x
პიროვნების ფორმირების ფაქტორები
image

პიროვნების ფორმირების პროცესი - ახლადდაბადებული ბავშვის ზრდადასრულებულ, ცოდნითა და უნარებით შეიარაღებულ ადამიანად ჩამოყალიბება - გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით მიმდინარეობს. საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები განსაზღვრვს ადამიანის პიროვნებად ფორმირებას, პედაგოგიკის პრობლემური საკითხია. ამ საკითხის გადაწყვეტის რაგვარობა, მეტწილად განსაზღვრავს პედაგოგიური მოღვაწეობის და, მაშასადმე, პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების მიმართულების საკითხსაც. ზოგადად, ფაქტორები, რომელთა მეშვეობითაც ხდება პიროვნების ფორმირება, შეიძლება იყოს აღზრდა, გარემო, რომელშიც მოზარდს უხდება ყოფნა და ის გენეტიკური, მემკვიდრეობითი თავისებურებანი, რომლებიც ახალშობილს დბადებიდან დაჰყვება.
პედაგოგიკის თითქმის ყველა გამოჩენილი კლასიკოსი ამ საკითხს მნიშვნელოვან ადგილს უთმობს თავის მოძღვრებაში და, შეიძლება ითქვას, რომ მასზედ აგებს თავის პედაგოგიურ სისტემასაც. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენს ამოცანასაც ამ საკითხის, კერძოდ, პიროვნების ფორმირების პროცესში აღზრდის, გარემოსა და მემკვიდრეობის როლის განსაზღვრა წრმოადგენს. ეს კი აუცილებლად მოითხოვს საკითხის მოკლე ისტორიულ მიმოხილვას, რადგანაც პედაგოგიკური აზროვნების ისტორია ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარეობათა და შეხედულებათა სხვადასხვაობით ხასიათდება.
დღემდე არსებული მიმდინარეობანი და შეხედულებანი პიროვნების ფორმირების ფაქტორების შესახებ, შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დაიყოს:

პირველი - მიმდინარეობათა და შეხედულებათა ის ჯგუფები, რომლებიც უგულებელყოფენ აღზრდის როლს, არარაობამდე დაჰყავთ იგი პიროვნების ფორმირების პროცესში და ყველაფრის განმსაზღვრელად თანდაყოლილი იდეები, მემკვიდრეობით გადმოცემული მონაცემები ან ბავშვის ბუნებრივი თავისებურებები მიაჩნიათ;

მეორე - პირველის სრულიად საწინააღმდეგო, მატერიალისტური შემეცნების თეორიაზე დაფუძნებული ე.წ. "სუფთა დაფის", აღზრდის ყოვლისშემძლეობის თეორია;


მესამე - ამ ორი ჯგუფის მექანიკურად შემაერთებელი და შემარიგებელი კონვერგენციის თეორია;

მეოთხე - ამათგან განსხვავებული ფრანგი მატერიალისტების შეხედულებანი, რომლებიც ამ საკითხის გადაწყვეტაში სრულიად სხვაგვარ და თავისებურ შეხედულებებს აყენებდნენ, რომელთა მეოხებით ისინი გამოუვალ წრეში მოექცნენ აღზრდისა და გარემოს როლის საკითხის გარკვევისას;

მეხუთე - იმ კლასიკოსთა შეხედულებანი, რომლებიც, ასე თუ ისე, სამივე ფაქტორს აქცევენ ყურადღებას და უმრავლეს შემთხვევაში წამყვან როლს აღზრდას აკუთვნებდნენ.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0