x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508691
სამყაროს აღქმის პარადიგმა, როგორც ინფორმაციის პროდუქტი.

ინფორმაცია -

image

“სამყარო, როგორც ინფორმაცია და ადამიანი, როგორც ინფორმაციის შემეცნებისაკენ მიდრეკილი არსება”



როგორ ჩავატიოთ ერთ სიტყვაში სამყარო თავისი მრავალფეროვნებით? - ინფორმაცია!”
Backcast.

დასაწყისისთვის ვეცდები სიტყვა ინფორმაციის, ეტიმოლოგიური არსის განმარტებას. იგი ლათინური წარმოშობის სიტყვაა - (Informatio), და ნიშნავს “მისცე გონებას ფორმა/გონების ფორმულირებას”, “დისციპლინას”, “ინსტრუქციას”, “სწავლებას”, “მონახაზს”, “შინაარსს” “იდეას”. ძველ ფრანგულში კი მისი კვალი ასოცირებულია სიტყვა (Enformation)-თან, რაც თავის მხრივ, “რჩევას”, “ინსტრუქციას” ნიშნავს. ასევე ამ სიტყვის ფუძეს ბერძნულში პლატონი იყენებდა (შემდეგ არისტოტელეც), რითაც იგი აღნიშნავდა “იდეალურ იდენტობას”, “რაიმეს არსს”. როგორც ვხედავთ, სიტყვა ინფორმაცია თავის თავში მოიცავს თითქმის ყველაფერს, რაც სამყაროს აღქმასთქნაა კავშირში.

ახლა კი ვეცდები, ავხსნა ინფორმაციის ძალა როგორც დღევანდელ სამყაროში, ისე ზოგადად. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ, ადამიანები, ვართ შემეცნებისაკენ მიდრეკილი არსებები, ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, ელემენტალური დონიდან დაწყებული, უმაღლეს ეგზისტენციალურ დონემდე. ძველად ინფორმაციის საშუალება იყო ვერბალური კონტაქტი, შემდეგ წიგნი, წერილი. თქნამედროვე სამყაროში მათ ტელევიზია და ინტერნეტიც დაემატა. ყველა ზემოთხსენებული საშუალება გეხმარება სამყაროს შემეცნებაში, მისი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, დაჯერებასა და რწმენაში... ძველად ადამიანი “ინფორმაციის” მოპოვებისათვის უამრავ ენერგიასა და დროს ხარჯავდა, დღეს კი მისი “მოზღვავების” პერიოდია, დაგროვდა იგი და ვეღარსად ეტევა, მისი მოზღვავება აბნევს ადამიანს, უჭირს მას არჩევანის გაკეთება არსის, საზრისის მრავალი პარადიგმიდან, რომელია მართალი, მისთვის მისაღები. თუ გავითვალისწინებთ აზრს რომ ინფორმაცია, რაც არ უნდა დიდი გქონდეს, არ ნიშნავს ცოდნას, ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენ გვაქვს “ზღვა” ინფორმაცია, მაგრამ რაც შეეხება ცოდნას მისი მოხვეჭა მხოლოდ ინფორმაციის მიღებით შეუძლებელია, რადგან ადამიანს სჭირდება მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში დანერგვა, მისი შეგრძნება. მივედით იგივე ჩიხთან, როგორ უნდა ავირჩიოთ ასეთი უზარმაზარი ინფორმაციიდან, რომელია ჩვენი ეგზისტენციისათვის დამაკმაყოფილებელი? რთულია პასუხის გაცემა.

ინფორმაციის არსებობის პრობლემატიკა ჩვენთვის უკვე ნათელია, ახლა დროა ვისაუბროთ ინფორმატორებზე. ადამიანებზე, რომლებმაც სამყაროს დიადი, ზოგ შემთხვევაში უკვდავი ინფორმაცია დაუტოვეს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა “ინფორმატორის” შესახებ საუბარი ასეთ ფორმატში, ამიტომ მე კონკრეტულად ვისაუბრებ ორ “გლობალისტ ინფორმატორზე”, კერძოდ კი, ნიცშესა და კანტზე.

