x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავსტრალიას მილიონობით კანიბალი-ვირთხა შეესია,ნამდვილი ბიბლიური აპოკალიფსია(ვიდეო)
image

აბა წარმოიდგინეთ მილიონობით ვირთხა, რომელიც სახლებში მობინადრეების ტერორიზებას ახდენს, დაცოცავენ ფარდებზე, საწოლზე დაშლიგინობენ და კბენენ ხალხს ძილის დროს, სუპერმარკეტებში აფუჭებენ პროდუქტებს, ხოლო სავაადმყოფოებში აბინძურებენ სასმელ წყალს. ეს კოშმარი წარმოსახვითი ფანტაზია არ არის, არამედ რეალობა XXI საუკუნის ავსტრალიაში, სადაც ბიბლიური მასშტაბების "მღრღნელების ჭირი" ანადგურებს საკვებ მარაგებს და უბედურება მოაქვს ქვეყნისთვის.


ერთ შემთხვევაში, ქალის სახლი დაიწვა, რადგან თაგვების არმიამ მის სხვენში ელექტროგაყვანილობა გადაღრღნა. რებეკა უორდი(ქვემოთ ფოტოზე შვილებთან ერთად) საკუთარი თვალით ადევნებდა როგორ ნადგურდებოდა მისი ქონება, ხოლო მის გვერდით ტიროდა მისი 12 წლის ვაჟი ჯონი.

image



ზოგიერთი სასოწარკვეთილი ავსტრალიელი, თავის საწოლთან წყლიან ვედროებს დგამენ, შიგნით ფეხებს ყოფენ, რომ ვირთხებმა ზედ არ გადაუარონ.. იმავდროულად, მთავრობამ გამოსცა საგანგებო ბრძანება, მოწამლული სატყუარების გაორმაგების შესახებ, პრემიერ მინისტრის მაიკლ მაკკორმაკის განცხადებით: ”ერთადერთი კარგი თაგვი არის.. მკვდარი თაგვი.


ვირთხები ჭირი მარცვლეულის ფერმებში მოულოდნელად გავრცელდა 10 წლიანი გვალვების შემდეგ, საოცრად კარგი მოსავალის ფონზე.

დასაწყისისთვის, ფერმერები აღფრთოვანებული იყვნენ თავიანთი უხვი მოსავლით. მას შემდეგ, რაც მოსავალი უსაფრთხოდ შეინახეს ბეღლებში, აღტაცება კოშმარად იქცა.


"ჩვენ მართლაც კარგი წელი გვქონდა, უხვი მარცვლეული მივიღეთ", - ამბობს მაიკლ პეიტენი, რომელიც სიდნეის დასავლეთით, კანოვინდრაში ფლობს მეურნეობას.-"თივით გავავასეთ ფარდულები - და შევქმენით ეს მასიური "თაგვების სასტუმროები" სადაც ათასობით თაგვი შემოგვესია."

image

"მათ ხელში ჩაიგდეს ჩვენი სახლები, ფარდულები, ბეღელი, მანქანები, ტრაქტორები... ტექნიკა დაგვეწვა." ის დასძენს:" ამ სახლში ჭურჭლის სარეცხის მანქანის უკან შლანგი გადაღრღნეს, ამიტომ როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა მუშაობდა, სამზარეულო დატბორა. თუ ახლა ამ კარიდან გავალ და გავჩერდები, ისინი დამესევიან და შარვალში ჩამიძვრებიან შარვლის შიგნით დაეშვებიან, ისინი ყველგან არიან"


მღრღნელებმა უზარმაზარი ღირებულების მარცვლეული კულტურები გაანადგურეს .გადარჩენილი კი საკვებად აღარ გამოდგება.


სახლის მეპატრონეები, რომლებიც იყენებენ მოწამლულ სატყუარას და ხაფანგებს, ამბობენ, რომ ისინი ყოველ ღამე 600 თაგვს იჭერენ.


image

ფერმერებმის ზარალი აუარებელია, მაგალითისთვის ენ კალენმა ამავე შტატიდან, მღრღნელების გასანადგურებლად 25 000 დოლარი დახარჯა, თუმცა მაინც მოსავლის გარეშე დარჩა.

image


მთავრობამ 30 მილიონიანი პაკეტი გამოყო ვირთხებთან საბრძოლველად, თუმცა ფერმერებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის.თან არა ეფექტური ვიღთხებთან საბრძოლველად

ახალმა უელსმა საგანგებო მოთხოვნა შეიტანა მთავრობაში, ანტიკოაგულაციური შხამის ბრომადიოლონის ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ, რომელიც ამჟამად აკრძალულია მინდვრებში გამოყენებისთვის.




0
800
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0