x
ბავშვების პრობლემური ქცევები (მიზეზები და მიზნები)
image

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბავშვების პრობლემური ქცევები ყველას აწუხებს და ყველას აინტერესებს.პრობლემური ქცევები მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მაგალითად, ზოგჯერ ბავშვები დავალების შესრულებაზე უარს ამბობენ ან თამაშის წესებს არ იცავენ.პრობლემურ ქცევას ეკუთვნის ასევე გაკვეთილზე მასწავლებლის ნების გარეშე საუბრის დაწყება და გაკვეთილის დროს წამოდგომა და სიარული.ქცევა იმ შემთხვევაში არის პრობემური, თუ ბავშვებზე და მათ ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებზე უარყოფითათ მოქმედებს და სირთულეებს წარმოქმნის.სირთულეები უკავშირდება სხვადასხვა საკითხებს.პრობლემურია ქცევა იმ შემთხევაში, თუ ბავშვის ნორმალურ განვითარებასა და აკადემიურ მიღწევაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ქცევა ასევე სხვებისთვისაც ზიანის მომტანია.

ქცევას სამი მახასიათებლის მიხედვით აფასებენ:სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა.სიხშირის მახასიათებელი დაკავშირებულია კონკრეტული ქცევის გამოვლენის რაოდენობასთან, დროის გარკვეულ მონაკვეთში.ინტენსივობა დაკავშირებულია ქცევის გამოვლენის სიძლიერესთან. რაც უფრო ძლიერად არის გამოხატული ქცევა, მით მაღალია მისი ინტენსივობის მაჩვენებელი.ქცევის ხანგრძლივობა არის დროის პარამეტრი, რომლის მიხედვითაც, ფასდება ქცევა.

პრობლემურ ქცევებს თავისი განმაპირობებელი მიზეზებიც აქვს.ხშირად ამ მიზეზის განსაზღვრა რთულია და პრობლემური ქცევის გამოვლენის შემდეგ ვლინდება.მიზეზების ცოდნა გვეხმარება, რომ უკეთ შევაფასოთ ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვიდან გამომდინარე, ინტერნალური მიზეზები ან არასათანადო ფიზიკური გარემო.ბავშვის უახლოესი სოციალური გარემოცვაც შესაძლოა პრობლემური ქცევის მიზეზი გახდეს.


ადამიანის ქცევის მიზნის არსებობა გულისხმობს იმას, რომ ქცევა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას.შეიძლება, გამოვყოთ ქცევის მიზნების 4 კატეგორია:1. სენსორული სტიმულაცია; 2. სასურველის მიღება; 3. არასასურველის არიდება; 4. ყურადღების მიღება;

მაშასადამე, აუცილებელია პრობლემური ქცევის კარგად შეფასება და ანალიზი .კარგად უნდა განვსაზღროთ მართლა არის თუ არა ქცევა პრობლემური.შემდეგ მის შესაძლო მიზეზებზე და მიზნებზე ვიმსჯელოთ და ბოლოს შესაბამისი ზომები მიიღეთ.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0