დავიწყოთ კანტით, იგი მოღვაწეობდა XVIII-XIX საუკუნეებში. ზოგჯერ ამ პერიოდს რევოლუციების პერიოდადაც მოიხსენიებენ. მიუხედავად მისი დროის სირთულებიისა, კანტი თავიდან, მაინც, იდეალისტი, მეტაფიზიკის ქომაგი იყო და ამასთანვე ცდილობდა, ღვთის არსებობის დადასტურებას, რაც მის ბუნებაზე ძალიან ბევრს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ მან გააცნობიერა ღმერთის არსებობის მეცნიერული დადასტურების შეუძლებლობა, მას თავისი, ასე ვთქვათ, ღვთიური ვალი, არასდროს დავიწყებია. ამის შემდეგ კანტი ცდილობდა პრაქტიკაში ჩაენერგა ღვთიური არსის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა თავისუფლება, მორალი და ა.შ. კანტს არ უარუყვია მეტაფიზიკა, უბრალოდ, მან სცადა მეტაფიზიკურის, ფიზიკურ არსში შემოყვანა, რაც ჩემი აზრით მშვენივრად გამოუვიდა, მაგალითად ისეთ ნაწარმოებში როგორიცაა “წმინდა გონების კრიტიკა”. კანტი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დაამტკიცა, რომ “ყველაფერი მეტაფიზიკური, პერსპექტივაში ფიზიკურია”. (მე მას შევადარებდი პრომეთეს თავისი ისტორიით). მაშ ასე კანტმა, როგორც ინფორმატორმა, შემოიტანა და დაამტკიცა მატერიაში ისეთი მცნებები, როგორიცაა, თავისუფლება შინაგანი ჯერარსული პრინციპით, მორალის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა, („მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ადამიანი ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდსაშუალება„) და მრავალი სხვა. მას მომავალში აბსტრაქციონერობასაც დააბრალებენ, მაგრამ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ აბსტრაქციის გარეშე, შეუძლებელია კონსტრუქციის შექმნა!


ახლა გადავიდეთ ნიცშეზე, “ინფორმატორზე”, რომელმაც კაცობრიობას “ღმერთის სიკვდილი” ამცნო. რომელმაც თქვა, რომ “სუსტნი და უიღბლონი უნდა დაიხოცნონ”. რომლისთვისაც ეგოიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და ა.შ. მე არ გავაგრძელებ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოგცემას, რადგან, ვფიქრობ, ზემოთ თქმულშიც კარგად ჩანს მისი შეხედულებები. უნდა ითქვას, რომ იგი ძალიან რთულ პერიოდში დაიბადა და მოღვაწეობდა, მაგრამ საკითხავია, ჰქონია კი კაცობრიობას სიმარტივისა და სილაღის პერიოდი? პასუხი ცალსახაა, არა! მე ნიცშეს არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ. მითუმეტეს, ჩემი ინტერესის საგანი, ორი “ინფორმატორის” განხილვა და მათი გავლენის ახსნა იყო. მაშ ასე, ნიცშემ გადმოგვცა ზემოთ ხსენებული ინფორმაცია, როგორც ინფორმატორმა.

ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მთავარზე, ჩემი მიზანი, რა თქმა უნდა, არ იყო ზემოთხსენებული ადამინების ბიოგრაფიების მოთხრობა, მე ისინი მჭირდებოდნენ, როგორც ინფორმატორები. რის საფუძველზეც ვეცდები ჩამოვაყალიბო ინფორმაციის ძალისა და მისით მოცვის გავლენა. ადამიანი, როდესაც ირჩევს რა ინფორმაცია მიიღოს სამყაროსაგან, იგი ირჩევს მისი ეგზისტენციის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რადგან შემდეგ ეს ინფორმაცია, დროთა განმავლობაში სრულიად მოიცავს მას და გარდა ამისა, იგი თავად გახდება მისივე არჩეული “სამყაროს” აგიტატორი. განვიხილოთ ერთი ინდივიდის მიერ არჩეული ორივე პიროვნებისაგან მიღებული ინფორმაცია ცალკ-ცალკე და ვნახოთ, რა გავლენას მოახენს ის მასზე.

