x
image
მადამ ფისუნია
ღამურის მხედრის ისტორია
image

ერთერთი ყველაზე საშინელი ადგილი მსოფლიოში ესაა იამა რასკას ჯუნგლები. აქ ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია სიკვდილი და ყოველი წუთი შეიძლება გახდეს თქვენთვის ბოლო, ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილზე შესაძლოა მოხდეს ყველაფერი, შესაძლოა გადაგყლაპოთ უზარმაზარმა ანაკონდამ, ან თავს დაგესხათ და დაგგლიჯოთ საშინელმა ნადირმა, აქ ფრინველებიც კი სახიფათონი არიან თავიანთი წვეტიანი, ბასრი კლანჭებით და ნისკარტით. და არ დაგავიწყდეთ ობობები, ისინი აგებენ ხაფანგს თავიანთი ქსელებით, და ვინც მასში გაებმება იქიდან თავს ვეღარ დააღწევს. მაგრამ ეს ისტორია ამ საშინელ არსებებზე არაა, ესაა ისტორია ბიჭზე, რომელმაც შეძლო საკუთარი შიშის დაძლევა და წავიდა საკუთარ სურვილთან შესახვედრად. მას ეძახიან ბეთრაიდერს, იგივე ღამურის მხედარს.

ბავშვობაში იგი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, იგი მუშაობდა საკუთარი ოჯახის მიწებზე აგროვებდა სტაფილოს, ასუფთავებდა სარეველასგან, არემონტებდა საცხოვრებელ სახლს, მაგრამ მას მაინც ეჩვენებოდა რომ ეს ყველაფერი მისთვის არ იყო. მისი თვალები ყოველთვის ცას შეჰყურებდა, მას სურდა ჰქონოდა ფრთები რომ გაფრენილიყო ცაში და ეყურებინა ზემოდან სამყაროსთვის. ღამე როდესაც ბნელდებოდა იგი ადიოდა სახლის სახურავზე და შესცქეროდა ვარსკვლავებს.

უკიდეგანო მდელო განათებული იყო ვარსკვლავებით.


იგი იწვა სახურავზე და გაჰყურებდა საკუთარი სახლის ჩრდილს და ფიქრობდა რომ ის ამისთვის არ დაბადებულა, მაგრამ ბედმა მას მალევე მისცა ფრენის შანსი და მანაც ის არ გაუშვა ხელიდან.

მთელი დღის მუშაობის შემდეგ მან ვერც შეამჩნია როგორ ჩავიდა მზე და უკუნი ცა გაანათა მთვარემ, ამ ღამეს მთვარე იყო ჩვეულებრივზე ნათელი და ლამაზი, ბიჭი მიიჩქაროდა სახურავისკენ, რომ ახლოდან დამტკბარიყო მთვარით, ის ისე მიიჩქაროდა სახურავისკენ რომ სამუშაო იარაღებიც კი არ შეუნახავს. ძალიან წყნარი ღამე იყო მაგრამ უცნაური ხმა მაინც შემოესმა, ეს ხმა ძალიან ჰგავდა ფრთების ფარფატს. ბიჭმა იცოდა რომ ტყეში იყო ღამურების საცხოვრებელი გამოქვაბული. მაგრამ ისინი არ ესხმიან თავს ადამიანებს თუმცა მათი ზომები ადამიანისაზე ბევრად დიდია, ასეთი ღამურები იკვებებიან ძირითადად მწერებით. ზოგჯერ თავს ესხმიან ცხოველებს, მაგრამ არასოდეს ადამიანებს. ბიჭი დარწმუნებული იყო რომ მათ გაუგებდა, როდესაც უცებ თათი ჩაავლეს და გააქროლეს ცისკენ, უთქმელადაც ცხადია, რომ მას ძალიან შეეშინდა და საშინელი შეგრძნება დაეუფლა, ის ყოველწამს ხვდებოდა რომ რაც უფრო უახლოვდებოდა გამოქვამულს გადარჩენის შანსი უმცირდებოდა, მან მოიკრიბა ძალღონე, გააშვებინა თათი ღამურას და ააცოცდა ზურგზე. ის დაფრინავდა, ბიჭი კი მის ბეჭებზე იდგა და ათვალიერებდა სამყაროს ზემოდან. სიმაღლეზე ყოფნისას მან გააცნობიერა, რომ დაათრო სიმაღლემ ეს სწორედ ის იყო რაც მას აკლდა და სჭირდებოდა. მაგრამ უცებ მას გაახსენდა რომ დაფრინავდა უზარმაზარი ღამურით, მან აიღო თავისი იარაღი და ჩაარტყა ღამურას თავში, რის შემდეგაც იგი სახლის ახლოს ბუჩქებთან ჩამოვარდა. რომლებიც არანაკლებ საშიში იყო ჯუნგლებზე, სისხლში ამოთხვრილი შინ დაბრუნდა. სიმაღლის შიშის გამო გულისრევა დაეწყო, მაგრამ კვლავ გაიტაცა თრობამ სიმაღლისა, იმ ღამით ვეღარ შეძლო დაძინება, დღისითაც ვეღარ მუშაობდა, დრო გადიოდა და ის სულ კვლავ გაფრენაზე ფიქრობდა. ის ხშირად მიდიოდა ჯუნგლებში და ყოველ ჯერზე უფრო შორს, წლის დროები ერთმანეთს ცვლიდნენ ბიჭი იზრდებოდა და იწვოდა კვლავ გაფრენის ოცნებით, სანამ ერთ დღესაც მან არ მიაღწია გამოქვაბულამდე, ეს ღამურათა სამყოფელი იყო. თან ჰქონდა წაღებული მხოლოდ თოკი და ალკოჰოლი გამბედაობისთვის, რომლის დალევის შემდეგაც საბოლოოდ მოიკრიბა გამბედაობა და შევიდა გამოქვაბულში საკუთარ ბედთან შესახვედრად.

მას შემდეგ, ბიჭი ყოველ ღამე დაფრინავს უზარმაზარი ღამურით.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0