x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134587
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508707
ოიდიპოსის კომპლექსი და მისი გამოვლინებები

ოიდიპოსის კომპლექსი ერთ-ერთი მთავარი საკითხია ფროიდის თეორიაში.მისი არსებობა არაერთი კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულა, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს.ფროიდის ხედვა ამ საკითხის მიმართ ჩვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და შევეცდებით ოიდიპოსის კომპლექსის იდეა სხვადასხვა კუთხით დაგანახოთ.კერძოდ რა არის ის, როგორ აღმოაჩინა და ჩამოაყალიბა ფროიდმა, რა ისტორიული საფუძველი ჰქონდა, რა კრიტიკა მოჰყვა ამ იდეას და რა დასაბუთებები ჰქონდა ფროიდს, რა არის ოიდიპოსის კომპლექსის უარყოფითი მხარეები და როგორ სუბლიმირდება ის შემოქმედების სხვადასხვა სფეროში.

  • ბავშვთა სექსუალობა.
1905 წლამდე, სანამ ფროიდი გამოაქვეყნებდა სამ ესსეს სექსუალობის თეორიის შესახებ, იმ დროინდელი საზოგადოებას არც კი წარმოედგინა, რომ მომწიფების ასაკამდე, ბავშვებს, სექსუალური ხასიათის აზრები და ფანტაზიები ექნებოდათ. ფროიდი გაბედულად ამტკიცებდა, რომ ბავშვებს ახასიათებთ ადრეული სექსუალური ქცევები, როგორიცაა მასტურბაცია რასაც ზრდილობიანი საზოგადოება „პერვერიებს“ უწოდებს. ინფანტილური ამნეზია, ამ ყველაფრის შემდგომში გახსენებას ხელს უშლის, მაგრამ ზრდასრულ ასაკში, სექსუალრ ცხოვრებაში, მაინც ჩანს ამ ადრეული გამოცდილების ფესვები. ფროიდის მტკიცებამ, რომ ეს ინფანტილური სექსუალებოა არსებობს და სრულიად ნორმალურია, მეოცე საუკუნე გაანთავისუფლა, სასტიკი თვალთმაქცობისაგან და დაამსხვრია იმ დროინდელი, სექსუალობის სტერეოტიპები.


  • ფალოსური სტადია

ფალოსურ სტადიაზე, ბავშვები დაინტერესებულნი არიან, საკუთარი გენიტალიებით და სირცხვილის გრძნობის გარეშე შიშვლდებიან. ზოგიერთი მათგანი მასტურბირებს კიდეც. მაგრამ მთავარი კითხვა ამ სტადიაზე, სექსუალობის კვლევასთან დაკავშირებით არის, «პენისი» „ვის აქვს ის? ვის არ აქვს? და რატომ?“.

როდესაც პატარა ბიჭი საკუთარ სხეულს იკვლევს, და ამ დროს დედამ, ყოველ შემთხვევაში ვიქტორიანელმა დედამ დაინახა ის თავისი პენისით ხელში, აუცილებლად შენიშვნას მისცემს და ამის გამო თავს დამნაშავედ აგრძნობინებს შვილს. შეიძლება ბავშვი, ორგანოს მოჭრითაც კი დააშინოს, რაც იმ დროისათვის დამახასიათებელი იყო. თავიდან ბავშვს შეიძლება არ შეეშინდეს, მაგრამ შემდეგ როცა შეიტყპბს, „კასტრაციის“ შესახებ, ანუ გოგოს გენიტალიების შესახებ, ამას იჯერებს და ის საუკეთესო ხდება „კასტრაციის“ შიშში. ხოლო გოგოს შემთხვევაში, როცა ის გაიგებს პენისის შესახებ, მთელი ცხოვრება კასტრირებული და არასრულფასოვნების შეგრძნება უჩნდება. პენისის შური სულ თან სდევს. მსგავსი სცენარი უკვე კარგად ცნობილია.

