ფეხბურთი ყველა სხეული ლამაზია.. - ჯორჯინა როდრიგესი ახალ რეკლამაში გადაიღეს 2021, 5 ივნისი, 16:40
პორტუგალიისა და ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი იტალიური ბრენდის, "იამამაის" თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმის სახე გახდა.
"ყველა თავისებურად ლამაზია, გიყვარდეს შენი თავი და სხვები" - ნათქვამია რეკლამის ვიდეოს წარწერაში.
სუპერ მოდელი მის წარსულზე საუბარსაც არ ერიდება:
"ახლა ყველასთვის შემიძლია დახმარება და ეს ძალიან მაბედნიერებს. კარგად ვიცი, რას ნიშნავს "გაჭირვებაში" ცხოვრება, როდესაც თვიდან თვემდე რაღაც კონკრეტული თანხა უნდა გეყოს. მე ყოველთვის მოდისა და სილამაზის სფეროში არ ვმუშაობდი, მეც მქონდა ცხოვრებაში რთული პერიოდი, თუმცა ყოველთვის ბედნიერი ვიყავი" - განაცხადა როდრიგესმა. ჯორჯინამ და კრიშტიანომ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ფეხბურთელის ამჟამინდელი მეუღლე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. 1628 შეფასება არ არის
|