x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138484
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512127
11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით
image


11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 22:59-ზე, კუ­როს 22-ე გრა­დუს­ში. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მთა­ვა­რი მნა­თო­ბე­ბი - მთვა­რე და მზე შე­ერ­თე­ბა­ში არი­ან. მთვა­რეს ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე ორი დღით ადრე და მომ­დევ­ნო ორ დღეს ჩვენ ვერ ვხე­დავთ, რად­გან იგი მზის სხი­ვე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. მზე არის ის, რა­საც ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ჩვე­ნი ეგო. ხოლო მთვა­რე, რო­გორ აღ­ვიქ­ვამთ სამ­ყა­როს, ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი. ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით. დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია იმუ­ნი­ტე­ტი. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს უსა­ფუძ­ვლო ში­შე­ბი. ზოგი კი ახალმთვა­რე­ო­ბას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბით ხვდე­ბა.


ახა­ლი მთვა­რის თვე 10 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ახალმთვა­რე­ო­ბას სწო­რად შევ­ხვდეთ, ზო­გი­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე და­ას­რუ­ლეთ ყვე­ლა ადრე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე, გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი. ეცა­დეთ, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი და ვა­ლე­ბი მთვა­რის ახალ თვე­ში არ გა­და­ი­ყო­ლოთ. ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი, გა­მოკ­ვე­თეთ შეც­დო­მე­ბი, რათა მო­მა­ვალ­ში უფრო გო­ნივ­რუ­ლად იმოქ­მე­დოთ.


image



აქვე გე­ტყვით, რომ კარ­გი პე­რი­ო­დი 22-23 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ამ პე­რი­ოდ­ში მო­აგ­ვა­როთ. 26 მა­ისს მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა. 30 მა­ისს კი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი (კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ფორ­მა­ცია) რეტ­როგ­რა­დუ­ლი, უკან­მა­ვა­ლი გახ­დე­ბა (23 ივ­ნი­სამ­დე) და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რი აღარ იქ­ნე­ბა. 10 ივ­ნისს კი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლოვ­ნი მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა - მზის დაბ­ნე­ლე­ბა. აი, ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი მთვა­რის ეს თვე.

ეცა­დეთ, 23 მა­ი­სი­დან 23 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით არ და­ი­წყოთ ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს, გა­ჯან­ჯლ­დეს, ვერ მი­ი­ღოთ შე­სა­ფე­რი­სი შე­დე­გი; ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს; მათ შო­რის ავ­ტო­მო­ბილს, ტექ­ნი­კას (კომ­პი­უ­ტე­რულ­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბოს). უმ­ჯო­ბე­სია, და­ას­რუ­ლოთ ადრე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მშვი­დად და მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ას­რუ­ლეთ მიმ­დი­ნა­რე, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კი­თხე­ბი.


ახალმთვა­რე­ო­ბა ხდე­ბა კუ­როს 22-ე გრა­დუს­ში და და­აკ­ვირ­დით, რა პლა­ნე­ტე­ბი გყავთ ამ ნი­შან­ში, პლუს/მი­ნუს 3 გრა­დუ­სი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს არის კე­თი­ლი გრა­დუ­სი. თუმ­ცა, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა ლი­ლი­ტი (ცდუ­ნე­ბე­ბი) - შავი მთვა­რე, რო­მე­ლიც ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზე-მთვა­რის გვერ­დით მდე­ბა­რე­ობს და რო­მელ­საც ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ზეც ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა, წი­ნა­ზეც და მომ­დევ­ნო­ზეც. ახლა უფრო მარ­ტი­ვად აგიხ­სნით: იმი­სათ­ვის, რომ შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვათ, კონ­ფლიქ­ტე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი აი­რი­დოთ, გირ­ჩევთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი არ და­ი­წყოთ 11-15 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში. უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი 16 მა­ი­სი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.


მა­ი­სის ახ­ლამ­თვა­რე­ო­ბა მოგ­ვი­წო­დებს, და­ვა­მარ­ცხოთ, გა­დავ­ლა­ხოთ შიში და პა­ნი­კა და გა­მოვ­ნა­ხოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. გახ­სოვ­დეთ, რომ რისი შეც­ვლაც შეგ­ვიძ­ლია, უნდა შევ­ცვა­ლოთ, რისი შეც­ვლაც ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, უნდა შე­ვე­გუ­ოთ, მი­ვი­ღოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გა­ნად დაგ­ვან­გრევს. ახალმთვა­რე­ო­ბის რუ­კა­ში მარ­სი (აქ­ტი­უ­რო­ბა, მოქ­მე­დე­ბა) კირჩხი­ბის (ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ვე­ბი) ნი­შან­შია. გირ­ჩევთ, მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ბავ­შვე­ბის მი­მართ. იყოთ მო­მარ­თუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. მერ­კუ­რის გავ­ლე­ნით კი მოგ­ვინ­დე­ბა სწავ­ლა, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა (ან უკვე არ­სე­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა), შე­იძ­ლე­ბა სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­როთ ან ონ­ლა­ინ მი­ი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.



image


ახლა კი ვნა­ხოთ, ვის­ზე იმოქ­მე­დებს მა­ი­სის ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად. პირ­ველ რიგ­ში ვახ­სე­ნოთ კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, კერ­ძოდ კი 8-16 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. ახლა თქვე­ნი პი­რა­დი ახა­ლი წელი დგე­ბა, ახალმთვა­რე­ო­ბა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღეს­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია. თქვენ ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით მთვა­რის ამ თვე­შიც და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც, რა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ, და გი­სურ­ვებთ, ცვლი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო და პო­ზი­ტი­უ­რი გქო­ნო­დეთ.


მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მა­ი­სის ეს ახალმთვა­რე­ო­ბა შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში და­ბა­დე­ბულ­თათ­ვი­საც: 6-13 თე­ბერ­ვა­ლი, 10-17 აგ­ვის­ტო და ნო­ემ­ბე­რი. გირ­ჩევთ, არ იზარ­მა­ცოთ, უამ­რა­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ნუ აჩ­ქარ­დე­ბით, გათ­ვა­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმოძ­რა­ვით წინ, გა­მარ­ჯვე­ბის­კენ. კოს­მო­სი­დან ჰარ­მო­ნი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა ელით მათ ვინც და­ი­ბა­და: 8-15 იან­ვარ­სა და მარტს და 10-17 ივ­ლის­სა და სექ­ტემ­ბერს. თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, და­აკ­ვირ­დით კუ­როს, კირჩხი­ბის, ლო­მის, ქალ­წუ­ლის, მო­რი­ე­ლის, თხის რქის, მერ­წყუ­ლი­სა და თევ­ზე­ბის 19-25 გრა­დუს­ში რა პლა­ნე­ტე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გაქვთ გან­ლა­გე­ბუ­ლი. მა­ი­სის ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენ­თვი­საც გა­მოკ­ვეთს აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებს. აგ­რეთ­ვე და­აკ­ვირ­დით, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა კუ­როს 22 გრა­დუ­სი. სწო­რედ ამ სფე­რო­ში ელო­დეთ ცვლი­ლე­ბებს.



ასევე დაგაინტერესებთ:



ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით



ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!

რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა

5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს

0
1780
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0