მაგრამ ფროიდს სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ფსიქიკაზე ძალიან ღრმა გავლენას ახდენდა, ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსის სახით. პატარა ბიჭს არაცნობიერი სურვილი გააჩნია, რომ დედამისთან სექსუალური კავშირი დაამყაროს, მაგარმ მამამისი, რომელიც „კასტრაციას“ გაუკეთებს გზაზე ეღობება. მან უნდა მოკლას მამამისი, რომ დედა მხოლოდ მას დარჩეს. მეორე მხრივ, პატარა გოგოს უნდა, რომ მოკლას დედამისი, რომელსაც ადანაშაულებს, იმაში, რომ „კასტრირებულია“ და დაქორწინდეს მამამისზე. როგორ შეიძლება ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსების გადაჭრა? ბიჭმა უნდა ისწავლოს უარის თქმა დედამისზე, როგორც თავის ექსკლუზიურ საკუთრებაზე და შეურიგდეს მამისადმი წინააღმდეგობრივ გრძნობებს. გოგომ კი უარი უნდა თქვას, მამაზე, როგორც თავისი სიყვარულის ობიექტზე და დააბალანსოს დედისადმი გრძნობები. თუ ეს კომპლექსები არ გადაიჭრა, „კასტრაციის“ შიშისა თუ პენისის შიურის გამო, ბავშვს იგივე სქესის მშობელთან მტრული განწყობა ექნება. მას ექნება ფიქსაცია სტადიაზე.

ორივე, ქალიც და კაციც, შეიძლება იყოს სექსუალურად არა აქტიური, ანუ ინჰიბირებული, შეიძლება მასტურბაცია უფრო დამაკმაყოფილებელი იყოს მისთვის ვიდრე სექსი. მეორე მხრივ ბიჭი შეიძლება გახდეს „დონ ჟუანი“, სექსუალურად აგრესიული, რომელიც დომინირებს ქალებზე. ქალი კი გახდეს პასიური და დაქვემდებარებული კაცებზე.


  • ფალოსური სტადიის მიმდინარეობა
ფალოსურ სტადია – 3-6 წ ბავშვის ინტერესები ცენტრირდება სასქესო ორგანოებით მანიპულირებაზე. მთელი ლიბიდონალური ენერგია მიიმართება გამრავლების ფუნქციისკენ. ამაში მდგომარეობს ფსიქოსექსუალური განვითარების პირველი ხაზი. ეროსის განვითარების პირველ ეტაპზე დაკმაყოფილება საკუთარი სხეულის სხვადასხვა ზონების გაღიზიანებით მიიღწევა, მას აუტოეროტიზმის ეტაპი ეწოდება.

ფსიქოსექსუალური განვითარების მეორე ხაზი აუტოეროტიზმის დაძლევასა და ადეკვატური ობიექტის არჩევაში მდგომარეობს. ლიბიდოს პირცელი ობიექტი შეიძლება მხოლოდ მშობელი იყოს. ბიჭისთვის დედა, გოგონასთვის მამა.

ეს ვითარდება ონტოგენური განვითარების ფალოსურ სტადიაზე ოიდიპოსის და ელექტრას კომპელქსი. აქ ხდება პიროვნების ძირითადი ღერძის, სუპერ-ეგოს ფორმირება და ამას იდენტიფიკაციის მექანიზმი განაპირობებს. ბავშვი თავს აიგივებს მეტოქე მშობელთან.

ამ კომპლექსის გადალახვის შემდეგ დგება ლატენტური ფაზა, მეორე პერიოდში ლიბიდოს ენერგია საბოლოოდ გარე ობიექტს ნახულობს. განვითარების ყოველი ეტაპი იწვევს ფრუსტრაციას (წინარე სურვილების ბლოკირება ), რასაც ცუდი შედეგები მოყვება. და ხდება ფიქსაცია ერთ-ერთ სტადიაზე, რაც მისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და განცდების გაბატონებაში გამოიხატება.


ოიდიპოსის კომპლექსი და მისი ისტორია

“ერთმა იდეამ გამიელვა თავში ზოგადი ღირებულებების შესახებ.მე აღმოვაჩინე ის ჩემს შემთხვევაშიც, დედის შეყვარების ფენომენი და შური მამაჩემისა, და ახლა ვთვლი ამას, როგორც ბავშვობის უნივერსალურ მოვლენას.“-წერს ფროიდი ვილჰელმ ფლიზს

წარმოიდგინეთ რომ სადღაც სამი -ექსვსი წლის პატარა ბიჭები განიცდან ვნებას დედის მიმართ, სძულთ მამები და სჯერათ, რომ მამები მათ პენისს მოაჭრიან.თუ თქვენი მეუღლე ამტკიცებს, რომ ესნონსენსია, რომ მას ასეთი გრძნობები არ აქვს.ფროიდი იკამათებდა, რომ ოიდიპალური ლტოლვა უნუვერსალურია.ეს გრძნობა თქვენს მეუღლეს იმიტომ არ ახსოვს, რომ ის რეპრესირებას უკეთებს მას.

