x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლიონელ მესი ჩინური ვაქცინით აიცრება
image

ბარსელონას და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ნაკრების სრულ შემადგენლობასთან ერთად, "კოპა ამერიკის" დაწყებამდე, რომელიც კოლუმბიაში და არგენტინაში გაიმართება, ჩინური კომპანიის, "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება.ამიის შესახებ იუწყება TV3.


კატალონიური კლუბის ფორვარდისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინას სპეციალურად ბარსელონაში ჩაიტანენ . სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით აიცრებიან არა მხოლოდ ტურნირის ყველა მონაწილე, არამედ ეროვნული გუნდების შტაბის ტექნიკურ პერსონალი.


მანამდე "ბარსელონას" თავდამსხმელი მომაწილეობდა 50, 000 დოზა ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" შეძენაში, რომელიც სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისათვის არის გათვალისწინებული. გარიგება მოხდა ურუგვაის პრეზიდენტ ლუის ლაკალ პოუს შუამავლობით.



მანამდე მარტის დასაწყისში, ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინა გაიკეთა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ:

"დღეს იყო დაუვიწყარი დღეა, აცრა გამიკეთეს! პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ უნდა დავიცვათ დაწესებული შეზღუდვები და შევინარჩუნოთ სიცოცხლე, სანამ უმეტესობა არ გაიკეთებს ვაქცინას, ეს ყველაფერი გაივლის თუ ვიფიქრებთ ახლობლებზე და დავეხმარებით ერთმანეთს"-განაცხადა ფეხბურთის მეფემ.

image

0
148
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0