x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
„რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“- ხელისუფლების წევრის მუქარა ჟურნალისტზე

image


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცახებას ავრცელებს, იმის შესახებ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ხულოს საკრებულოს წევრი ჟურნალისტს წერილობით მიმოწერაში ემუქრება.




ქარტიის განცხადება

"გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ სოლომონიძე „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის. „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ, “ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ - წერს ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტვ 25-ის მასალიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას".





ამონარიდი "ბათუმელებიდან"

ინტერნეტგამოცემა ბათუმელების ცნობით ფაქტჩეკერის ჟურნალისტი ამბობს რომ ნუგზარ სოლომონიძემ მას დღეს მისწერა ეს მუქარის შემცველი წერილი:

მომწერა და დამემუქრა ფეისბუქის ჩატში. მივწერე, რომ აეხსნა რა პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე… მომწერა ასევე ეს: „არაფრად მიმაჩნიხარ, ნაცების გამოსაყენებელი პეშკა ხარ“, „სადაც გინდა, წარადგინე ჩემი პასუხი, მერე მიხვდები ვინ ვარ, შემეხე პირადულში და აწი მე ვიცი“… მე მას მანამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც მერობის კანდიდატს მივწერე სტანდარტული კითხვები, თუმცა ინტერვიუ არ შედგა. აქედან ვიცნობ მას. მინდა მივმართო სამართალდამცავ უწყებებს, რომ მოახდინონ რეაგირება და ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ვისაც შეუერთდა ეს კაცი, “ – ამბობს ნაზი რეხვიაშვილი".



0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0