x
image
თუთიკო ბერძენა
საით მიქრის ამჯერად "გრეჩიხების" ვაგონი? თბილისის მერობისკენ?
image


გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ბოლო ვაგონი, სავარაუდოდ, თბილისის მერობაა. ამაზე უკვე საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრებები. რატომაც არა,
შემოდგომაზე ხომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია? და ეს მოსაზრებები სულაც არ არის უსაფუძვლო იმ ფონზე, თუ ძმების ავანტუიურებს ქრონოლოგიურად გავიხსენებთ წარსულიდან:


1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ დავით გაყრელიძესთან ერთად, „მოქკავშირის“ უმრავლესობა დატოვა და ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით „ახალი მემარჯვენეები“ შექმნა.
2004 წლის არჩევნების შემდეგ ის მემარჯვენეებთან ერთად პარლამენტის მაშინდელ პირველ სხდომაზე გამოცხადდა, რათა კვორუმისთვის საჭირო დეპუტატთა დრაოდენობა შეევსო და სხდომა უფლებამოსილი ყოფილიყო გასახსნელად.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მათ ვხედავთ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვედრით და მის ფანებს შორის.
შემდეგ გაისმა უფროსი გაჩეჩილაძის მუქარა: "მიშა, მოვდივარ!“.
2008 წლის იანვარში იპოდრომზე შეკრებილი ათი ათასობით ადამიანი შინ უკან გაუშვეს, რადგან ძმები მიხეილ სააკაშვილთან შთანხმდნენ და ეს არ დამალულა საზოგადოებისთვის.
სააკაშვილისგან "გადაგდებულ, ა" „უცნობ, ა“ ამის შესახებ თავად განაცხადა მიმდინარე წლის იანვარში.
“ვიდექით დილემის წინაშე, რა უნდა გვექნა - უნდა წავსულიყავით საშინელ სისხლისღვრაზე და დაპირისპირებაზე, თუ არ უნდა წავსულიყავით და გადაგვეყლაპა მოპარული არჩევნები. ინაუგურაცია 23 იანვარს იყო და ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე ოპოზიციაში, რომელიც არ ვწყნარდებოდი. დანარჩენი ყველა ოპოზიციაში შეგუებული იყვნენ და საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. არ ვჩერდებოდი, არ ვჩერდებოდი და მომინახეს მეგობარი ჩემი, ვისაც დაარეკინეს ჩემთან და ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან... მთხოვდა, რა ვქნა, რა გავაკეთოო, ოღონდ ახლა შენ გაჩერდიო და მეტს აღარ ვიზამო, ასეთი არ ვიქნებიო. ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო, რა უნდა მინდოდეს-მეთქი… არ გიჯერებ- მეთქი. მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი ბატონოო… მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო და კენია ხომ არა ვართ, სისხლისღვრა ავტეხოთო. ხომ იცი, რომ შეგვიძლიაო და არც არავინ გააშუქებს, ხვალ რა მოხდებაო. კარგი-მეთქი, მომეცი-მეთქი, სხვა რა გზა მქონდა?! - სისხლისღვრაზე მაინც გამორიცხული იყო, ის ხალხი წაგვეყვანა... გადამაგდო მეორე დღესვე. ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო. სიხშირის მომცემი იყო ის ჩემთვის? 20 მაისს სტადიონზე რომ შეიკრიბა ხალხი და პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომ მაინც ყველა ვარიანტში არჩევნებს დაველოდოთ, ეს სწორი განცხადება აღმოჩნდა იმიტომ, რომ მაინც გამოჩნდა შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და სისხლის გარეშე მოხდა ყველაფრის შეცვლა. არ მინდოდა მე კიტოვანი-სიგუას სახელი დამრქმეოდა, არა ვარ რევოლუციონერი კაცი. ეს კაცი არ თმობდა ხელისუფლებას და ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რაც ბიძინა ივანიშვილს, რომ შეგვეცვალა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ რამდენიმე თვის წინ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
2015 წელი იყო მორიგი ავანტიურა, როცა აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიაზაციისთვის საპარტნიორო ფონდმა თითქმის 9 მილიონი გასცა დღევანდელი კურსით და მსგავსი არაფერი გაკეთებულა "დაკარგული ედემი" ისევ დაკარგულად დარჩა.
გასაკვირი არაა, რომ გაჩეჩილაძე ამჯერად „ოცნებას“ ევაჭრება.
„მარადსობის დღის“ დაწესებით პატარა გრეჩიხა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქარიზმატული ლიდერია, რომელსაც მასებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. სავარაუდოდ, მთელი ზაფხული აქციებს გამართავს, შემოდგომაზე კი თავს თბილისის მერობის კანდიდატად გამოაცხადებს. მას ხომ ნიღბითაც და უნიღბოდაც ერთნაირი მიზნები ამოძრავებდა ყოველთვის.
image

იმედია სტატიაში გაჟღერებული ვარაუდები არ გააღიზიანებს, რადგან ნეკროლოგის გარდა, ყველაფერი პიარიაო, ჩერჩილმა.
0
168
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0