x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ცოტა ნაკლებგოიმურად მოიქეცით, დროა უკვე...“ - ნათია ფანჯიკიძე
image


პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას მეუღლე, ცნობილი ფსიქოლოგის, ნათია ფანჯიკიძის თქმით, ორი ღამეა ძილში ხელს მანქანების ხმაური უშლის.

.

მისივე თქმით, თბილისში საშვი ამ დროისთვის უკვე იმდენ ადამიას აქვს, რომ „ბროდვეიზე არაა ისეთი გადატვირთული მოძრაობა, როგორც სოლოლაკში”.


.

„ორი ღამეა, მანქანების ხმაური მიშლის ხელს ძილში, გადავეჩვიე რომელსაც, ბროდვეიზე არაა ასეთი მოძრაობა, როგორიც სოლოლაკში.


.

ჰოდა, რა ხდება, აღარ არის კომენდანტის საათი, თუ ნახევარ თბილისს საშვი გაქვთ? მოხსენით მაშინ კომენდანტი საერთოდ და ცოტა ნაკლებგოიმურად მოიქეცით, დროა უკვე, ამდენი ხანია თავი რაღაც გგონიათ, ჰოდა რამე მაინც ისწავლეთ, რა არის თვისებრივად ქაჯობა და რა არის მოქალაქეობა და საერთო მდგომარეობის პატივისცემა”, – წერს ფანჯიკიძე.

.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ როდესაც ადამიანი გამოკეტილია და მთელი მსოფლიო ერთი თემის გარშემოა ფოკუსირებული, ეს სტრესს ზრდის, მაგრამ არ უნდა შევუშინდეთ ამას.

,


როგორც ფანჯიკიძემ კორონავირუსის გამო შექმნილ იზოლაციასთან დაკავშირებით თქვა, სახლშიც შეიძლება ბევრი გასართობის მოძებნა, მათ შორის ფიზიკური აქტიურობაც.

.

“საბედნიეროდ სრული კარჩაკეტილობა არ გამოვა. იმიტომ, რომ ხანდახან მაინც უწევთ ადამიანებს გარეთ გასვლა, თუნდაც რაღაცის საყიდლად. მენტალური პრობლემა მარტივად შეიძლება იყოს თავიდან არიდებული. სახლში ძალიან ბევრი გასართობია და არა მხოლოდ სოციალურ ქსელები. არსებობს წიგნები, ფილმები და რაც მთავარია სახლშიც შეიძლება ფიზიკურად იაქტიურო, რაღაცა აკეთო და მხოლოდ მიწოლილი არ იყო.

.

სტრესი თავისთავად ძლიერდება, როდესაც გამოკეტილია ადამიანი და მთელი მსოფლიო კონცენტრირებულია ერთ თემაზე, აქედან გამომდინარე ყველგან ერთი თემის გარშემო გიწევს ფოკუსირება, ეს უფრო ზრდის სტრესს, მაგრამ ასეც ნუ შევშინდებით, რომ ამ მდგომარეობიდან ფსიქიკური დაავადებით გამოვალთ”, – აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

0
595
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0