x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
კონფლიქტის მართვის უნარები
image
კონფლიქტის მართვისთვის სხვადასხვა სახის უნარებია საჭირო. ამ უნარების განვითარება ბუნებრივია, შესაძლებელია. რაც უფრო მეტად გექნებათ თითოეული მათგანი განვითარებული, მით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ კონფლიქტს წარმატებულად გადაჭრის.

ეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს არა მარტო ინფორმაციის მიწოდებას, არამედ მიღებას.მისი მიზანია სასურველი საპასუხო რეაქციის გამოწვევა მეორე ადამიანში და მიმართულია არა მარტო ნათქვამის შინაარსზე არამედ პარტნიორის გრძნობებზეც. ფსიქოლოგები გამოყოფენ კომუნიკაციის ორ მხარეს - ინფორმაციის გამგზავნი, გადამცემი და ინფორმაციის მიმღები. ინფორმაციის გამგზავნი ახდენს ინფორმაციის კოდირებას, ხოლო ინფორმაციის მიმღები იაზრებს რა სიტყვათა მნიშვნელობას, ახდენს ინფორმაციის დეკოდირებას.


აქტიური მოსმენა - მისი საშუალებით ფოკუსი საკუთარი თავიდან გადაინაცვლებს მოსაუბრის საჭიროებებზე, მის საუბარზე. მიზანია ნდობის აღდგენა და ურთიერთობების გამყარება.

აქტიური მოსმენის ტექნიკები:


• დამაზუსტებელი კითხვების დასმა (მაგ: “რას გულისხმობთ?“, რას ნიშნავს?“)
დამაზუსტებელი/ღია შეკითხვები ეხმარება მოქალაქეს სიღრმისეულად გაერკვეს მოსაუბრის ნათქვამში.
ეს საშუალებას აძლევს გუნდის თითოეულ წევრს გააცნობიეროს მათი მოქმედებებისა და რეაქციების მნიშვნელობა, რაც საბოლოო ჯამში მათ შორის უკეთეს ურთიერთგაგებამდე. კონფლიქტის შემთხვევები ამ უნარის გამოყენებით მცირდება.

• არავერბალური მინიშნებების გამოყენება, რომლებიც აჩვენებს გაგებას, მაგალითად, ქნევა, თვალის კონტაქტი და წინ გადახრა, მოკლე ვერბალური დადასტურებები, როგორიცაა "მე ვხედავ", "მე ვიცი", "რა თქმა უნდა", "გმადლობთ" ან "მესმის"

• გრძნობების არეკვლა (“ალბათ, თქვენ გრძნობთ...“) გრძნობების არეკვლა
ნიშნავს მონაწილე ყურადღებით აკვირდება მოსაუბრის ხმის ტონს, სახის
გამომეტყველებას, სხეულის ენას, ჟესტებს და მათზე დაყრდნობით ცდილობს
ჩაწვდეს მის გრძნობებს და ასახოს ეს გრძნობები სიტყვებში. სიტყვებს,
ყოველთვის თან ახლავს გრძნობები. ამიტომ გრძნობების არეკვლა ნიშნავს სარკესავით ასახვას მოსაუბრის იმ ემოციებს, რასაც დაინახავს,
იგრძნობს და აღიქვამს მის ნათქვამში.

• მსგავსი გამოცდილების გაზიარება საჩვენებლად, რომ გვესმის მისი.

• პერიფრაზირება (“თუ სწორად გავიგე..... თქვენ ამბობთ, მიგაჩნიათ, თვლით,
რომ..“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ) პერიფრაზირება ნიშნავს შინაარსის
ჩამოყალიბებას საკუთარი სიტყვებით. მოსაუბრე ნათლად ხედავს, სწორად
გაიგო თუ არა მოქალაქემ მისი ნათქვამი და თავიდან აირიდოს გაუგებრობა.

• შეჯამება/ იგივე დასკვნის გაკეთებაა (მაშასადამე რომ შევაჯამოთ
გამოთქმული მოსაზრებები, შევთანხმდით, რომ...“)

ემოციური ინტელექტი - ესაა შესაძლებლობა, მართო საკუთარი ემოციები, გაუგო შენს გერშემო მყოფ ადამიანებს, შეგეძლოს ეფექტური კომუნიკაცია, ემპათია და სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება. ემოციური ინტელექტი გეხმარება შექმნა მყარი უთიერთობები. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რას ნიშნავს საკუთარი ემოციები, რას განიცდიან და როგორ შეიძლება ამ ემოციებმა სხვებზე იმოქმედონ.

ემოციური ინტელექტი გავლენას ახდენს:
თქვენს ურთიერთობებზე - ემოციების გააზრების და გაკონტროლების საშუალებით შეძლებთ უკეთ გამოხატოთ ის, რასაც გრძნობთ და გაიგოთ ის, რასაც სხვები განიცდიან. ეს საშუალებას გაძლევთ ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროთ და შექმნათ ძლიერი, მყარი ურთიერთობები როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. სოციალური ურთიერთობებით მიიღოთ ბედნიერების შეგრძნება. ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი, კარგად ახერხებენ სხვისი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და დაკმაყოფილებას, ხოლო საკუთარ საჭიროებებზე და გრძნობებზე პასუხისმგებლობას იღებენ.

კონფლიქტის ეფექტური მართვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვისი თვალსაზრისით სიტუაციის დანახვასა და მათი საჭიროებების, მოტივაციისა და შესაძლო გაუგებრობის გააზრებას.

სხვა უნარები:
მობოდიშება
დასჯისგან თავის შეკავება
მოთმინება
პოზიტიურობა
სტრესის მართვა
თვითკრიტიკის უნარი


0
31
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0