x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134598
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
ქორწინების გავლენა სუბიექტური კარგად ყოფნის განცდაზე
21-ე საუკუნეში, როცა ადამიანების უმრავლესობა ინდივიდუალური და კარიერული განვითარებისკენ ისწრაფვის, თითქოს ქორწინება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აღარ არის და მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებებსაც კი ვხვდებით.მიუხედავად სირთულეებისა ქორწინებას მნიშვნელოვანი სარგებელი და დადებითი შედეგები ახლავს .ეს თემა საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან სუბიექტური კარგად ყოფნა ისაა, რისკენაც ყველანი ვისწრაფვით და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ ქორწინებას, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ მოვლენას, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მასზე.

მიმოვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სუბიქტური კარგად ყოფნის განმარტება .ვისაუბრებთ ქორწინების დადებით მხარეებზე, როგორიცაა ის, რომ დაქორწინებული მოზრდილები ფიზიკურად და ემოციურად უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე მათი მარტოხელა თანატოლები.განვიხილავთ ქორწინების ევოლუციურ აუცილებლობას და ასევე მასლოუს იეარარქიულ პირამიდაში ქორწინების მნიშვნელობას. გავაანალიზებთ კონტრ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურული განსხვავებულობის გამო ქორწინება ყველასთვის დადებითი მოვლნა არ არის.ვისაუბრებთ სოციალურ მხარდაჭერაზე, როგორც ქორწინებით მიღებულ სარგებელზე.

ჩემი აზრით, ქორწინება დადებითად მოქმედებს სუბიექტურ კარგად ყოფნაზე და მიუხედავად იმისა, რომ მას სირთულეები ახლავს დაქორწინებული ადამიანები ფიზიკურად და ემოციურად უფრო ჯანმრთელები არიან ვიდრე მარტოხელები.

პირველ რიგში განვმარტოთ, თუ რა არის სუბიექტური კარგად ყოფნის ცნება. სუბიექტური კარგად ყოფნის განცდის განიმარტება მდგომარეობს შემდეგში: ის არის პიროვნების მიერ საკუთარი ცხოვრების კოგნიტური და აფექტური შეფასება. ეს შეფასებები გულისხმობს, როგორც ცალკეულ მოვლენებზე ემოციურ რეაქციებს, ასევე, კმაყოფილებისა და მიღწევების კოგნიტურ განსჯას. ამგვარად, სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა ფართო ცნებაა, რომელიც მოიაზრებს სასიამოვნო ემოციების განცდას, უარყოფითი განწყობების დაბალ დონეს და ცხოვრებით კმაყოფილების მაღალ ხარისხს.

ბედნიერების თავდაპირველ ვრცელ მიმოხილვაში, უილსონმა (Wilson, 1967) აჩვენა, რომ როგორც პიროვნული, ისე დემოგრაფიული ფაქტორები კორელაციაშია სუბიექტური კარგად ყოფნის განცდასთან. იგი ამტკიცებდა, რომ ბედნიერი ადამიანი არის „ახალგაზრდა, ჯანმრთელი, განათლებული, კარგად ანაზღაურებადი, ექსტრავერტი, ოპტიმისტი, უდარდელი, რელიგიური“ და რაც ჩვენთვის საინტერესოა“დაქორწინებული პიროვნება, რომელსაც აქვს მაღალი თვითშეფასება, სამუშაო მორალი, მოკრძალებული მისწრაფებები, არის ნებისმიერი სქესის და გააჩნია ინტელექტის ფართო სპექტრი“ (გვ. 294).

ჩემი აზრით, დაქორწინებული მოზრდილები ფიზიკურად და ემოციურად უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე მათი მარტოხელა თანატოლები. მარტოობამ, ვერ მოიპოვა საკუთარი დიაგნოსტიკური იარლიყი ფსიქიატრებისაგან, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს ისეთი აშლილობების ცენტრალურ ასპექტს, როგორებიცაა შფოთვა, დეპრესია, შიზოფრენია და ნივთიერებაზე დამოკიდებულება (Booth, 1983; McWhirter, 1990). ასევე სიყვარულის ორი წამყვანი მკვლევარი, ჰარი რაისი და შელი გეიბლი (2003), იმ აზრსაც კი ავითარებენ, რომ კარგი ურთიერთობები შეიძლება იყოს ცხოვრებით კმაყოფილებისა და ემოციური კარგად ყოფნის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, განსხვავებულ ასაკსა და კულტურებში (Berscheid & Reis, 1998; Klinger, 1977; Sears, 1977).

