x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"ჩვენ უფსკრულის პირას ვართ"-გაეროს გენერალური მდივანი დედამიწის ტოტალურ გადახურებაზე გვაფრთხილებს
image




გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა აცხადებს, რომ 2020 წელს დედამიწის ტემპერატურამ ბოლო სამი მილიონი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციაზე "პეტერბურგის კლიმატის დიალოგზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.





გუტერიშმა აღნიშნა, რომ გასული წელი იყო უპრეცედენტო პერიოდი, ექსტრემალური ამინდისა და კლიმატის კატაკლიზმებით.





"ნახშირორჟანგის კონცენტრაცია კვლავ მაღალ დონეზე გაიზარდა: წინა ინდუსტრიული დონიდან 148% -ით მეტი. ეს არის ყველაზე მაღალი დონე 3 მილიონი წლის განმავლობაში. სამი მილიონი წლის წინ დედამიწის ტემპერატურა 3 გრადუსით მაღალი იყო და ზღვის დონე კი დაახლოებით 15 მეტრი. ” - დასძინა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.





მან განმარტა, რომ დედამიწა მთელი საუკუნის განმავლობაში ტემპერატურის 2.4 გრადუსიანი ზრდისკენ მიდის, რაც კატასტროფულ მაჩვენებლად ითვლება.



”ჩვენ მართლაც უფსკრულის პირას ვართ.” - თქვა გუტერიშმა.




ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ და გავიდნენ მწვანე გზაზე, რათა, თავიდან აიცილონ კლიმატის ცვლილებების ყველაზე უარყოფითი გავლენა, თქვა მან. გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებზეც გამონაბოლქვის 73% უკავიათ, უკვე აღებული აქვთ 2050 წლისთვის მათი ნულამდე დაწევის ვალდებულება.





მან ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთი მიზანზე: გლობალური გამონაბოლქვის შემცირება 45% -ით 2030 წლისთვის 2010 წელთან შედარებით, საუკუნის შუა პერიოდისთვის სასურველი ნიშნის მისაღწევად.




გუტერიშის თქმით, ქვეყნებს აღარ შეეძლებათ დიდი ინფრასტრუქტურის წარმოება წიაღისეულის მოპოვებით, რადგან, ასეთი ინვესტიციები გაამძაფრებს სიტუაციას და არარენტაბელური იქნება.

0
300
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0