  • სოფოკლეს მითი ოიდიპოსის შესახებ
სოფოკლეს ოიდიპოსის მითი ნაცნობია.თებეს მეფე და დედოფლის, ლაიუსის და ჯოკასტას შვილი ოიდიპოსი დატოვეს მთაში სასიკვდილოდ, წინასწარმეტყველის მიერ მამამისის გაფრთხილების გამო, რომ ოიდიპოსი გაიზრდებოდა და მოკლავდა მამას და დაქორწინდებოდა დედაზე.მას მწყემსი გადაარჩენს და წაიყვანს სხვა ქალაქში სადაც მას იშვილებენ მეფე და დედოფალი.ოიდიპოსი იგებს წინასწარმეტყველებას და მიდის ქალაქიდან, რადგან სჯერა რომ მამობილი საფრთხეშია.ამ მოგზაურობაში ის ხვდება ლაიუსს, იბრძოლებს მასთან და კლავს.ოიდიპუსი იხსნის თებეს საშინელი წყევლისგან და ქორწინდება ჯოკასტაზე, დაქვრივებულ დდედოფალზე.ის იგებს, რომ მან მოკლა მისი ნამდვილი მამა და დაქორწინდა დედამისზე.შეძრწუნებული, ის თავს იბრმავებს და მიდის თებედან რომ მოხეტიალე, უსახლკარო მათხოვარი გახდეს.

  • რატომ აქვს პიესას ასეთი ხანგრძლივი ძალა?
იმის გამო, რომ დაეჭვებული ფროიდი ისმენდა პაციენტებისგან მონათხრობ ზღაპრებს და აანალიზებდა მათ, ჩვენ ქვეცნობიერად ყველანი ვუკავშირდებით ამ ამბავს:ბუნდოვან, გაუგებარ და უცნაურად, ყველა პატრა ბიჭს სურს, რომ მოკლას მამამისი და დაქორწინდეს დედაზე.და ყველა პატარა გოგოს უნდა მოშორდნენ დედას და დაქორწინდეს მამაზე. რადგანაც ასეთი კატასტროფულია ეს ფანტაზიები ისინი უნდა დარჩნენ არაცნობიერში ღრმად დამარხულები, მაგრამ ისინი ქმნიან ინტენსიურ კონფლიქტს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

  • როგორ დაუკავშირა ეს ღრმად არაცნობიერი ფანტაზიები ფროიდმა ბავშის განვითარებას?
მისი ფიქრები რაღაც ამ გით წავიდა: სამი-ოთხი წლის ასაკისთვის, ბავში გრძნობს, რომ დედის ყურადღება და დამამშვიდებელი მზრუნველობა არ არის მხოლოდ მისი.ის უნდა იყოს გაზიარებული პრობლემურ და-ძემბთან და განსაკუთრებით მამასთან, რომელზეც ბიჭუნდა ბრაზობს და უნდა ის გზიდან ჩამოიშოროს.არაცნობიერად, მას სურს მოკლას მამა, მიუხედავად იმისა, რომ მას უყვარს ის. მამის სიძლიერის და ყოვლისმცოდნეობის აღიარებისას, ბიჭუნა დარწმუნებულია, რომ მამამ იცის მისი აკრძალული აზრები და ის შურს იძიებს მასზე კასტრაციით, რადგან პატარა გოგონები, მისი აზრით, კასტრირებულები არიან.მამის მიერ კასტრაცია, მზარდი ეგოს მქონე ბიჭისთვის, მოჭარბებული შიში ხდება და ბავშვი საბოლოოდ ამ შიშ უმკლავდება თავდაცვის მექნიზმებით, განსაკუთრებით კი ფიქრების რეპრესიით.

  • ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენა
ფროიდს თვლიდა, რომ მამაკაცის სინდისი ყალიბდება მამასთან ოიდიპური დაპირისპირების გადაწყვეტის შედეგად. ფროიდმა საკუთარი არაცნობიერი სურვილი მამის მოკვლისა აღმოაჩინა მისი ინტენსიური თვითანალიზით, რაც დაიწყო 1897 წელს, მალევე მამამისის გარდაცვალებიდან, დედის მიმართ ეროტიულ გრძნობებთან ერთად.ეს გამოვლინებები, სექსუალობასთან ერთად ასევე მოდის მისი პაციენტებიდან, რაც ის დააყენა სექსუალობის ვააგონზე, რომელიც მიუძღვოდა მას ქვევით ვიწრო, მიოპური გზისკენ რაც მას დაეუფლა და ფროიდსაც არ შეეძლო მისი გაშვება.ის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ყველა ვაჟს უნდა დაქორწინდეს დედაზე და იგრძნოს ემოციური პატივმოყარეობა მამის მიმართ.

