x
image
მადამ ფისუნია
DOTA 2 Enigma - გმირის ისტორია
image

ენიგმა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გამოუცნობს და საიდუმლოებით მოცულს, მისი სახელიდანაც კარგად ჩანს, რომ

ენიგმას წარმომავლობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მის შესახებ რაც ვიცით მხოლოდ ისტორიები და ლეგენდებია, უმეტესობა მათგანი აპოკრიფტულია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა. ენიგმას ნამდვილი ისტორია საიდუმლოებითაა მოცული. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იგი დოტას სამყაროში ოთხი ფუნდამენტალისტიდან ერთერთია, კონკრეტულად ki - ის წარმოადგენს გრავიტაციის ძალას. ის არის უნივერსალური ძალა, სამყაროთა მშთანთქმელი. ენიგმა სიცარიელისგან შობილი არსებაა, რომელიც ზოგჯერ ხორციელია, ზოგჯერ კი - ეთერული.


ზოგიერთის აზრით, ის ოდესღაც დიდი ალქიმიკოსი იყო, რომელიც სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობდა და დაიწყევლა ამპარტავნების გამო. სხვა ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ ის უცნაური, გრავიტაციული და უძველესი არსებაა.


კიდევ ერთი ისტორია ენიგმას შესახებ მოგვითხრობს რომ იგი დროსა და სივრცეში, სამყაროთაშორის მოგზაურია, რომელიც რაღაც მანქანებით ამ სამყაროში გაიჭედა.

არსებობს ძველი ლეგენდები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ჩვენს სამყაროში ჩამოვარდნილი პირველი ვარსკვლავია, ცნობილი შავი ხვრელის პირველსახე და საფუძველი.

უცნობი და ბუნდოვანია მისი ზრახვები და მოტივები ამ სამყაროში, მისი ძალა უსაზღვრო და ამოუწურავია, ესაა არსება დესტრუქციული ძალით, .

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0