x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დახვრეტა კორონავირუსის გავრცელებისთვის -ვინ,სად და როგორ დასაჯეს სიკვდილით
image

Amnesty International-ის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მსოფლიოს18 ქვეყანა არ შეუჩერებია სიკვდილით დასჯა, უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით გაიზარდა სიკვდილით დასჯის რაოდენობა, რაც, უფლებადამცველთა აზრით, ასახავს ადამიანის სიცოცხლის შემაშფოთებელ უგულებელყოფას, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს დაიცვას ხალხი მომაკვდინებელი ვირუსისგან.



მაგალითად:გასულ წელს ეგვიპტეში გასამმაგდა სიკვდილით დასჯის რაოდენობა. ჩინეთში კი კაცი საკარანტინო ზომების დარღვევის გამო სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 17 წლიანი პაუზის შემდეგ, გასული წლის ექვსი თვის განმავლობაში ათი ადამიანი სიკვდილით დასაჯა.


პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სასამართლო განხილვების დროს ირღვეოდა ადამიანის უფლებები: ადვოკატების თქმით, მათ არ შეეძლოთ შეხვედროდნენ თავიანთ კლიენტებს და არ ჰქონდათ ნორმალური მუშაობის საშუალება.


უმკაცრესი სასჯელი(მათ შორის სიკვდილით დასჯა) კორონავირუსის დამალვისთვის ან გავრცელებისთვის.



ხშირად გაგვიგია, როცა კითხულობს ჩვეულებრივი ობივატელი: კი მაგრამ როგორ შეძლო ჩინეთმა ვირუსის შეჩერება?


გასული წლის თებერვალში, როდესაც კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ჩინეთში დააკანონეს ახალი სახეობის დანაშაული - "Covid-19– ის სიმპტომების დამალვა". საუკეთესო შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც დამალავდა თავის სიმპტომებს და ვინმეს დაანფიცირებდა, შესაძლოა ათი წლით ციხეში წასულიყო ან სულაც სიკვდილით დაესაჯათ.


სიკვდილით დასჯა ელოდათ იმათაც, ვინც პანდემიის დროს ყალბი წამლები გაავრცელეს, სპეციალურად დააინფიცირეს ვინმე კორონავირუსით ან რაიმე ზიანი მიაყენეს ჯანმრთელობის მუშაკებს.


2020 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩინეთში ამ ხასიათის 21 დანაშაული მოხდა. მათგან ოთხმა მაქსიმალური ჯარიმა გადაიხადა. შეუძლებელია დადგინდეს, რამდენი ადამიანი დახვრიტეს სინამდვილეში პრევენციული ზომების დარღვევისთვის: ინფორმაცია სიკვდილით დასჯის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოებაა.


ამასთან, Amnesty დარწმუნებულია, რომ რეგულაციების დარღვევის გამო მინიმუმ ერთი ადამიანის სიკვდილით დასჯის უტყუარ ფაქტს ფლობს.


საერთო ჯამში, ჩინეთში 46 ტიპის დანაშაულისთვის სიკვდილით სჯიან, მათ შორისაა პანდემიაზე მიღებული კანონი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში სტატისტიკა გასაიდუმლებულია, Amnesty თავის გამოთვლებში ეყრდნობა პრესაში გაჟონილ ინფორმაციას, ასევე სიკვდილით დასჯილების ახლობლების ჩვენებებს.


ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს სიკვდილით სჯიან: ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა უსწრებს ცნობილ ლიდერებს - ირანს, ეგვიპტეს, ერაყს და საუდის არაბეთს. სწორედ ამ ოთხ ქვეყანაზე მოდის 2020 წლის სიკვდილით დასჯის 88% .


Amnesty International– ის გათვლებით არ არის ზუსტი ინფორმაცია არა მხოლოდ ჩინეთზე, არამედ ვიეტნამზე, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაზე: ყველა ამ ქვეყანაში შესაბამისი სტატისტიკა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და ან მთლიანად, ან ნაწილობრივ იმალება. ამ ქვეყნების გამოკლებით, 2020 წელს მსოფლიოში 483 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით - ეს არის სიკვდილით დასჯის მინიმალური რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში. იმავე პერიოდში გამოიტანეს 1447 სიკვდილით დასჯის განაჩენი - ეს მაჩვენებელი ასევე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, Amnesty International -ს ექსპერტები პირველ რიგში, სიკვდილით დასჯის შემცირებას Covid-19–ით გამოწვეულ კარანტინებს უკავშირებენ.


მაგალითად, 2020 წელს ადამიანის უფლებათა დამცველებმა ვერ აღრიცხეს სიკვდილით დასჯა ბელარუსში, ერთადერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც სიკვდილით დასჯა დაშვებულია.


უფლებადამცველების მონაცემებით, მას შემდეგ რაც ბელარუსმა მოიპოვა სუვერენიტეტი, ქვეყანაში 400-ზე მეტი სიკვდილით დასჯა აღსრულდა. ამავდროულად, ხელისუფლება გვამებს ნათესავებს არ გადასცემს, მეტიც, მათ გარდაცვალების დროს და დაკრძალვის ადგილსაც უმალავს.

