x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მედდამ თავის კოლეგები ნაცისტებს შეადარა,ხოლო ვაქცინაციას "სიკვდილის ესკადრონი" უწოდა
image

ბრიტანელი მედდა, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგ იბრძოდა და ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს კორონავირუსის შესახებ, თავისი კოლეგები ნაცისტებს შეადარა.



მედდების და ექთნების საბჭომ (NHS) იგი სამსახურიდან დაითხოვა.



კეტი შემირანმა ბოროტად გამოიყენა მედმუშაკის სტატუსი Covid-19 -ით გამოწვეულ პანდემიაზეა ცრუ პროპაგანდის გავრცელების მიზნით.



იგი ამტკიცებდა, რომ ვირუსი გამოიწვია 5G– ანტენებმა, ხოლო ვაქცინები სასწრაფოდ იმიტომ შემოიღეს, რომ "მალე მოგკლან".



აღშოთებული და სიძულვილის ენით მოსაუბრე ექთანი საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ " მედდები ჩართული არიან გენოციდში, რომ ვაქცინაციის ჯგუფებს უნდა ეწოდოს "სიკვდილის ესკადრონები", ხოლო NHS- ს "ახალი ოსვენციმი". ქალბატონმა შემირანი, შეთქმულების სხვა თეორეტიკოსებთან, დევიდ აიკესთან და პირს კორბინთან ერთად მონაწილეობდა ტრაფალგარის მოედანზე გამართულ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვის საწინააღმდეგო მასობრივ საპროტესტო აქციებში.

image



image

image

ოთხი შვილის დედამ ნოტინგემიდან ნახა, რომ მისი სოციალური ქსელის ანგარიშები წაშლილია, ხოლო ექთნების და მედდების საბჭოდან(NMC) დაითხოვეს დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

NMC კომიტეტმა უკვე დაადასტურა, რომ მისი საქციელი სერიოზულად საშიში იყო, რის გამოც იგი სამუდამოდ უნდა მოიხსნას მედდების აღრიცხვიდან.



თავის განჩინებაში, კომისიის თავმჯდომარემ დაადგინა, რომ ქალბატონიემირანი ცდილობდა ადამიანები დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დადგენილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების საწინააღმდეგოდ განეწყო, ამისთვის კი იგი სოციალური მედიის პლატფორმებს და სახალხო ღონისძიებებს იყენებდა".

image


კომისიამ დაადგინა, რომ ქალბატონიემირანი NMC 1986 წლის ივნისში შეუერთდა, ადრე მუშაობდა ნაციონალური ჯანდაცვის სამსახურში, მაგრამ ახლა საკუთარ თავს აღწერდა, როგორც „ესთეტიკური პრაქტიკოსი-მედდა“.

image


თავის ვიდეომომართვებში იგი ექთნის ფორმით გამოდიოდა საკუთარ თავს უწოდებდა "a Natural Nurse in Toxic World", (ნატურალური მედდა მოწამლულ მსოფლიოში) პირბადეებს იგი უწოდებდა "ბინძურ ძონძს" და "ლაგამს". იგი ამტკიცებდა, რომ ის "ვერ აჩერებენ ვირუსს" და რომ "პირბადის ტარებით იზრდება ბაქტერიებისა და ინფექციების რისკი".

0
282
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0