x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"პომპეუსის ხიდის" რეალური ისტორია - რა არ ვიცით წყალქვეშა ძეგლზე, რომელიც წელიწადში რამდენიმე დღით ჩანს
image


გასულ კვირაში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის დავალებით, "ენერგო პრო ჯორჯიამ" ზაჰესის წყალსაცავიდან რამდენიმე დღით მტკვარი გაუშვა, რის შედეგადაც, წყლიდან ე.წ. პომპეუსის ხიდი გამოჩნდა. მინისტრის თქმით, მცხეთელები მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ხიდზე არქეოლოგიური სამუშაოს წარმოებას და საჭიროების შემთხვევაში მის გამაგრებას.


2-3 დღის განმავლობაში, სანამ წყალს ისევ შეაგუბებდნენ, ძეგლს მცენარეები მოშორეს, გაწმინდეს და პირველადი არქეოლოგური სამუშაოები ჩაატარეს. თეა წულუკიანის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება უფრო მასშტაბური სამუშაოებიც ხიდზე, მათ შორის, მისი კონსერვაცია.


თუმცა, ძეგლის კონსერვაციის იდეა უცნაურად ეჩვენება ისტორიკოსების ნაწილს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიზნით ხარჯების გაღება უშედგო იქნება, რადგანაც ხიდი ძირითადად წყლით არის დაფარული.



"რა არის კონსერვაცია? ეს არის ძეგლის დაფიქსირება და შენახვა. კონსერვირებული ძეგლი უნდა ჩანდეს. ამასწინათ ორთაჭალჰესიდანაც გაუშვეს მტკვარი და მეტეხის ტაძრის ქვემოთ გამოჩნდა მოშლილი ქარვასლების საძირკველი. მაშინ ისიც დააკონსერვონ. ასე ბევრ ადგილზე არის საინტერესო ძეგლები წყალში მოქცეული და ამაზე ხარჯების გაღებას სჯობს ის გადაარჩინონ, რაც ჩანს და ვხედავთ, რომ ინგრევა" - ამბობს allnews.ge-სთან საუბარში პაატა ბუხრაშვილი.


ე.წ. პომპეუსის ხიდი, რომელსაც "მოგვთა ხიდსაც" უწოდებენ, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და დაფარულია მდინარეში. ის ძირითადად გაზაფხულზე ჩნდება, როცა მტკვრის დონე დაბლა იწევს.


ისტორიკოსებისთვის სადავოა ხიდის წარმომავლობის საკითხიც, რომელიც სულაც არ უკავშირდება პომპეუსის სახელს და რეალურად, მისი სახელი ლეგენდის ნაწილია - სტორიული წყაროების მიხედვით, ახლანდელი "პომპეუსის ხიდი" სულაც არ არის პომპეუსის... განაგრძეთ კითხვა <<<



0
3311
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0