მაგალითად ინდივიდი, რომელიც ნიცშეს მოძღვრებას მიიღებს, ადვილი სავარაუდოა, რომ ბოლოს მასავით დაამთავრებს სიცოცხლეს, რადგან თუ ადამიანი ეცდება უარყოს ადამიანური არსებობის ფუნდამენტალური პრინციპეპი და ღირებულებები მას, უბრალოდ, საყრდენი აღარ დარჩება კაცობრიობაში ადამიანად ყოფნისა. გარდა ამისა თუ განვიხილავთ თავად ნიცშეს როგორც ინფორმატორს, ვფიქრობ, მან არც თუ ისე სახარბიელო ინფორმაცია გადმოსცა კაცობრიობას და რთულად თუ დაინახავს მის მოძღვრებაში ადამიანი რაიმე ღვთიურს. ერთი ფაქტი, რაც აუცილებლად აღსანიშნავია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან იწინასწარმეტყველა კაცობრიობის მომავალი, მაგრამ თუ უფრო კრიტიკულები ვიქნებით, შეიძლება დავინახოთ არა წინასწარმეტყველება, არამედ მისივე ჩადებული “კოდი”, რომელმაც, ასე თუ ისე, იმოქმედა კაცობრიობაზე. (როგორც მომავალმა ფსიქოლოგია აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ნიცშეს ჰქონდა, რაღაც უზარმაზარი შინაგანი ტრავმა, რამაც მისი ასეთი აგრესია გამოიწვია, როგორც რელიგიის, ისე სუსტი ადამიანების მიმართ და არა მარტო)

რაც შეეხება კანტს, ვფიქრობ, იგი კაცობრიობისათვის კეთილგონიერი პიროვნებაა. მისმა ინფორმაციამ დიდი გავლენა მოახდინა როგორც ფილოსოფოსებზე, ისე, ზოგადად, კაცობრიობაზე. მისი მოძღვრების შემცნობ ადამიანს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მასში იგრძნობა ღვთიური საწყისის მოქმედება. კანტსაც ჰქონდა ბევრი ცვალებადი ეტაპი მოღვაწეობის განმავლობაში, მაგრამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნაკლებად თუ გაულაშქრია. ვფიქრობ, მას კარგად ჰქონდა გააზრებული თავისი თავი და ისიც იცოდა, რომ ბევრი მოეთხოვებოდა, რომ კაცობრიობის “ინფორმატორი” იყო და არ ჰქონდა უფლება, კაცობრიობისათვის შემაშინებელი, დამაზიანებელი, აგრესიული სახის “კოდი” დაეტოვებინა.

ჩვენი მთავარი თემა, ადამიანი და ინფორმაციაა. ვფიქრობ, ადამიანს დაუოკებელმა შემეცნების წადილმა, არ უნდა დაავიწყოს სიფრთხილე ინფორმაციის წინაშე, რადგან მას განუზომელი ძალა აქვს. მასში ჩადებულმა “კოდმა” ისევე შეუძლია ააშენოს ადამიანის გონივრული მრწამსი, როგორც გაანადგუროს. თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი, ზღვა ინფორმაციაშია, რომელსაც ნაკლებად უწევს ადამიანი კონტროლის.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ, აუცილებელია, ვიყოთ “ფუტკრები”, რადგან იგი ყოველთვის და ყველგან ეძებს ყვავილს და პოულობს ნექტარს, რაც მთავარია, იგი ამ ყველაფერს ამუშავებს და დიდებულ პროდუქტს ქმნის. ხოლო, რაც შეეხება ბუზს, მასთან საქმე პირიქითაა, იგი ეძებს და პოულობს სიბინძურეს და შედეგად თავადაც მატლებს ბადებს.



0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ვალერი არავიაშვილი
ვალერი არავიაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0