x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დედა ბოდიში, რომ ვიტირე, მინდოდა გულში ჩამეკარი მაგრამ ზეცაში ხარ... - მეგი ბაქრაძეს შვილებმა წერილი მიწერეს
image

ვაქცინაციის შემდეგ ტრაგიკულად დაღუპული 27 წლის მედდის-მეგი ბაქრაძის მცირეწლოვანმა შვილებმა სალიმ და საბამ წერილი დაუწერეს გარდაცვლილ დედას:

"დედა ძალიან მომენატრე. მინდა, რომ ჩაგეხუტო დედა. დედა ბოდიში გუშინ რომ ვიტირე იმიტომ, რომ მომენატრე. დედა, მინდოდა გულში ჩამეკარი, მაგრამ ზეცაში წახვედი. დედა მიყვარხარ და მენატრები. შენმა მშობლებმაც იტირეს, დედა.
დედა გუშინ საბა მთვრალი იყო. როლიკებით კინაღამ ცხვირ-პირი მოიმტვრია. შარვალი და ზედა ძლივს გავხადეთ.
დედა, შენ ბექას ძმასთან წახვედი და ბაბუასთან, იქ კარგად იქნები.
დედა, მომენატრე ძალიან. მიყვარხარ მაინც, ზეცაში წასული.

შენ სალი და საბა"


image

შეგახსენებთ, 27 წლის მედდა, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 18 მარტს, ახალციხეში "კლინიკა " იმედში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 30 წუთში გახდა ცუდად, რა დროსაც მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო, სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

image

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო ახალციხის კლინიკის სამ ექიმს, ბრალი წარუდგინა "სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე", ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

2
58
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
58
  
2021, 1 მაისი, 18:39
მეც გეთანხმებით..რაც პანდემია დაიწყო უამრავი ადამიანი შეიწირა..მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდაც,ცნობილი ადმიანებიც თუმცა ყველაზე მეტად ჩემზე სწორედ ამ გოგოს სიკვდილმა იმოქმედა....ბედისწერამ ერთბაშად რამდენიმე ასპექტში ზურგი ამ გოგოს... სულ გული მეწურება ხოლმე მის ბოლო ვიდეოს ან ფოტოს რომ ვნახულობ..დამფრთხალ შველს რომ მოგაგონებს
2021, 1 მაისი, 15:28
სულ მეტირება ამ საცოდავ გოგოზე... ღმერთმა გაანათლოს!
0 1 2