x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ესპანელ მსახიობსა და მოდელს როსი დე პალმას საკუთარ სილამაზეში ეჭვი არასდროს ეპარებოდა

image


56 წლის ცნობილი ესპანელი მსახიობი როსი დე პალმა საკუთარ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელმაც სწორედ თავისი "არაფორმალური" გარეგნობის წყალობით შეძლო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. მსახიობი საკუთარ პოპულარობას სწორედ ლეგენდარულ, ესპანელ კინორეჟისორს პედრო ალმოდოვარს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ის პირველად კლუბში სიმღერის დროს შენიშნა. შეგახსენებთ, რომ როსი თავდაპირველად მუსიკალურ ჯგუფ "Peor Imposible" - ში მოცეკვავისა და მომღერლის ამპლუაში მოღვაწეობდა.


image


რა თქმა უნდა, მსახიობმა მშვენივრად იცის თავისი არაორდინარული გარეგნობის შესახებ, მაგრამ მისასალმებელია სწორედ ის ფაქტი, რომ როსი არანაირად არ ცდილობს სხვა მოდელებს დაემსგავსოს.


image


სწორედ ამაში მდგომარეობს მისი როგორც პიროვნების განსაკუთრებულობა და ხიბლი, ამ უნიკალური გარეგნობის წყალობით იქნა სწორედ ეს ესპანელი მსახიობი არაერთი რეჟისორისა და დიზაინერის პროექტში დაკავებული. მართალია, თქვენ მას მთავარ როლებში ვერ ნახავთ, თუმცა ასეთი თავდაჯერებული ადამიანები, რომლებიც სტანდარტებს არანაირად არ შეესაბამებიან შოუბიზნესს განსაკუთრებით სჭირდება.


image


მას ბაბა - იაგას ადარებენ და "კეთილის მსურველები" ერთხმად ურჩევენ დასახმარებლად დაუყოვნებლივ პლასტიკურ ქირურგს მიმართოს, თუმცა მსახიობი ყველა ასეთ კომენტარს ყურადღებას არ აქცევს და საყვარელ საქმიანობას კვლავაც წარმატებით განაგრძობს. მსახიობი დღესდღეობით, არაერთ საინტერესო პროექტშია დაკავებული.













0
230
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
230