  • ოიდიპოსის კომპლექსის კრიტიკა
წევრები ტოვებდნენ მის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებას.მსოფლიო ფსიქიატრიამ დააიგნორა მისი თეორიები როგორ არამეცნიერული ნონსენსი და მოკვეთეს ის. გაზეთებმა, ჟურნალებმა და წიგნებმა ფსიქოანალიზი შეაფასეს, როგორც უცენზეურო და მასხრად აიგდეს ის. პაციენტებმა უარყვეს ოიდპური გრძნობები როგორც მათი ცენტრალური პრობლემა და ზოგმა მიატოვა მკურნალობაც.ფროიდმა ყველა დისპოზიცია უარყო, როგორც რეპრესია და უარი თქვა საკუთარი პოზიციის შეცვლაზე, რომ ოიდიპოსის კომპლესი უნივერსალური პატერნია და წარმომშობია ყოველივე შფოთვის.ფროიდმა თქვა, რომ კარლ იუნგი ტვინს ეპყრობოდა, როგორც“ სასქესო ჯირკვლების წანაზარდს“.

ფროიდს სჯეროდა, რომ ოიდიპოსის კომლექსის ცენტრალური ფენომენი ადრეული ბავშვობის სექსუალურ პერიოდს მოიცავდა. მაგრამ მისი თეორიის ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს. მაგალითად გოგონები უფრო ძლიერები არიან ცდუნებაზე უარის თქმის დროს. ჰორნისა(1924) და ტომპსონის(1943) მიხედვით, გოგონებს შურთ კაცების მათზე მაღალი სტატუსის საზოგადოებაში და არა მათი პენისის. ფროიდი ამტკიცებდა, რომ ოიდიპოსის კომლექსი ფენომენალურია, მაგრამ მალინოვსკის(1929) კვლევებმა აჩვენეს, რომ ტრობირაინდის კუნძულზე, სადაც მამა დედის სრულფასოვანი პარტნიორია და შვილს დისციპლინურად არ სჯის, მამასა და შვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. როგორც ჩანს ფროიდმა ზედმეტად ხაზი გაუსვა სექსუალურ ეჭვიანობას თავის თეორიაში. სხვა ფსიქოლოგებიც მათ შორის, ერიკსონიც (1950) ფირქრობდა, რომ ფროიდმა გადაამეტა სექსუალური ინსტიქტების გავლენასთან დაკავშირებით, პიროვნების განვითარების თეორიაში. ასევე ფროიდის თეორიის ყველაზე დიდი კრიტიკა იყო რომ ის მთლიანად პატარა ჰანსის შემთხვევაზე იყო დამყარებული და აგებული. (McLeod, S. A.2018, September 03).


  • ცხოვრების ორი ძირითადი პრინციპი ფროიდისთვის
როგორც ხელი გამოძრავება, ან დაფარული მაგალითად როგორიცაა ლანჩზე ფიქრი განპირობებულია წინასწარი გონებრივი მოვლენებით -როგორც გარე სამყაროდან, ასევე ჩვენი შინაგანი ფსიქიკიდან რაზეც კონტროლი არ გვაქვს. ჩვენს ცხოვრებას ორი ძირითადი პრინციპი აყალიბებს 1)სექსუალობა და სხცა ყველა სიცოცხლის ინსტიქტები, რომლებსაც ლიბიდო მართავს 2)აგრესია და სხვა ყველა სხვა სიკვდილის ინსტიქტები. ფსიქოანალიზი ცვლის არასასურველ ქცევას მისი ფსიქიკური განმსაზღვრელების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის გზით. ფროიდისთვის, კონფლიქტი გარდაუვალია. ქცევა არა მხოლოდ ნაკარნახებია ძალებით - მრავალი ინსტინქტით, რომელზედაც მცირე კონტროლი გვაქვს, მაგრამ ეს ძალები მუდმივად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და გარე სამყაროს: ჩვენ ვცდილობთ რომ გვიყვარდეს და რომ მოვკლათ; რომ ვიცხოვროთ და რომ მოვკვდეთ.

