x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დღეიდან ყველა ადამიანს დავბლოკავ, ვინც ექიმს დასწყევლის და ცუდს უსურვებს-ვერიკო გოჯიაშვილი
image

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ვერიკო გოჯიაშვილი სოციალურ ქსელში ახლახანს გადატანილი კორონავირუსის შესახებ სოცილაურ ქსელში წერს.


„ერთი კვირაა, მინდა დავწერო ჩემი კოვიდური ისტორიის შესახებ და ვფიქრობ, დღეს მეყოფა ძალა, ბოლომდე ჩამოვაყალიბო…

ვინც არ ცნობთ ამ ვირუსს და არ აღიარებთ, თვლით, რომ ჩვეულებრივი სურდო ან ბრონქიტია, შეგიძლიათ, არ წაიკითხოთ და გაატაროთ. მე თავს ვალდებულად ვთვლი, ეს ყველაფერი დავწერო, იქნებ, რა სიკეთე მოიტანოს, იქნებ, ვინმე ჩემი პოსტის მერე გაფრთხილდეს განსაკუთრებულად?…


მოკლედ, როგორც კი დამიდასტურდა ეს ვირუსი, რომელიც ძლიერი შეციებით, მაღალი სიცხით, ძლიერი თავის ტკივილით, თავბრუსხვევით და გულის რევით დამეწყო, ერთ საათში ვიყავი ინფექციურში. მინდა გითხრათ, გადავსებულია იქაურობა, 10 წუთს არ რჩება ადგილი თავისუფალი.

იქ მისვლისთანავე, სიცხის დამწევით, სითხეებიის სმით და სიმპტომებისთვის განკუთვნილი ტაბლეტებით ადვილად დასტაბილურდა მდგომარეობა, სისხლის ანალიზი იყო იდეალური და კატეს პასუხი – ბრწყინვალე. ანუ ფილტვები იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი. ასე ვიყავი ორი დღე და თვლიდნენ, რომ ცოტა გადაჭარბებულიც კი იყო ჩემი კლინიკაში წოლა.

ვუვლიდი და ვართობდი პალატაში მძიმე პაციენტებს, ვმასხარაობდი, ველოდებოდი ვადაზე ადრე გამოწერას, მაგრამ ამ ვირუსის ვერაგობაც ესაა, რომ პროგნოზი არ არსებობს, ვერ გათვლი ვერაფერს. რამდენი ადამიანიც ვიწექით იქ, ყველას სხვადასხვა სიმპტომები და საშიშროებები გაგვივითარდა. ჩვენი ექიმებიც გვმკურნალობდნენ სიმპტომატურად. მეექვსე დღეს დამეწყო 37.0 – დან და ძალიან ნელ-ნელა წავიდა სიცხე 38-სკენ. აი, მეშვიდე და მერვე დღეს უკვე არც ერთ წამალს აღარ დაემორჩილა ჩემი 38.5, იდგა ჯორივით. მეცხრე დღეს გავხდი ძალიან ცუდად, იყო კოლაფსი, იყო გათიშვა… თურმე ვიწექი საწოლზე და ღმერთს ველაპარაკებოდი ბუტბუტით, ვეხვეწებოდი რაღაცას (ამას პალატის მეგობრები მიყვებოდნენ მერე). მიღალატა ნერვებმა, მაღიზიანებდა მოკითხვა და კეთილი სურვილებიც კი… დაიწყო გაუთავებელი გადასხმები, არც ერთი ვენა აღარ მაქვს მთელი. იყო რეაქციები ძლერ წამლებზე, შეისმინა ღმერთმა ჩემი ვედრება, დამაბრუნა ამქვეყნად, მაგრამ ფილტვების 10%- იანი დაზიანებით და ძლიერი სისუსტით.

რაც შეეხება ექიმებს და ექთნებს: შემოდიოდნენ შეფუთულები, დაკონსერვებულები, სამმაგი, სხვადასხვანაირი პირბადით და სათვალით, ოფლით დაცვარული სახეებით და სათვალეებით, ხელს რომ შუბლზე მადებდნენ, მაინც ვერაფერს იგებდნენ. ძალიან უჭირთ ხელთათმანებით ვენაში შესვლა, ვერ ხედავენ, ორმაგი ხელთათმანებით ვერ გრძნობენ სხეულს, კანს, ვენას… ძალიან წვალობენ, სასწაულებს სჩადიან…. თავადაც უჭირთ სუნთქვა და ებინდებათ გონება. თავს იკლავენ თითოეული ავადმყოფისთვის, გვირეკავენ სახლიდანაც ღამე, დილით, ეშინიათ თვითონაც, ოჯახები აქვთ და შვილები ჰყავთ. არიან ძალიან თბილები და ყურადღებიანები, თავს სწირავენ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და ახლა ასე საჯაროდ მინდა მათ ვუთხრა #მადლობა!

მადლობა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის

ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ და მარინა ეზუგბაიამ ყველა პაციენტის მდგომარეობა იციან და ყველას შემთხვევას ინდივიდუალურად აკონტროლებენ. მაგან გამაგიჟა…

ან რომელი მადლობა იქნება საკმარისი, ამ ზრუნვისთვის და თავდადებისთვის, არ ვიცი….

აქვე დავსძენ, რომ აცრა ვერ მოვასწარი, ერთი კვირა არ დამაცადა კოვიდმა, რომ ავცრილიყავი. ამაზე ცუდი და უარესი უკუჩვენება რა უნდა მოიტანოს აცრამ, ვერ წარმომიდგენია. ან საფლავზე გასვლა ამ გაჭირვებასთან რა მოსატანია, ან ქელეხების და ორმოცების გადახდა ასე აუცილებელია? და იქნებ, დავფიქრდეთ და სწორად შევაფასოთ საშიშროება.

დღეიდან ყველა ადამიანს დავბლოკავ, ვინც ექიმს დასწყევლის და ცუდს უსურვებს.

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი მედპერსონალი!“

image

0
65
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0