x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ჩრ. კორეაში ჩინოვნიკმა დაიჩივლა,რომ "სამუშაო ნელა მიიწევდა წინ" და ამის გამო სიკვდილით დასაჯეს
image


ჩრდილოეთ კორეელი ჩინოვნიკი სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ სამუშაოს ნელი ტემპის გამო დაიჩივლა . ამის შესახებ Daily NK იუწყება.



ოფიციალური პირი, სახელად პაკი, დასახელდა სპეციალური კომისიის თავმჯდომარედ, რომელაც ჩრდილოეთ კორეაში დისტანციური სწავლების ორგანიზება უნდა მოეხდინა. თუმცა, საჭირო რესურსებისა და აღჭურვილობის არარსებობის გამო, საქმე წინ ვერ წავიდა. პაკს არ მოსწონდა ეს სიტუაცია, ამიტომ იგი არ ერიდებოდა ამის შესახებ რეგულარულად ესაუბრა კომისიის სხვა წევრებთან. ერთ-ერთმა კომისიის წვრმა კი, კერძოდ კიმ ირ სენის სახლობის უნივერსიტეტის თავმჯდომარემ რი გუკ ჩოლმა ადგა და პაკი უმაღლეს ინსტანციაში "ჩაუშვა".



როგორც გამოცემა იუწყება, პაკი სიკვდილით დასაჯეს გასულ თვეში, "განათლების სფეროში ანტიპარტიული და ანტირევოლუციური საქმიანობისთვის". კიდევ 20 პროფესორი, რომლებიც კომისიაში იმყოფებოდნენ, გაივლიან "იდეოლოგიურ შემოწმებას". დღეისთვის სტრუქტურა რეორგანიზებულია: 180 კომისიის წევრით და სამი ქვეკომიტეტით. ახალ კომისიას თავმჯდომარე გახდა "ჩამშვები" რი გუკ ჩოლი.



სიკვდილით დასჯა იშვიათი არ არის ჩრდილოეთ კორეაში. 16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა სასჯელი სამხრეთ კორეიდან ვიდეო მასალების იმპორტისთვის და გავრცელებისთვის- ამის გამკეთებელი შეიძლება სიკვდილით დასაჯონ. ასევე გაიზარდა თავისუფლების აღკვეთის ვადა სამხრეთ კორეული ვიდეოების ყურებისათვის.

0
274
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0