ეს არის კონფლიქტი, რომელიც ხშირად თავიდან იცილებს ლიბიდოს და აგრესიის მოთხოვნებს გამოვლინებისგან, რაც გვხდის მშფოთვარეს, ნევროტულს. ჩვენ არა მხოლოდ მოტივირებულნი ვართ ძალებით, რომლებზედაც ჩვენ მცირე კონტროლი გვაქვს და რომლებიც მუდმივი კონფლიქტში არიან, გვტოვებენ შეშფოთებულს, უბედურს და უკმაყოფილოს.ჩვენ ისიც კი არ ვიცით რა არიან ეს ძალები და კონფლიქტები! ჩვენი პიროვნების მთავარი განმსაზღვრელები, გონების ინტრაფსქიკური საიდუმლოებები, არაცნობიერნი არიან, ჩვენი ცნობიერების გარეთ.

  • ოიდიპოსის კომპლექსის დასრულება
“5-დან 6 წლის ასაკამდე ოიდიპოსის კომპლექსი მთავრდება.ბიჭითრგუნავს (განდევნისცნობიერიდან) დედისადმი სექსუალურ სურვილებს დაიწყებს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მამასთან.მამასთან იდენტიფი­ცირები სპროცესი, რომელმაც აგრესორთან იდენტიფიცი­რე­ბის სახელწოდება მიიღო, რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს. ბიჭი მამის ღირებულებებს, მორალურ ნორმებს, განწყობებს, სქესობრივი საქციელის ნორმებს იძენს.ოიდიპოსის კომპლექსის გადაწყვეტის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მშობელთა აკრძალვებისა და ძირითადი მორალური ნორმების ინტერნალიზება, რომელიც ფროიდის აზრით, სუპერეგოს ან ბავშვის სინდისის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ე.ი.სუპერეგო ოიდიპოსის კომპლექსის გადაწყვეტის შედეგს წარმოადგენს.“(მ.მელიქიშვილი “განვითარების ფსიქოლოგია“)

  • ტოტემი და ტაბუ
ფროიდის ნაშრომში ტოტემი და ტაბუ გამოქვეყნდა 1913 წელს, ფროიდმა ივარაუდა რომ სოციალური ინსტიტუციები როგორიცაა მთავრობა და რელიგია ერთგვარი ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინება იყო. ამით ფროიდი ამტკიცებდა, რომ ოიდიპოსის კომპლექსს ევოლოციური, პრეისტორიული ფესვები აქვს.

ოიდიპოსის კომპლესის


  • პატარა ჰანსი
ფროიდის ერთ-ერთ, ცნობილ შემთხვევაში, ფიგურირებდა 5 წლის ბიჭი ჰანსი, რომელსაც ძალიან ეშინოდა ცხენების. ბიჭს ეშინოდა, რომ ცხენი უკბენდა და ამიტომ უარს ამბობდა გარეთ გასვლაზე. მართალია, ფროიდმა ბიჭი მხოლოდ ერთხელ ნახა, მას შეეძლო სიმპტომების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაციის შემოთავაზება, რომელიც, ძირითადად, პატარა ჰანსის მამის მიერ მოწერილ წერილებზე ააგო. ჰანსმა აღწერა, შავი რაღაცები ცხენის პირისა და თვალების გარშემო, რამაც ფროიდს აფიქრებინა, რომ ცხენი ჰანსის მამის გამოხატულება იყო, რომელსაც ეკეათა სათვალე და ჰქონდა ულვაში. ფროიდმა დაასკვნა, რომ ეს შიშები იყო, ოიდიპოსის კომლექსისა და კასტრაციის შიშის გამოხატულება. ცხენი თავისი სასქესო ორგანოთი, იყო მამის გამოხატულება, რომლელიც ჰანს უყვარდა და ეშინოდა ამავდროულად, რომ ის კასტრაციას ჩაუტარებდა.

