x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
იცით როგორ შეიქმნა პირველი მინი-კაბა?

როდესაც დიზაინერმა მერი კვანტმა 1962 წელს წარადგინა მინი-კაბების პირველი კოლექცია, კრიტიკოსები ფერებში გადადიოდნენ აღშფოთებისგან. ამბობდნენ, რომ ამ კაბაზე ნაჭერი იმაზე ნაკლები იქნა დახარჯული, ვიდრე ცხვირსახოცზე ვიქტორიანულ ეპოქაში. მოდელების დეფილემ ბროდვეიზე ასეთი “თამამი" კაბებით კი კინაღამ მასობრივი ავარიები გამოიწვია, მანქანის მძღოლები ლამის ფანჯრებიდან ხტებოდნენ მათ უკე დასახანად. თავად მერი კვანტი ამბობდა, რომ განსაკუთებული არაფერი გაუკეთებია, ის უბრალოდ დაეხმარა ქალებს, გრძელ კაბებში სიარული ხომ ძალიან მოუხერხებელი იყო, ცხოვრება კი ცვლილებებს მოითხოვდა.


image
მერი მოდის ისტორიაში შევიდა არა მხცოლოდ მინი კაბების შექმნის გამო, არამედ შორტების, თეთრი საყელოების, ფერადი კოლგოტების და სხვა დამხმარე აქსესუარების შექმნის გამო, რომლებიც ქალის გარდერობს უფრო ხალისიანს ხდიდა. კრიტიკოსები მერის ადარებდნენ ისეთ ცნობილ დიზაინერებს, როგორებიც იყვნენ კოკო შანელი და კრისტიან დიორი. თავად კოკო შანელმა კი მინი -კაბები დადებითად ვერ შეაფასა. “პატარა შავი კაბის" შემქმნელი უფრო კონსერვატიული აღმოჩნდა.

image

მიუხედავად იმისა, რომ მინი კაბები ახალგაზრდა ქალბატონებს მოეწონათ, საზოგადოებრივმა პროტესტმა და აკრძალვების მოთხოვნამ მაინც იჩინა თავი. კაბების სიგრძის გამო ვატიკანშიც კი შეშფოთება გამოთქვეს.

image

აღშფოთების ტალღის ჩაწყნარებას დრო დასჭირდა. გარდამტეხცი მომენტი კი ცნობილ ჟაკლინ კენედის უკავშირდება, რომელიც თავის გარდერობს მინი-კაბებით ავსებდა. სენსაცია იყო ასევე ინგლისელი მოდელის, ჯინ შრიმპტონის გამოჩენა მოკლე მინი-კაბით ცხენების დოღზე.

image










0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0