x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
მასობრივი კომუნიკაციის ბუნება

კომუნიკაცია

მასობრივი კომუნიკაცია ახალი არ არის და იგი ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან მოდის, როცა ადამიანები სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდნენ სხვებისათვის ხმა მიეწვდინათ და გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ შეიცვალა ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალებები, თუმცა მიზანი კვლავ უცვლელია, ინფორმაციის გადაცემა ნებისმიერ დროსა და სივრცეში.თავის მხრივ, ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს.

თავად ინფორმაცია მოიცავს გზავნილის შესაბამის ფორმირებულ ფიზიკურ სიგნალს და საგულისხმოა ის, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აგვერიოს გზავნილის მნიშვნელობაში. ინფორმაცია გულისხმობს ფორმირებულ ხმის ტალღებს, რაც გვესმის მაშინ, როცა ვინმე გვესაუბრება. სწორედ აღქმის პროცესში ხდება ამ ფიზიკური სიგნალების გარდაქმნა მთქმელისა და გამგების თავისებურებების გათვალისწინებით. თავისთავად, უფრო კომპლექსური და თანამედროვე მედია ინფორმაცია, უფრო დახვეწილი სქემების დახმარებით გადაიცემა, მაგალითად: კითხვა, რადიოს მოსმენა, ფილმის, ტელეგადაცემის ყურება და სხვა. შესაბამისად მხოლოდ ადამიანს შეუძლია მიღებული აზრი ასეთ სიგნალად გარდაქმნას და პირიქით - მიიღოს სიგნალი და გარდაქმნას იგი აზრად.

რა თქმა უნდა, მედიის გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს უზარმაზარი აუდიტორიის ერთდროულად ინფორმირება უამრავ სირთულეს ქმნის. მასობრივი კომუნიკაციის წრფივი ბუნებისა და მისი შინაარსის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია ტერმინის დეფინიცია. ეს არც თუ ისე მარტივია ვინაიდან მასობრივი მედიის საშუალებას აქვს საკუთარი გარკვეული ტიპის კომუნიკატორები, ჯგუფები, შინაარსი, მაყურებელი და ეფექტები. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია შევაჯეროთ მასობრივი კომუნიკაციის პროცესის განმარტება.


მასობრივი კომუნიკაცია ეს არის პროცესი, როცა პროფესიონალი კომუნიკატორები ქმნიან და იყენებენ მედიას გზავნილების სწრაფად, უწყვეტად და მასშტაბურად გავრცელებისათვის, რათა დიდ და არჩევით აუდიტორიებში აღძრან ნაგულისხმევი მნიშვნელობები მათზე სხვადასხვა სახით ზემოქმედების მიზნით.

ამგვარად, მარტივი არაა მასობრივი კომუნიკაციის წრფივი ბუნების გაგება და გაანალიზება, ვინაიდან თავად პროცესი უამრავ სპეციფიკურ და კომპლექსურ ფაქტორს აერთიანებს. ყოველივე ამ ნაწილის გათვალისწინ
ება კი საბოლოო ჯამში გვაძლევს თავად მასობრივი კომუნიკაციის განმარტებასა და მისი ბუნების უკეთ გაგების შესაძლებლობას.

0
185
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო კიკრიაშვილი
სოფიკო კიკრიაშვილი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0