წლების განმავლობაში, ამ შემთხვევას მოიხსენიებდნენ, როგორც ოიდიპოსის კომლექსის მტკიცებულებას. თუმცა ეს შემთხვევა სუსტად უჭერს მხარს ფროიდის თეორიას. მიუხედავად იმსა, რომ ადვილია ამ პატარა ბიჭი შიშის დანახვა, თავისი მამის მიმართ, რომელიც გამოხატულია ცხენების შიშის სახით, თვალსაჩინო მტკიცებულება არ არსებობს კასტრაციის შიშისა და ოიდიპოსის კომპლექსის. გარდა ამისა, ჰანს უფრო მეტად ეშინოდა, დედამისის, ვიდრე მამამისის, რომელიც ემუქრებოდა მას კასტრაციით. ბიჭს მოსწონდა საკუთარ სასქესო ორგანოზე შეხება და უნდოდა, რომ დედამისიც შეხებოდა. დედამ კი აუკრძალა ამის კეთება და ორგაქნოს მოჭრით დაემუქრა. ის ასევე აშინებდა პატარა ჰანს, მიტოვებით. „დედიკომ მითხრა, რომ აღარ დაბრუნდება“, შემდეგ მართლაც, მშობლები მალევე განქორწინდნენ. სანამ ბიჭის ფობია დაიწყებოდა მას გაუკეთეს, ტონზილექტომია, რის დროსაც მას სხეულიდან მოაჭრეს ნაწილი და ასევე ამ დროს თავზე ეხვია „ცხენივით დიდი ხალხი“, რომელიც აიგნორებნენ ბიჭის შიშს და ყვირილს, რაც ბავშვის არაცნობიერში დაილექა. როდესაც დედამ ჰანსის და გააჩინა, ჰანსმა ინტენსიური მეტოქეობა იგრძნო. ასევე ჰანსის შიში ცხენებისადმი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დედა მას რაიმეს დაუშავებდა. ჰანსმა დაინახა როგორ სცემდა დედამისი თავის პატარა დას და ბავშვის ყვირილი ასოციაციურად დააკავშირა ცხენების ჯირითს, დედა კი ემუქრებოდა ჰანს, რომ ის სცემდა ხალიჩის საბერტყით თუ ის ცუდათ მოიქცეოდა. ტონზილექტომიის, კასტრაციის შიშსა და ცემის შიშის გამო, ჰანსის ფობია ჩამოყალიბდა ფიზიკური ზიანისა და მიტოვების შიშად, და არა შიშად მამის მიმართ. პატარა ჰანსის ნამდვილი სახელი იყო ჰერბერტ გრაფი, შვილი მუსიკის კრიტიკოსის მაქს გრაფისა, რომელიც ფროიდის ადრინდელ წრეში იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი ცოლი ფროიდის პაციენტი გახდა ფსიქოანალიზს ჩამოშორდა.ბოლოს ჰერბერტი გახდა, ნიუ იორკის მეტრო-პოლიტენის ოპერის სასცენო რეჟისორი.

  • ფალოსურ სტადიაზე ფიქსაციის გამოვლინებები (მამაკაცებში)
ფალოსურ სტადიაზე თუ ბავშვს მასტურბაციისა და სექსუალური ფიქრების გამო შეარცხვენენ, და დანაშაულის განცდას აგრძნობინებენ შესაძლოა ამან ბავშვში დაუცველობის, შფოთვის გრძნობა განავითაროს.

მოზარდობაში ფალოსურ სტადიაზე ფიქსაცია შეიძლება გამოიხატებოდეს აგრესიით, თავის ხელსაყრელი მხრიდან წარმოჩენის, ტრაბახის ტენდენციით.ამით ის ცხდილობს შფოთვა და აკვიატებული ეჭვები დაფაროს.

ფალოსურ სტადიაზე ფიქსაციას ბევრი უარყოფითი გამოვლინება ახასიათებს მომავალში, კერძოდ მისი შედეგები უფრო მძიმედ გამოიხატოს, ვიდრე მისი პიროვნული მახასიათებელი ან რამე მისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ჩვევა.

ძალიან დიდი ტრამვის შედეგად დარჩენილი სტრესი ხშირად აღემატება მისიგამოცდილებაში ინტეგრირების უნარი და ამის გამო ასეთი სტრესი ცნობიერებიდან დისოცირებული, განცალკავებული რჩება.

სტრესის ცნობიერიდან დისოცირებულ მდგომარეობაში ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობა, როგორიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. უკიდურეს შემთხვევაში გამოვლინდება დისოციაციური ანუ მრავლობითი პიროვნების აშლილობის გზით.

ფროიდი ასევე თვლიდა, რომ ტოლზილექტომია, ანუ გლანდების ამოჭირის შიში და სიფილიდოფობია, ანუ სიფილისით დაავადების შიშიც ოიდიპოსის კომპლექსიდან მომდინარეობს.