შეერთებულ შტატებში სისტემა სხვაგვარად არის მოწყობილი: ბევრ შტატში სასჯელის აღსრულების დროს ნათესავებსა და ჟურნალისტებს იწვევენ . შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში, სადაც 2020 სიკვდილით დასჯები განხორციელდა.

დღეისთვის აშშ-ს 25 შტატში სიკვდილით დასჯა მოქმედებს - გასულ წელს 7 ადამიანი დასაჯეს სიკვდილი.

ბოლო წლებში ფედერალურ დონეზე ადგილი ჰქონდა სიკვდილით დასჯის აღსრულების არაოფიციალურ მორატორიუმს, თუმცა ეს მორატორიუმი, პირველად 17 წლის განამავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაარღვია, რაც საბოლოოდ 10 სასიკვდილო განაჩენით დასრულდა.


სიკვდილით დასჯა წამებით


ეგვიპტე ოფიციალურად შედის სიკვდილით დასჯის ტოპ-3 ქვეყანაში შორის, 2020 წელს სულ მცირე 107 სიკვდილით დასჯა განხორციელდა.


2020 წლის ბოლოს, , Amnesty International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღმავალი ტენდენცია საგანგაშო იყო. მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ქვეყანაში 57 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2019 წლის მანძილზე.


უფლებადამცველები შიშობდნენ, რომ შეიძლება უფრო მეტი ადამიანი იყოს სიკვდილით დასჯა: ეგვიპტე, ბელორუსის მსგავსად, არ აქვეყნებს სტატისტიკას და არც აცნობებს ახლობლებს სიკვდილით დასჯის შესახებ. ეგვიპტურმა მედიამ ანონიმურ წყაროს მითითებით დაწერა, რომ 2020 წლის ბოლო სამ თვეში ქვეყანაში 91 სიკვდილით დასჯა განხორციელდა.


მრავალი წლის განმავლობაში, ირანი პირველ სამეულში რჩება - იქ 240-ზე მეტი ადამიანიდასაჯეს სიკვდილით. მიუხედავად იმისა, რომ ეს გასულ წლებთან შედარებით ნაკლებია, ქვეყანამ დაიწყო სიკვდილით დასჯის უფრო ხშირად გამოყენება, როგორც პოლიტიკური რეპრესიების იარაღი დისიდენტების, მომიტინგეებისა და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ, თან სიკვდილით დასჯის მეთოდები ირანში, ერაყში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ტრადიციულად რჩება ისეთი სასტიკი მეთოდებით, როგორიცაა თავის მოკვეთა, ჩაქოლვა, ჩამოხრჩობა და ა.შ.


მრავალი ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა გრძელდება, არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, დანაშაული, რომელიც არ უკავშირდბეა განზრახ მკვლელობას, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.


2020 წელს ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა სიკვდილით დასჯის გაუქმება.მაგალითად ყაზახეთმა ამის პირობა დადო, ხოლო ბარბადოსმა დაასრულა რეფორმები და უახლოეს მომავალში გაუქმებაა მოსალოდნელი. შეერთებულ შტატებში კოლორადოს შტატმა გააუქმა სიკვდილით დასჯა. ამ დროისთვის მსოფლიოს 108 ქვეყანამ მთლიანად გააუქმა სიკვდილით დასჯა.




შენიშვნა: მთავარი ფოტო Amnesty International -ის ინსცენირებული პერფორმანსია



image

ასევე იხილეთ


"ცისარტყელას" აქტივისტები მოწყენილები არიან. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოდან ამოეღოთ წინადადება, რომ "ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა არ არის ნორმა". მაგრამ სასამართლო დაუნდობელი აღმოჩნდა "საწყალი და დაჩაგრული" უმცირესობების მიმართ. პროვინცია ძიანსუს სასამართლომ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის სა...


ირანის ქალი, ზაჰრა ისმაილი დაადანაშაულეს მისი მეუღლის, დაზვერვის ოფიცრის ალირეზ ზამანის მკვლელობაში. მსჯავრდებულის ადვოკატის, ომიდ მორადის განცხადებით, ქმარი მუდმივად ძალადობა მასზე და მათ ქალიშვილზე, ქალი კი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, დაკავებულს სიკვდილით დასჯა-ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ...


ჩინეთში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების მართვის კომპანია China Huarong Asset Management Co. დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. ლაი სიაომინი დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ Global Times იუწყება. ლაის მიესაჯა სიკვდილით დასჯა და ქონების კონფისკაცია კორუფციის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლ...


ბანკოკის სასამართლომ მონარქიის შეურაცხყოფისთვის რეკორდული -43.5 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოიტანა, იტყობინება Associated Press, ორგანიზაცია "ტაილანდელი იურისტები ადამიანის უფლებების დაცვაზე"" დაყრდნობით მსჯავრდებული ანჩან პრილერტი 65 წლისაა, ასე რომ, თუ სასჯელი არ შეუმსუბუქდა, მისთის სასჯელი ფაქტობრივად სამუდამო...

0
481
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0