x
საინტერესო ფაქტები ჩვენთვის ძალიან ცნობილ ასპირინზე

აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი, ყველაზე ცნობილი სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. პირველად, სალიცილის მჟავას შემცველი ტირიფის აბები, რომელსაც ჰქონდა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, გაჩნდა ძვ. წ. 400-იან წლებში ძველი შუმერების ცივილიზაციაში. ამასთან, ამ აბებს ჰქონდათ გვერდითი მოვლენები ტირიფის ქერქის მიერ გამოყოფილი სხვა ნივთიერებების გამო. მხოლოდ 1838 წელს შესაძლებელი გახდა სალიცილის მჟავის "სუფთა" ფორმის მიღება და კიდევ 15 წლის შემდეგ მოხდა მისი სინთეზირება ლაბორატორიულ პირობებში.

საინტერესო ფაქტები ასპირინზე

1.გამოკვლევების თანახმად, ასპირინი უფრო სუსტად მოქმედებს ქალებზე, ვიდრე მამაკაცებზე. არ არის რეკომენდირებული მოზარდობის ასაკის ბავშვებისთვის ასპირინის სუფთა სახის მიცემა - ამან შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული შეშუპება.

2.ასპირინი ყველაზე გაყიდვადი პრეპარატია. მსოფლიოში ყოველწლიურად 80
მილიონი ასპირინის ტაბლეტი მოიხმარება. სხვათა შორის, ასპირინის წარმოება
ტაბლეტების სახით დაიწყო 1904 წელს, მანამდე ის ფხვნილის სახით იყიდებოდა.

3.ასპირინის თვისებები არ არის ჯერ ბოლომდე შესწავლილი . მაგალითად, როგორც გაირკვა, მას შეუძლია შეამციროს მეტასტაზების რისკს, მაგრამ ამავე დროს, თუ დღიურ დოზას გადავაჭარბებთ (4 გრამი და მეტი აღარ!), პრეპარატი დაიწყებს შინაგან ორგანოებზე უარყოფითად ზემოქმედება. ასპირინი გამოიყენება ასევე გულსისხლძარღვთა
დაავადებების დროს, მას აქვს ანტითრომბოზული ეფექტი, მაგრამ ზრდის მელანომის რისკს.

4.ასპირინს შეუძლია უფრო გააღრმავოს წყლულოვანი პროცესები, თუ ადამიანს უკვე აქვს კუჭის პრობლემები. ასევე, თანამედროვე ტკივილგამაყუჩებლები ისე არ მოქმედებენ კუჭზე, როგორც ასპირინი, მაგრამ მათ უფრო მეტი უკუჩვენება აქვთ, ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავას.

5.აცეტილსალიცილის მჟავა ეფექტური საშუალებაა კოსმეტოლოგიაში ("ასპირინის პილინგი"), რომელიც გამოიყენება ქერტლის საწინააღმდეგოდ, კანის სიწითლის დროს, მწერების ნაკბენის შემდეგ წარმოქმნილი ქავილის დროს, ხოლო აციტალსალიცილის მჟავასა და ლიმონის წვენის/არაჟანი ნარევი გამოიყენება პედიკურის დროს, როგორც დამარბილებელი საშუალება.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:გაიანეე
გაიანეე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0