x
ერი და მისი დინამიკა პოლიტიკურ ჯოკერში

ერიოცდაერთ საუკუნოვან ერს პოლიტიკურ პერიპეტიებში ისევ ძნელბედობის ჟამი დაუდგა და პოზიცია-ოპოზიციას შორის ორასამდე ქართული პარტია გულმხურვალედ ისევ ცდილობს, რომ საერო ასპარეზი პოლიტიკურ გუნდად აქციოს და ქართული სახელმწიფოს მმართველი პარტია გახდეს, რათა ვარდების რევოლუციიდან დღემდე მოყოლებული ჩარეცხილთა და ჯიბის პოლიტიკანთა კურსი თვითმყოფადობისა და ქვეყნის სასიკეთოდ უკეთესად შეცვალოს, რასაც თითოეული პარტია თავის ოფიციალურ რიტორიკაში ხაზგასმით აღნიშნავს და დიდის მონდომებით მათ გამომცხვარ პასკაზეც საპატიოდ გვეპატიჟებიან ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყველას საკუთარ ოჯახში მშვიდად საკუთარი გამომცხვარი ღვეზელის ჭამა ურჩევნია, როდესაც ხაზინა ბარაქიანი აქვს და თვითგანვითარებისთვისაც საკუთარ ბიბლიოთეკას იყენებს და ბაღებშიც არ ეძებს ბომონდურ წიგნებს შერჩევით, რასაც ხშირად გთავაზობენ დღეში სამჯერ თუნდაც. ერის ცნება კი იმ თავითვე ეროვნულ ფუნდამენტალურ ფასეულობაზე ერთსულოვნებას ნიშნავს, რომელსაც სახელმწიფო ერთხმად აღიარებს და მისი კეთილდღეობისთვის ისევე იღწვის, როგორც ეს- ენის, ჰიმნისა და დროშის შემთხვევაშია მიღებულიც და ხელში ატაცებულიც, რის ფონზეც ამაყად ამბობ, რომ მე საქართველოს მოქალაქე ვარ, თავისი კუთხეებისა თუ წარმომავლობის მიხედვით, რაც წარმოსახვით თუ აბსტრაქტულ საერო ცნებაში მის სუვერენიტეტად და თანამოაზრედ მოიაზრება თავისი პოლიტიკური კურსით ბუნებრივია, მაგრამ დღევანდელ ქართულ სოციუმში სამწუხაროდ ჩვენი ერის პროფილი ჯვრის მსგავსად დაყოფილია და მისი ტარებაც უფრო მძიმეა, რათა საერთო კონცეფცია მხოლოდ ზემოთ ხსენებულ სამ ეროვნულ ატრიბუტზე ჯერდება და სიმბოლურად წარმოვადგენთ შემდგარ სახელმწიფოს, რომელიც წლებია თავზე გვენგრევა და ჩამოშლილი იმიჯით ოკუპირებულები ვცხოვრობთ.ცხადია ამ ამღვრეულ ფონზე იდეალური შემოთავაზება არის ერი_ს მხრიდან, რომ თითოეული თანამოქალაქის კონსოლიდაცია მოხდეს და ჯარის სახით ამ ერთობა, რაობისა და იმედის გამტარებელი ვიყოთ, რომლის მანიფესტსაც ბიზნესმენი და მეცენატი ბ-ნი ლევან ვასაძე ამა წლის 16 მაისს საქართველოს დედაქალქის თბილისის ცხრა აპრილის ბაღში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 12 საათზე ყველასათვის აანონსებს, რათა საჯაროდ და პირის პირ მისი პოლიტიკური ხედვა, ამბიცია თუ კურსი ამომრჩეველთან პირადად მიიტანოს, სადაც ცალკეული ამომრჩეველი უკეთესად შეიტყობს მისი სამოღვაწეო ფიგურა ე.წ. “ რუსეთის ჯოკერია " ( ამონარიდი: ია ანთაძე ) თუ ის გულათებული ქართველი კომბლეა, რომელიც ჩვენსავით დაიღალა და ერის გადასარჩენად მან ეს ტვირთი ჯვრად იკისრა, რომელსაც აგრეთვე პოეტობაც უმაღლეს დონეზე გამოსდის და იგი არ ეძებს ერის ბედნიერებას, არამედ სურვილი აქვს, რომ ჩვენთან ერთად ბედნიერი ერი ვიყოთ და საკუთარ თავებს თავად ვეყუდნოდეთ.


მოქალაქე ჟურნალისტი: ჯორჯიანა

9 მაისი, თბილისი/საქართველო

ვასო


1
43
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
43
  
პ.ს. ერის პოლიტიკური შეხვედრა დათქმულ ადგილზე 14 საათზე გაიმართება,თუმცა თადარიგის დაჭერა 12 საათიდანაც მიღებულია.
0 1 1