ქორწინებისა და ჯანმრთელობის ფენომენის სხვადასხვა ახსნა არსებობს. პირველ რიგში, შესაძლოა, ნაკლებად ჯანმრთელი ინდივიდები ამჯობინებენ არ დაქორწინდნენ. შესაძლოა, თანაცხოვრება და ურთიერთობა ქორწინებისას იცავს ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემებისგან (Cobb, 1976). შესაძლოა, კარგ ქორწინებას პირდაპირი გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე (Kiecolt-Glaser, 2005).

ჟელატლის და სტიორმერის 2017 წლის კვლევის “როგორ მოქმედებს ქორწინება ცხოვრების ხანგრძლივობაზე ევოლუციური პერსპექტივით ფრანგული ისტორიული მონაცემთა ნაკადის ანალიზი“-ის მიხედვით ზოგადად არსებობს ორი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ადამიანის სისცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ქორწინებით. პირველ რიგში, არსებობს სოციალური ახსნა, რომლის თანახმად, მეგობრობა, შრომის დანაწილება და ეკონომიკური დახმარება, რომელსაც ქორწინება გვთავაზობს, ახანგრძივბს სიცოცხლეს. მეორე, არსებობს შერჩევითი ახსნა, რომლის თანახმად, მაღალი პოტენციური ხანგრძლივობის მქონე პირები უფრო მიმზიდველები არიან საპირისპირო სქესისთვის და, შესაბამისად, უფრო მეტად იქორწინებენ. მათ გაანალიზეს მე –19 საუკუნის საფრანგეთის „TRA“ - ს მონაცემთა ბაზა.მონაცემთა ბაზა ემყარებოდა სიკვდილისა და ქორწინების ჩანაწერებს საფრანგეთიდან 1798–1901 წლებში და მოიცავდა ინფორმაციას სიკვდილის ასაკის, ქორწინებისა და სიმდიდრის შესახებ იმ პირებზე, რომელთა გვარებიც იწყება ასოებით TRA. მათ დაადგინეს, რომ ქორწინება დადებითად ასოცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან,

იმისათვის, რომ სუბიექტურ კარგად ყოფნას მივაღწიოთ გარკვეული მოთხოვნილებები უნდა გვქონდეს დაკმაყოფილებული და მათ შორისაა სწორედ პარტნიორის ყოლა და მასთან ერთად გარკვეული ურთიერთობის შექმნა, რომელსაც სარგებლი მოაქვს ჩვენთვის.ჩემი აზრით, მასლოუს პირამიდა ამას თვალნათლივ გვანახებს.მისი პირამიდის ძირში არის ფიზიოლოგიური, შემდეგ უსაფრთხოების და მომდევნო საფხურზე სოციალური ურთიერთობები, რომელშიც მეგობრობას, თანამშრომლობასთან ერთად სიყვარული და მიკუთვებულობაც მოიაზრება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს არ აქვს ამ საფეხურის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული დაფასებამდე და შემდგომ თვითრეალიზაციამდე ვერ მივა. ჩემი აზრით, ქორწინება არის კარგი საშუალება დავიკმაყოფლოთ ეს მოთხოვნილებები და უფრო ეფექტურად დავუახლოვდეთ ბედნიერებას.

ასევე ევოლუციონისტებმა აღიარეს, რომ ქორწინება ადამიანის უნივერსალია და, შესაბამისად, მას აქვს განვითარებული საფუძველი. ეს დასკვნა დადასტურებულია მტკიცებულებებით, რომ ჰორმონები თამაშობენ როლს სიყვარულის უნარში . ქორწინების ფუნქციის გასაგებად, ევოლუციონისტებმა აღნიშნეს, რომ სხვა სახეობები ასევე ქმნიან ზრდასრული მდედრის და მამრის ასოციაციბს, რომლებიც ზრდიან ერთად სახობის პატარა წევრებს . შიმონ საფირ-ბერნშტაინი და შელი ე. ტეილორი “ახლო ურთიერთობები და ბედნიერება“-ში ამტკიცებენ, რომ ყველა ადამიანს აქვს ფუნდამენტური "მიკუთვნებულობის მოთხოვნილება", რომელიც ჩამოყალიბდა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ადამიანის ევოლუციის განმავლობაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მოთხოვნილება იწვევს ადამიანებს შორის ურთიერთობების დამყარებას და მათი დაშლის წინააღმდეგობას.