ფალოსურ სტადიაზე ფიქსაცია ხელს უშლის სუპერეგოს ფორმირებას, გენდერული და როლური იდენტობის ჩამოყალიბებას იწვევს სექსუალური შეკავების პრობლემებს, მოუწესრიგებელ სექსუალურ კავშირებისკენ მიდრეკილებას და ჰომოსექსუალობასაც კი.ფროიდი ამტკიცებდა რომ ყველა ადამიანი დაბადებისდან ბისექსუალია, მაგრამ ჰეტეროსექსუალად ჩამოყალიბებული ადამიანი უფრო ჯანსაღია.

ფალოსურ სტადიაზე ფიქსირებულ მამაკაცებს ახასიათებთ სიუხეშე, ტრაბახი, წარმატებისკენ სწრაფვა, საკუთარი მამაკაცურობის მუდმივად დამტკიცების მცდელობა, ქალებთან “დონ ჟუანის“ ტიპის ქცევა.

შიზოფრენია, ისტერია, პარანოია (ობსესიური ნევროზები) პირველ სამ სტადიაზე მომხდარი სერიოზული ფიქსაციის შედეგია (Sulloway, 1979, წყაროში Cloninger, 2004).

  • წარმატების შიში
წარმატების შიში იყო არსებითი იდეა ფროიდის ოიდიპოსის კონფლიქტის კონცეპტისთვის. ფროიდმა შეამჩნია, რომ ზოგიერთ ადამიანს უფრო უჭირდა მშებლებზე მეტი წარმატების მიღწევა. ფროიდმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომ ასეთი მშობლები კონკურენტები იყვნენ თავიანთი შვილებისთვის, შვილები კი ვერ აღწევდნენ წარმატებას რომ თავიანთი მშობლების ეგო დაეცვათ. ჩვეულებრივ ამ გრძნობას ვერც ერთი მხარე ვერ აცნობიერებდა. სხვა ფსიქოანალიტიკოსებმა და კლინიკურმა ფსიქოლოგებმა, აღნიშნეს ის სირთულე რაც ბავშვებს, და მოზრდილ ბავშვებს აქვთ მშობლების დატოვებისას. მაგალითად, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს სკოლის ფობია. ბავშვს ეშინია, რომ სკოლაშ მოხდება რამე ან მისი არ ყოფნის დროს მშობელს შეემთხვევა ცუდი რამ, როგორიცაა შფოთვა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება. უკვე მოზრდილი ბავშვი ღელავს იმაზე, რომ მშობელს შეიძლება დაემართოს დეპრესია როცა ის შორსაა მისგან. ასეთ შიშს უწოდებენ წარმატების ნერვოზულ შიშს.

პიროვნულ თვისებას -წარმატების შიშს უწუდებენ „ნერვოტულ წარმატების შიშს“.მშობლები, რომლებსაც ეშინიათ წარმატებიდ უფრო მეტად ერევიან შვილების აქტივობებში-აკრიტიკებენ და დამოუკიდებლობის უფლებას არ აძლევენ .წარმატების შიშის მქონე ადამიანებს ახასიათებთ:დაბალი ან არასტაბილური თვითშეფასება, წინააღმდეგობის გრძნობა წინსვლისა და კონკურენციის მიმართ.წარმატების შიში კორელაციაშია მარცხის შიშთან.წარმატების შიშს მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ წარმატება თუ ის ხელს უწყობს სხვის წარმატებას.ამ დროს მათ არ ეშინიათ შურისძიების ან უარყოფის. წარმატების შიში სპორტშიც კი გამოვლენილია, კერძოდ ერთ-ერთ კოლეჯში, მძლეოსნობაში ის სპორტსმენები, რომლებიც საუკეთესოდ იყენებდნენ ე.წ. “მახრჩობელას პოზიციას“, დასახელდნენ, როგორც წარმატების მაღალი შიშის მქონენი( R.C. Curtis, 2012).

  • სუბლიმაცია
სუბლიმაცია - აგრესიული და სექსუალური ლტოლვების სოციალურად სასურველ და ღირებულ (ხშირად მხატვრული, ინტელექტუალური ან კულტურული ხასიათის) ქმედებებად გარდაქმნა. სუბლიმაცია “წარმატებული დაცვის მექნიზმის” სახელით არის ცნობილი. სხვა დაცვის მექანიზმებისგან განსხვავებით, ის რეალურად ხსნის და მთლიანად აქრობს დაძაბულობა(გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. 2009)

ფროიდისთვის სუბლიმაცია იყო ცივილიზებული ცხოვრების ქვაკუთედი, რადგანაც ხელოვნებაც და მეცნიერებაც არის სუბლიმირებული სექსუალობა. ( McLeod, S. A. 2019, April 10).

