ფსიქოლოგიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია "ავაშენოთ" ჯანსაღი და ძლიერი ფსიქიკა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის საუკეთესო მიღწევებს ცხოვრებაში.
პოზიტიურ ფსიქოლოგიას აქვს სამი ცენტრალური კონცეფცია: პოზიტიური ემოციები, პოზიტიური ინდივიდუალური თვისებები და პოზიტიური ინსტიტუციები.
პოზიტიური ემოციების გაგებისას იგულისხმება წარსულის კმაყოფილების, აწმყოს ბედნიერების და მომავლის იმედის შესწავლა. პოზიტიური ემოციები ეხმარება ადამიანს მოახდინოს სხეულის რელაქსაცია და შეინარჩუნოს თავისი ფსიქოლოგიური ბალანსი. დადებით განწყობას შეუძლია დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს შემოქმედებითი მხარის განვითარებასა და გაფურჩქვნას.
პოზიტიური ინდივიდუალური თვისებების შესწავლისას ვგულისხმობთ პიროვნების ძლიერ მხარეებს, ღირსებებს, როგორებიცაა სიყვარულის და მუშაობის უნარი, სიმამაცე, თანაგრძნობა, მედეგობა, შემოქმედებითობა, საკუთარი თავის შეცნობა, ზომიერება, თვითკონტროლი და კეთილგონიერება.
პოზიტიური ინსტიტუციების გაგება მოიცავს იმ ძლიერი მხარეების შესწავლას, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა საკითხის შესახებ დამოკიდებულებების და აზრების ჩამოყალიბებას.ესენია: პასუხისმგებლობის ქონა, მოქალაქეობრივი ვალდებულებები, მშობლის როლი, სამუშაო ეთიკა, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, მიზნები, ტოლერანტობა, სამართლის განცდა, აღზრდა.

მეცნიერება პოზიტიური ფსიქოლოგიის შესახებ მხარს უჭერს:
ოჯახებს და სკოლებს, რომლებიც ნებას რთავენ ბავშვებს, რომ „გაიფურჩქნონ".
სამუშაო ადგილებს, რომლებიც ხელს უწყობენ მაღალ პროდუქტიულობასა და ადამიანის სამუშაო ხარისხით კმაყოფილებას.
თერაპევტებს, რომლებიც წინა პლანზე ამოწევენ კლიენტების (პაციენტების) ძალას თერაპიის პროცესში.
პოზიტიური ფსიქოლოგიის გავრცელებას ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში.
როგორც დავინახეთ პოზიტიური ფსიქოლოგია არ განიხილება, როგორც მხოლოდ ბედნიერების შეგრძნების ან მხოლოდ დადებითი ემოციების პოსტულატი. ის სხვადასხვა უნარისა და თვისების გავარჯიშებას და წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს. ასევე დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გარკვეულ ცვლილებებს გვთავაზობს. ის ამბობს, რომ ჯანსაღი ფსიქიკა ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია ხართ თუ არა მზად გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და მიიღოთ მაქსიმუმი ცხოვრების შემოთავაზებებისგან.

ბედნიერება არის სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში. როგორც ოქსფორდის ლექიკონშია განმარტებული, ბედნიერება არის სიამოვნების ან კმაყოფილების შეგრძნება, როცა ჩვენ ბედნიერი ვართ, განვიცდით პოზიტიურ, დადებით ემოციებს, და კარგ განწყობილებაზე ვართ. ბედნიერება არ არის მუდმივი მდგომარეობა და ის ცვალებადობით ხასიათდება. პოზიტიურ ფსიქოლოგიაში ბედნიერების აღმნიშვნელი ტერმინი სუბიექტური კეთილდღეობაა, ამიტომაც ლიტერატურაში ხშირადაა გამოყენებული well-being, როგორ ბედნიერების სინონიმი.

სუბიექტური კეთილდღეობა არის სამეცნიერო ტერმინი ბედნიერებისა და ცხოვრების კმაყოფილებისთვის. ადამიანების სუბიექტური კეთილდღეობის დონეზე გავლენას ახდენს როგორც შინაგანი ფაქტორები, როგორიცაა პიროვნება და შეხედულებები, ასევე გარე ფაქტორები, მაგალითად, საზოგადოება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. სუბიექტური კეთილდღეობის მქონე ადამიანები, როგორც ჩანს, ჯანმრთელები არიან და უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ქრონიკულად სტრესული, დეპრესიული ან გაბრაზებული ადამიანები. ამრიგად, ბედნიერება დადებითის მომტანია თვითონ ადამიანისთვისაც და მის გარშემომყოფებისთვისაც.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0