x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავსტრალიელი საკუთარ სახლში 15 წელი ინახავდა მძარცველის გვამს
image


ავსტრალიელი ბრიუს რობერტსი (Bruce Roberts)მძარცველის გვამთან ერთად ცხოვრობდა თავის სახლში 15 წლის განმავლობაში. ABC News- ის ცნობით, მხოლოდ სახლის მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ, მუმიფიცირებული ნეშტი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა.


როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრიუს რობერტსმა ქურდი შეინ სნელმანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 2002 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი რობერტსის სახლში შეიპარა, ამის შემდეგ რობერტსმა მძარცველის გვამი საკუთარ საძინებელში დამალა.

image


2017 წელს თავად რობერტსი გარდაიცვალა. სახლის წინ დაგროვილმა წერილებმა მეზობლებში შეშფოთება გამოიწვია და მათ პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოფიცრებმა სახლში უზარმაზარი ნაგვის გროვა და რობერტსის ცხედარი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ იგი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.

image

რობერტსი მეზობლებმა და ნათესავებმა დაახასიათეს, როგორც სოციალურად გარიყული, არაპროგნოზირებადი და კარჩაკეტილი ადამიანი.მას არ უცდია პოლიციისთვის ეცნობებინა მძარცველის მკვლელობის შესახებ, ამის ნაცვლად იგი განაგრძობდა სათადარიგო საძინებელი ოთახის ყუთებით ამოვსებას..იქვე იპოვეს 70 ცალი ჰაერის გამწმენდი აეროზოლი, რაც იმას მიანიშნებდა, რომ რობერტსი ცდილობდა შეენიღბა გახრწნილი გვამის სუნი.

image

აღსანიშნავია, რომ პოლიცია 2018 წელს მეორედ დაბრუნდა რობერტის სახლში მას შემდეგ, როდესაც გარდაცვლილის ნათესავმა დაურეკა მათ და აცნობა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების პოვნის შემდეგაც, თუმცა ვერც პოლიციამ და ვერც მისმა ნათესავმა მაშინაც ვერ იპოვეს შეინ სლენმანის გვამი.


მხოლოდ სახლის საგულდაგულოდ ნაგვისგან გაწმენდის შემდეგ, იპოვნეს სლენმანის მუმიცირებული გვამი:

"აშკარაა, რომ ის ყველა ხარახურას სახლში ინახავდა, არაფერს არ ყრიდა"-განაცხადა კონსტებლმა შეინ სპენსერმა.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ-ნი რობერტსი მინიმუმ სამი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა გრენდეილის ქუჩაზე მინა მის მფლობელობაში 1989 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა.



0
336
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0