x
"ლ" ბგერის წარმოთქმის დარღვევა ბავშვებშ და შესაბამისი არტიკულაციური ვარჯიშები
  • image
    „ლ“ ბგერის წარმოთქმის დარღვევა გვხვდება სამი სახით:
ა) უბგერობა
ბ) დამახინჯება
გ) სხვა ბგერით შენაცვლება.

  • უბგერობისა და სხვა ბგერით შენაცვლების შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ლოგოპედ-დეფექტოლოგს, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ამ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა შეუძლებელია.
  • რაც შეეხება ლ ბგერის დამახინჯების საკითხს, ძირითადად პრაქტიკაში გვხვდება ლ ბგერის შერბილება: მაგ: ლამაზი-ლüამაზი, სამშობლო-სამშობლüო, ლურსმანი-ლüურსმანი და ა.შ.
  • ამდაგვარი დარღვევა ქართულ მეტყველებას აძლევს კუთხურ- პროვინციულ ელფერს. ეს დარღვევა განსაკუთრებით შეინიშნება ბოლო ათწლეულში და დამახასიათებელია დაახლოებით ყოველი მესამე ადამიანისათვის.
    • ბგერა ლ-ს არტიკულაციური ვარჯიშები:
  • ენის წვერი მოვათავსოთ კბილებს შორის და წარმოვთქვათ ლ.
  • ენის ვარჯიშები:

    1) ენის წვერი გამოჰყავით კბილებს გარეთ, მოაწყვეთ ბრტყლად, ნიჩბისებურად და გაწვრილება ისრისებურად.

    2) ენა აწიეთ და დაწიეთ პირის ღრუში ტუჩებს შუა და ტუჩებს გარეთ (ცხვირისკენ და ნიკაპისკენ).


    3) ენის წვერით, მოილოკეთ ტუჩები, კბილები და ალვეოლეზი.

    4) ივარჯიშეთ ენის ზურგის აწევ-დაწევასა და მაგარ სასასთან მიწოვაზე.

    5) შებერვითი ვარჯიშები: შებერვა კბილებს შუა გამოყოფილ ენის წვერზე ბრტყელ და ღარისებრ მდგომარეობაში.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0