  • ოიდიპოსის კომპლექსის გამოხატულება შემოქმედების სხვადასხვა სფეროში
ბევრ დიდებულ მხატვარს და მუსიკოსს ჰქონდათ უბედური ცხოვრება. ისინი ხელოვნებას იყენებდნენ საკუთარი თავის გამოსახატად.სპორტიც არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ გადაგვაქვს ჩვენი ემოციები რამე კონსტრუქტულში.( McLeod, S. A. (2019, April 10).)

ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინება არაერთ სფეროშ მომხდარა და ხდება. თითქმის მთელი შემოქმედებითი სამყარო ოიდიპოსის კომპლექსით იმართება. მხატვრობა, კინომატოგრაფია, მხატვრული ლიტერატურა, პოლიტიკა, მეცნიერება თუ სხვა მრავალი სფერო.

მხატვრობა ჩვენი შინაგანი მისწრაფებების გამოხატულებაა დაწყებული გამოქვაბულის ადამიანებიდან დღემდე მასში ფიგურირებს ჩვენთვის სიამოვნების მომგვრელი ხატებები და რა თქმა უნდა, მათ შორის სექსუალური სურვილებიც.არამარტო მხატვრობაში, ძველი ნამარხი ნივთებიც ნაყოფიერების სიმბოლოდ წარმოჩენილი გაღმერთებული ქალის სიმბოლებიც ამ ფაქტზე მეტყველებს .რენესანსის მადონები, ხვთისმშობელთა სახეები და ზოგადად დედის სხვა სიმბოლოები უმრავლეს შემთხვევაში კარგად გამოხატული ოიდიპოსის კომპლექსის მაგალითაები არიან.

ფროიდი ლეონარდო და ვინჩის მიიჩნევდა სულბლიმაციის გამოვლინების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად. ლეონარდოს ნახატი „ქალწული მარიამი და წმინდა ანა“ გამოხატავს და ვინჩის ორ დედას, მისი ბავშვობიდან. ლეონარდოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თავისი შემოქმედების ნუმუშების მიმართ, რომელიც გამოიხატება საქმის შუა გზაზე მიტოვებით, ბავშვობაში მამის არ ყოფნით არის გამოწვეული. და ვინჩის ინტერესი მექანიკური მოწყობილობებისა და ექსტრავაგანტული ნივთების მიმართ კი, გადმოტანილია ბავშვობის თამაშის ინსტიქტიდან (Mancini, 2019).

ერთ -ერთი ყველაზე ცნობილ სიურიალისტ მხატვარს სალვადორ დალისაც ოიდიპოსის კომპლექსი ჰქონდა.დედის გარდაცვალებამ და მამის დომინირებამ განსაზღვრა თავად ის და მისი შემოქმედება, რაც გამოიხატა დალის ცოლისადმი დამოკიდებულებაში.მას გალა მიაჩნდა მის “ სამარადისო ქალად“, თითქოს მასში ინაზღაურებდა დედის დანაკლისს (Anthony, 2013).

ცნობილ დიქტატორს ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ოიდიპოსის კომპლექსი.ცნობლია ფაქტი, რომ მან ბრძანება გასცა იმ მხატვრების კასტრაციის, რომლებიც ცას და ველს არასწორი ფერებით დახატავდნენ.

კინემატოგრაფია ხშირად რეჟსორთა და მსახიობთათვის შინაგანი ემოციების, სიზმრებისა თუ სხვადასხვა მიდრეკილებების გამოხატვის საშუალებაა.

ოიდიპოსის კომპლექსი ხშირად ფიგურირებს ფილმებში : რობერტ ზემეკისის “უკან მომავალში“, მაიკლ ნიკოლსის “კუსდამთავრებული“, სტივენ დალდრის “მკითხველი“, ჰელ ეშბის „ჰაროლდი და მაუდი“, დეივიდ კრონენბერგის „ობობა“, ქსავიე დონალის “დედიკო“ და სხვ. (Warrier, 2019)

განსაკუთრებით ოიდიპოსის კომპლექსი ფიგურირებს. ალბერტ ჰიჩკოკის შემოქმედებაში, კერძოდ ფილმ “ფსიქოში“, სადაც ხაზგასმულია პერსონაჟ ნორმანის დამოკიდებულება დედისადმი. (Essays, UK. 2018).

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა ებრალიძე
მანანა ებრალიძე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0