არსებობს მოსაზრება, რომ კულტურული განსხვავებულობის გამო ქორწინება ყველასთვის დადებითი მოვლნა არ არის .მაგალითად დინერმა, გომ, სიუმ და ოიშიმ (2000) გამოიკვლიეს, რომ ინდივიდუალისტურ კულტურებში, დაუქორწინებელი პირები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე დაქორწინებული ან მარტოხელა ადამიანები (იმის გათვალისწინებით, რომ ამ კულტურებში მეგობრული ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური აღიარება), მაგრამ კოლექტივისტურ კულტურებში, დაუქორწინებელი პარტნიორები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ნაკლებად ბედნიერები იყვნენ, ვიდრე დაქორწინებული ან მარტოხელა ადამიანები (იმის გათვალისწინებით, რომ ამ კულტურებში სოციალური აღიარება უფრო მნიშვნელოვანი სარგებელია ქორწინებისთვის). თუმცა კვლევის განხილვისას ვხედავთ: 42 ქვეყნის 59, 169 ადამიანის შერჩევაში, ოჯახური მდგომარეობა და სუბიექტური კარგად ყოფნა შორის ურთიერთობები მთელ მსოფლიოში ძალიან ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა, კულტურული ცვლადები ცვლის ოჯახური მდგომარეობასა და სუბიექტურ კარგად ყოფნას შორის ურთიერთობების გარკვეული სიდიდეს, ეფექტის ზომები ძალიან მცირე იყო. კულტურული ცვლადების ეფექტის მცირე ზომის გამო, ავტორებმა დაასკვნეს, რომ კავშირი ოჯახურ მდგომარეობასა და სუბიექტურ კარგად ყოფნას შორის ძალიან ჰგავს მთელს მსოფლიოში ერთმანეთს.

ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი არის დიდი სოციალური წრის ყოლა.ჩემი აზრით, სოციალურ მხარდაჭერას ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე და მათ შორის სუბიექტურ კარგად ყოფნაზე. ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე დიდი სოციალური წრე ახლად დაქორწინებულებს ჰყავთ.

მკვლევრებმა სიყვარულის ბიოქიმიური საწყისების კვლევაც დაიწყეს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ოქსიტოცინს - ჰორმონისმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ტვინში სოციალური კონტაქტის დროს, განსაკუთრებით, სხეულის შეხებისას გამოიყოფა (Insel, 1997). ოქსიტოცინის რაოდენობა იზრდება ორსულობისა და მშობიარობის დროს. მისი არსებობა ხელს უწყობს რძის გამომუშავებას და უფრო მთავარს, „დედობრივ ქცევებს“. ასევე, ოქსიტოცინის რაოდენობა მომავალ მამებში, იზრდება მეუღლის ორსულობისას და აგრძელებს ზრდას ბავშვთან ურთიერთობის დროს. ამასთან ერთად, იზრდება მამის ინტერესიც შვილისადმი. მას „გულში ჩაკვრის ჰორმონს“ ეძახიან და დაკავშირებულია სასიყვარულო კავშირის წარმოქმნასთან ორ ადამიანს შორის (Carter. Porges, Young, Wang & Insel, 1998).სოციალური თანადგომა კარგ ჯანმრთელობას უკავშირდება, რადგან აქვს სტრესული სიტუაციისგან დამცავი ფუნქცია (Cassel, 1976).

ზემოთ განხილულის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, ქორწინება დადებითად მოქმედებს სუბიექტურ კარგად ყოფნაზე და მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას სირთულეები ახლავს მას ბევრი სარგებელი მოაქვს.დაქორწინებული ადამიანები ფიზიკურად და ემოციურად უფრო ჯანმრთელები არიან ვიდრე მარტოხელები.ასევე ქორწინება, როგორც ადამიანური სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება ევოლუციურია ჩვენთვის და მის გარეშე უფრო რთულია მიღწიო სუბიექტურ კარგად ყოფნას, რასაც მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიაც გვიჩვენებს. ასევე კულტურული განსხვავებები არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ქორწინებას დადებით გავლენა აქვს სუბიექტურ კარგად ყოფნაზე. ამასთან ქორწინების ერთ-ერთი მთავარი სარგებელი სოციალური მხარდაჭერაცაა.

ვვ

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა ებრალიძე
მანანა ებრალიძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0